Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თვალის დაზიანება

თვალის დაზიანება

373

თვალის დაზიანებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ისეთი უმნიშვნელო შემთხვევა, როგორიცაა თვალის შამპუნით გაღიზიანება, ან ისეთი სერიოზული, როგორიცაა მხედველობის სამუდამოდდაკარგვა.

 

თვალი შეიძლება დაგიზიანდეთ სხვადასხვა ვითარებაში: სახლში, სამსახურში ან სპორტული თამაშის დროს. თვალის დაზიანების გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • ქვიშის ან ჭუჭყის პატარა ნაწილაკის მოხვედრა თვალში, რაც აზიანებს თვალის წინა უფერულ ზედაპირს - რქოვანას. ასეთი ტიპის დაზიანებას რქოვანას აბრაზია ეწოდება.
  • ისეთი უცხო სხეულის მოხვედრა თვალში, როგორიცაა ხის პატარა ნატეხი ან მეტალი
  • თვალში დარტყმის მიყენება ან მუშტით, იდაყვით, ან მაგალითად ბურთით

 

უფრო იშვიათი და ამავდროულად საშიში დაზიანების გამომწვევებია:

  • საზიანო ქიმიური ნივთიერებები - ამ ტიპის დაზიანებას ეწოდება თვალის ქიმიური დამწვრობა
  • თვალის გაჭრა ან სისხლდენა - მაგალითად, მინის ნამსხვრევისგან ან რაიმე ხელსაწყოსგან
  • რადიაცია - როგორიცაა ულტრაიისფერი სხივებით მიღებული გამოსხივება, მზიდან ან სანათურიდან

 

თვალის დაზიანება ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ლინზების არასწორმა მოხმარებამაც, განსაკუთრებით თუ ისინი ჭუჭყიანია, არ არის კარგად მორგებული ან გაცვეთილია დიდი ხნის მოხმარების შედეგად.

რა უნდა მოვიმოქმედოთ

მცირე დაზიანებები თვალის წინა მხარეს, ჩვეულებრივ არ საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას და 48 საათის განმავლობაში თავისით გაივლის. თუმცა, თუ გაქვსთ დისკომფორტი, ესაძლებელია დაგეხმაროთ ტკივილგამაყუჩებლები, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.

დამატებითი ზიანის პრევენციისთვის, არ შეეხოთ თვალს და არ ეცადოთ მისი გაწმენდა, ასევე არ იმოქმედოთ ზეწოლით და არ გაიკეთოთ კონტაქტური ლინზები სანამ მთლიანად არ განიკურნება.

მიმართეთ ექიმს, ან ოფთალმოლოგს, თუ დაზიანება არ გამოკეთდა 48 საათის განმავლობაში.

თვალის გამორეცხვა

თუ თვალში ჩაგივარდათ რაიმე ნაწილაკი, ან თვალის ქიმიურ ნივთიერებასთან შეხების შემდეგ, თვალი უნდა დაიბანოთ თვალის დასაბანით, ან დიდი რაოდენობით სუფთა წყლით მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში. თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, თვალის ამორეცხვამდე არ დაგავიწყდეთ მათი მოხსნა.

თვალის ამორეცხვა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

  • დაჯექით ისეთ პოზიციაში, რომ დაზიანებული თვალი იყოს დაუზიანებელ თვალზე ქვემოთ (იდეალურ შემთხვევაში აბაზანაში ან საშხაპეში), შემდეგ გამოიყენეთ დოქი, ან სირჩა და დაისხით წყალი ცხვირიდან (რომ არ დაასხათ მეორე თვალს)
  • თუ ორივე თვალია დაზაინებული, თავი გადაწიეთ უკან და გამოიყენეთ სირჩა ან დოქი რომ დაისხათ წყალი ორივე თვალზე, ცხვირის წვერიდან
  • თუ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება, დაისხით თბილი წყალი, ისე რომ თვალი გქონდეთ ღია
  • თუ მუშაობთ გარეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარწყავი წყალიც, ოღონდ დააყენეთ ისე, რომ არ ჰქონდეს დიდი ჭავლი.

