Meds.ge » ყველა წამალი » სიოფორი® 1000 / siofori® 1000 / Siofor® 1000

სიოფორი® 1000 / siofori® 1000 / Siofor® 1000

127

1. სიოფორი® 1000-ის აღწერა და გამოყენება

პრეპარატი სიოფორი®  1000-ის აღწერა

სიოფორი®   1000 შეიცავს მეტფორმინს, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებას. მეტფორმინი მიეკუთვნება სამკურნალო   საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები.

ინსულინი – არის ჰორმონი, რომელსაც წარმოქმნის კუჭქვეშა ჯირკვალი და უზრუნველყოფს სისხლში არსებული გლუკოზის (შაქრის) მიტაცებას  თქვენი ორგანიზმის  უჯრედების  მიერ. თქვენი ორგანიზმი იყენებს  გლუკოზას ენერგიის მისაღებად და ინახავს მას მომავალში გამოსაყენებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ეს ნიშნავს, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი აწარმოებს არასაკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან თქვენი ორგანიზმი სათანადოდ ვერ იყენებს წარმოებულ ინსულინს. ამის შედეგად იზრდება სისხლში გლუკოზის დონე. სიოფორი® 1000 ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის მაქსიმალურად ნორმამდე დაყვანას.

ჭარბწონიან პაციენტებში სიოფორი®  1000-ის ხანგრძლივი გამოყენება ასევე ამცირებს შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკს. პრეპარატ სიოფორი® 1000- ის მიღებისას სხეულის წონა ან რჩება სტაბილური, ან ზომიერად იკლებს.

 

სიოფორი®  1000-ის გამოყენება

სიოფორი®   1000 გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (რომელსაც ასევე უწოდებენ ~ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტი~) პაციენტებში, რომლებისთვისაც სისხლში გლუკოზის დონის კონტროლისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ დიეტა  და ფიზიკური ვარჯიში. პრეპარატი განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ჭარბწონიან პაციენტებში.

მოზრდილებში სიოფორი®  1000-ის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (პერორალურ  პრეპარატებთან  და ინსულინთან) კომბინაციაში.

10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სიოფორი®  1000-ის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე ინსულინთან კომბინაციაში.


2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ სიოფორი®  1000-ის მიღებამდე
პრეპარატ სიოფორი®  1000-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

• ალერგია  მეტფორმინის  ჰიდროქლორიდის  ან მოცემული პრეპარატის  რომელიმე კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).

•   თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები.

• არაკონტროლირებადი  შაქრიანი  დიაბეტი, რომელსაც  თან ახლავს მაგალითად ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, გაუწყლოება, წონის სწრაფად დაკლება ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი – არის მდგომარეობა,   როდესაც   სისხლში   გროვდება   ნივთიერებები   სახელწოდებით

~კეტონური   სხეულები~ და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. კეტოაციდოზის სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში, გახშირებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა და ხილის უჩვეულო სუნი პირიდან.

• ძალიან დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვა (გაუწყლოება), მაგალითად, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის შედეგად, ან მრავალჯერადი ღებინების შედეგად. გაუწყლოებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როდესაც იზრდება ლაქტაციდოზის რისკი (იხ. ქვემოთ ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

• მძიმე ინფექციები,  მაგალითად  ფილტვების,  სასუნთქი  გზების  ან თირკმელების ინფექციები.  მძიმე  ინფექციებმა  შეიძლება  გამოიწვიოს  თირკმლის  ფუნქციის დარღვევა, როდესაც იზრდება ლაქტაციდოზის რისკი (იხ. ქვემოთ ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

• გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატების მიღება, ან ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები (როგორიცაა შოკი) ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდება, როდესაც იზრდება ლაქტაციდოზის რისკი (იხ. ქვემოთ ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

•  დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება.

თუ ადგილი აქვს ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს, მოცემული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ სიოფორი®  1000-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, თუ:

• საჭიროა   გამოკვლევის   ჩატარება   (მაგალითად,   რენტგენოგრაფიული   ან ტომოგრაფიული), როდესაც სისხლში შეჰყავთ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები;

•   საჭიროა დიდი ქირურგიული ჩარევა.

არ შეიძლება სიოფორი®    1000-ის მიღება გარკვეული დროის განმავლობაში ასეთი გამოკვლევის  ან ოპერაციის ჩატარებამდე,  ან მათ შემდეგ. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პერიოდში რომელიმე სხვა პრეპარატის მიღების საკითხზე. აუცილებელია თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვა.


გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ ლაქტაციდოზის განვითარების შესაძლებლობას

სიოფორი®     1000-ს  შეუძლია  გამოიწვიოს  ძალიან  იშვიათი,  მაგრამ  სერიოზული გართულება სახელწოდებით ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში. ლაქტაციდოზის განვითარების რისკი მაღალია დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პირებში, ხანგრძლივი შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების დროს. ლაქტაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება ღებინება, ტკივილი მუცლის არეში  კუნთების  სპაზმით,  ზოგადი  განწყობის  დარღვევა  ძლიერი  დაღლილობის თანხლებით, ასევე სუნთქვის გაძნელება. თუ ადგილი აქვს აღნიშნულ სიმპტომებს, შეიძლება   საჭირო   გახდეს   სასწრაფო   მკურნალობა   სტაციონარში,   რადგან, ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს  კომა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სიოფორი®

1000-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

მხოლოდ  სიოფორი®    1000-ის  გამოყენება  არ  იწვევს  ჰიპოგლიკემიას  (სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება). მაგრამ არსებობს ჰიპოგლიკემიის რისკი სიოფორი®

1000-ის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგალითად, სულფანილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი ან მეგლიტინიდები). თუ თქვენ გამოგივლინდათ   ჰიპოგლიკემიის   ისეთი   სიმპტომები,   როგორიცაა   სისუსტე, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან ყურადღების  კონცენტრაციის  პრობლემები,  შეჭამეთ ან დალიეთ რამე ტკბილი – როგორც წესი, ეს შველის.


სხვა სამკურნალო საშუალებებისა და სიოფორი®  1000-ის მიღება სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს, უნდა შეწყვიტოთ სიოფორი®   1000-ის მიღება გამოკვლევის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე და არ მიიღოთ ის გამოკვლევის ჩატარებიდან გარკვეული დროის განმავლობაში (იხ. ზემოთ ~აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან~).

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ პრეპარატ სიოფორი®  1000-თან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას. შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის შემცველობის უფრო ხშირი კონტროლირება ან სიოფორი® 1000-ის დოზის კორექცია (ექიმის მითითებების შესაბამისად):

- დიურეზულები  (პრეპარატები,  რომლებიც  ზრდის  შარდის  წარმოქმნას  და გამოიყენება ორგანიზმიდან სითხის გამოსაყოფად);

-  ბეტა-2-სიმპათომიმეტიკები,   მაგალითად,   სალბუტამოლი   ან  ტერბუტალინი

(გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ);

-  კორტიკოსტეროიდები  (გამოიყენება  სხვადასხვა  დაავადებების,  კერძოდ,  კანის

მძიმე ანთების ან ბრონქული ასთმის სამკურნალოდ);

-  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები;

-  რანოლაზინი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატი) ან ციმეტიდინი (კუჭის

მხრივ დარღვევების სამკურნალო პრეპარატი).

 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით   ან  შეიძლება  მიგეღოთ/გამოგეყენებინათ   სხვა  სამკურნალო საშუალებები.

 

პრეპარატ სიოფორი® 1000-ის საკვებთან და ალკოჰოლთან მიღება მოცემული  პრეპარატით  მკურნალობისას  თავი  შეიკავეთ  ალკოჰოლის  მიღებისგან.

ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში ღვიძლის  ფუნქციის  დარღვევებით  ან  დასუსტებულ  პაციენტებში.  იგივე  ეხება ალკოჰოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებსაც.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინსულინით.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას იმისათვის, რომ ექიმმა შეცვალოს მკურნალობის სქემა.

მოცემული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის. ზემოქმედება სატრანსპორტო  საშუალებების მართვისა  და მექანიზმებთან  მუშაობის უნარზე მხოლოდ  სიოფორი® 1000-ის  გამოყენება  არ  იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება). ეს ნიშნავს, რომ ის არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სიოფორი® 1000-ის მიღებისას შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგალითად, სულფანილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი ან მეგლიტინიდები).  ჰიპოგლიკემიის  სიმპტომებია  სისუსტე,  თავბრუსხვევა,  ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

 

3. სიოფორი®  1000-ის მიღების წესი

მოცემული   სამკურნალო   საშუალება   ყოველთვის   მიიღება   მკურნალი   ექიმის დანიშნულებით.  ნებისმიერ  საკითხზე  ეჭვის შემთხვევაში,  მიმართეთ  ექიმს  ან ფარმაცევტს.
პრეპარატ სიოფორი®  1000-ის გამოყენება ვერ შეცვლის ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებელს.  დაიცავით  ექიმის  ყველა  მითითება დიეტასთან  დაკავშირებით  და რეგულარულად განაგრძეთ ფიზიკური ვარჯიში.