 

ამ პროცედურის შესრულების შემდეგ აუცილებლად დაუყოვნებლივ წადით ყველაზე ახლოს მყოფ კლინიკაში.ასევე უნდა მიმართოთ ყველაზე ახლოს მყოფ საავადმყოფოს მაშინაც, თუ დაზიანებული თვალიდან დაგეწყებათ სისხლდენა ან თვალში რაიმე უცხო სხეული ჩაგივარდებათ. არასდროს შეეცადოთ უცხო სხეულის თქვენ თვითონვე ამოღებას, რადგაც ამით შეიძლება უფრო მეტად დაიზიანოთ თვალი.

უფრო ნაკლებ სახიფათო დაზიანებებს, როგორიცაა რქოვანას აბრაზია და ტრამვული უვეიტი, სასწრაფო სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება. თუმცა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა, ან პირიქით გართულდა რამდენიმე დღის შემდეგ.

როდის უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?

აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, თუ:

  • გაქვთ ძლიერი და მუდმივი თვალის ტკივილი
  • თვალში ჩაგივარდათ უცხო სხეულები, რომლების ამორეცხვაც ვერ მოხერხდა
  • შემცირებული, ან გაორებული ხედვა
  • მხედველობის არეში გაქვთ მოციმციმე სინათლეები, ლაქები, ან ჩრდილები
  • გაქვთ სისხლიანი თვალი
  • გაქვთ უჩვეულო ფორმის თვალის გუგა
  • გაქვთ ტკივილი სინათლეზე
  • გაქვთ თვალის გარშემო ჭრილობები
  • თვალი გამოწეულია თვალი გუგიდან

 

ასევე სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუ დაზიანება გამოწვეული იყო მფრინავი, ან სისწრაფით მოძრავი სხეულით, მაგალითად ნასროლი მინის ნატეხით, ან დანით, ან ქიმიური ნივთიერებით. თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში წასვლამდე აუცილებალდ გამორეცხეთ თვალი 10-15 წუთის განმავლობაში.

ექიმთან ვიზიტი

თუ გაქვთ სერიოზული დაზიანება, უნდა გაგსინჯოთ ოფთალმოლოგმა. ის შეამოწმებს თვალის მოძრაობას და შეაფასებს დაზიანების დონეს.

თუ თვალში აღმოჩნდა უცხო სხეული, ექიმი შეეცდება მის ამოღებას წყლის საშუალებით, ან ბამბის გუნდის საშუალებით. უცხო სხეულის ამოღებამდე, ექიმი თვალის გასაყუჩებლად ჩაგაწვეთებთ ადგილობრივი გამაყუჩებლის წვეთებს.

ინფექციის განვითარების პრევენციისთვის, შესაძლებელია ექიმმა გამოწეროს ანტიბიოტიკების კურსიც. თვალის დაზიანების შედეგ განვითარებული ინფექციები იშვიათია, მაგრამ ისინი შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.

თუ თვალი ან მისი მიმდებარე ძვალი გაჭრილია შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია.

დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია მოგცეთ შემდგომ ვიზიტზეც, რომ ნახოს რამდენად კარგად მიდის შეხორცების პროცესი. თუ თვალი არ გამოკეთდა 48 სააათის განმავლობაში, ან თუ მდგომარეობა გაუარესდა, დამატებითი შემოწმებისთვის და მკურნალობისთვის შეიძლება გადაგამისამართონ ოფთალმოლოგთან.

პრევენცია

თვალის ყველა ტიპის დაზიანებას ვერ გავუკეთებთ პრევენციას, თუმცა შესაძლებელია, რისკების შესამცირებლად გამაფრთხილებელი ზომების მიღება:

  • ისეთი სამუშაოების დროს, როგორიცაა ნივთების ლესვა და ჭრა, უკეთესი იქნება თუ გაიკეთებთ სპეციალურ დამცავ სათვალეს
  • ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების დასაცავად მაღალი ხარისხის შუშის სათვალის გამოყენება
  • ყურადღებით წაიკითხეთ სახლში მოსახმარი პროდუქტების ინსტრუქციები და იმუშავეთ კარგად განიავებულ ადგილას, ცხვირის სპრეის გამოყენებისას კი ყურადღება მიაქციეთ, რომ სპრეი შემთხვევით არ შეისხათ თვალში

კომენტარის დამატება