 

რეკომენდებული დოზა

სტანდარტული საწყისი დოზა მოზრდილებისთვის: სიოფორი®  1000-ის ½  აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი (რაც შეესაბამება 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს) 2-3 ჯერ დღე-ღამეში ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 2-3 ჯერ დღე-ღამეში (ასეთი დოზირება შეუძლებელია პრეპარატი სიოფორი 1000-ით).

პრეპარატი სიოფორი® 1000-ის მაქსიმალური დღიური დოზა: თითო აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი სამჯერ დღე-ღამეში.


გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

სტანდარტული საწყისი დოზა 10 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის:

სიოფორი® 1000-ის ½ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი (რაც შეესაბამება 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს) ერთხელ დღე-ღამეში ან 850 მგ მეტფორმინის

 

ჰიდროქლორიდი  ერთხელ  დღე-ღამეში  (ასეთი დოზირება  შეუძლებელია  პრეპარატი სიოფორი® 1000-ით).

პრეპარატ სიოფორი®  1000-ის მაქსიმალური დღიური დოზა: თითო აპკისებრი გარსით დაფარული  ტაბლეტი  ორჯერ დღე-ღამეში.  10-დან 12 წლამდე ასაკის  ბავშვებში პრეპარატის  მიღება რეკომენდებულია  მხოლოდ  ექიმის  დანიშნულებით,  რადგან  ამ ასაკობრივ ჯგუფში მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისია.

თუ  თქვენ  ასევე  იღებთ  ინსულინს, პრეპარატი სიოფორი®   1000-ით  მკურნალობის დაწყება საჭიროა ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მონიტორინგი

• ექიმის   მიერ  დაინიშნება   რეგულარული   ანალიზები   სისხლში   გლუკოზის შემცველობაზე  და შეირჩევა  პრეპარატი  სიოფორი®   1000-ის  დოზა  მიღებული მონაცემების მიხედვით. რეგულარულად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასევე, ხანდაზმული ასაკის პირებისათვის.

• გარდა ამისა, სულ მცირე წელიწადში  ერთხელ ექიმი ამოწმებს თირკმელების მდგომარეობას.  ხანდაზმული  ასაკის  პირებში,  ან  თირკმელების  ფუნქციის დარღვევისას შეიძლება საჭირო გახდეს გამოკვლევის უფრო ხშირად ჩატარება.

სიოფორი® 1000-ის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტის გაყოფის წესი ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

თავისი ფორმის გამო სიოფორი®   1000-ის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი იყოფა მარტივად და ზუსტად. მისი გაყოფა შეიძლება ორი ხელით, ან მაგარ სწორ ზედაპირზე დადებით უფრო ფართო გამყოფი ხაზით ქვემოთ და ცერა თითის დაჭერით (იხ. ნახატი).

სიოფორი® 1000-ის აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების წესი ტაბლეტები  მიიღება  ჭამის  დროს  ან  ჭამის  შემდეგ.  ეს  აგარიდებთ  საჭმლის

მონელებასთან დაკავშირებულ გვერდით მოქმედებებს.

არ დაღეჭოთ და არ დაფშვნათ ტაბლეტები. ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად, ჭიქა წყლის

მიყოლებით.

• პრეპარატის  ერთხელ  მიღებისას  (ერთხელ  დღე-ღამეში)  მიიღეთ  ის  დილით (საუზმეზე).

• ორჯერ მიღებისას პრეპარატი მიიღეთ დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე).

• სამჯერ მიღების დროს პრეპარატი მიიღეთ დილით (საუზმეზე), შუადღეს (სადილზე) და საღამოს (ვახშამზე).


აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფიქრობთ, რომ პრეპარატ სიოფორი® 1000-ის ეფექტურობა ძალიან ძლიერია ან, პირიქით, სუსტია.

 

პრეპარატ სიოფორი® 1000-ის დოზის გადაჭარბება

სიოფორი®  1000-ის დანიშნულზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს  ლაქტაციდოზი.  ლაქტაციდოზის სიმპტომებს  მიეკუთვნება  ღებინება, მუცლის  ტკივილი  კუნთების  სპაზმით,  ზოგადი  განწყობის  დარღვევა  და ძლიერი დაღლილობა, ასევე, გაძნელებული სუნთქვა. თუ ადგილი აქვს აღნიშნულ სიმპტომებს, შეიძლება   საჭირო   გახდეს   სასწრაფო   მკურნალობა   სტაციონარში,   რადგან ლაქტაციდოზმა  შეიძლება  გამოიწვიოს  კომა.  დაუყოვნებლივ  მიმართეთ  ექიმს  ან უახლოეს საავადმყოფოს.


სიოფორი®  1000-ის მიღების გამოტოვება

არ მიიღოთ პრეპარატის  ორმაგი დოზა გამოტოვებულის  საკომპენსაციოდ.  მიიღეთ პრეპარატის დანიშნული დოზა დანიშნულ დროს.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, აღნიშნულ სამკურნალო საშუალებასაც აქვს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში. შესაძლო გვერდით მოქმედებებს მიეკუთვნება შემდეგი:

 

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ძალიან ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10- დან 1-ზე მეტ პაციენტში)

• საჭმლის მონელების პრობლემები, როგორიცაა ღებინების შეგრძნება (გულისრევა), ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი მოქმედებები უფრო ხშირად ვლინდება პრეპარატ სიოფორი®  1000-ით მკურნალობის დასაწყისში. მათი შესუსტების მიზნით რეკომენდებულია დღიური დოზის გაყოფა რამდენიმე მიღებაზე და ტაბლეტების მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ ქრება, შეწყვიტეთ სიოფორი®  1000-ის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

•   გემოს დარღვევა.

 

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)

• ლაქტაციდოზი  -  ეს  არის  ძალიან  იშვიათი, მაგრამ  სერიოზული  გართულება (განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში). ლაქტაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის  დარღვევა  და ძლიერი დაღლილობა,  ასევე, გაძნელებული სუნთქვა. თუ ადგილი აქვს აღნიშნულ სიმპტომებს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა სტაციონარში, რადგან ლაქტაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს  კომა. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ  სიოფორი®   1000-ის  მიღება  და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

• კანის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება (ერითემა), ქავილი ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);

•  სისხლში ვიტამინი B12-ის დონის დაქვეითება;

• ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება დაღლილობის, მადის დაკარგვის, კანისა და თვალის გუგების გაყვითლების თანხლებით ან მის გარეშე). იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ამ გართულებებს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული მონაცემების გამო მათში  გამოვლენილი  გვერდითი  მოქმედებები ხასიათითა  და  სიმძიმის  ხარისხით მოზარდებში აღნიშნული მოვლენების მსგავსია.

 

ცნობები გვერდითი მოქმედებების შესახებ

ნებისმიერი  გვერდითი  მოქმედების  გამოვლენის  შემთხვევაში  მიმართეთ  ექიმს  ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას – მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ დაგვეხმარებით მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

 

5. პრეპარატ სიოფორი® 1000-ის შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. თუ სიოფორი® 1000  დაენიშნა ბავშვს, მშობლებმა ან მომვლელმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოცემული პრეპარატის გამოყენებას.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის

შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე და კოლოფზე წარწერა ~EXP~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის   უტილიზაციის   საკითხთან   დაკავშირებით   მიმართეთ   ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ სიოფორი® 1000-ის შემადგენლობა

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

თითო  აპკისებრი  გარსით  დაფარული  ტაბლეტი  შეიცავს  1000  მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (რაც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინს).

სხვა (დამხმარე) კომპონენტები: ჰიპრომელოზა I, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა II, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171).


პრეპარატ სიოფორი® 1000-ის აღწერა და გამოშვების ფორმა

თეთრი  მოგრძო  ფორმის  ტაბლეტები,  ამობურცული  ორივე  მხრიდან,  გამყოფი სოლისებრი ნაჭდევით ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად (მითითებები გაყოფის შესახებ იხილეთ პარაგრაფში 3).

შეფუთვაში მოთავსებულია სიოფორი®  1000-ის 10, 30, 60, 90 ან 120 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შესაძლოა ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

კომენტარის დამატება