Meds.ge » ყველა წამალი » სანიდერმი / sanidermi / SANIDERM

სანიდერმი / sanidermi / SANIDERM

330

რა არის სანიდერმი და რისთვის გამოიყენება

სანიდერმი არის:

ნაცრისფერი ან მონაცრისფრო, ოპალესცირებული, უსუნო, ერთგვაროვანი კონსისტენციის მალამო.

15 გ მალამო მოთავსებულია ალუმინის ტუბში. ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

კანის დაავადებების სამკურნალო საშუალება, კორტიკოსტეროიდი სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

სანიდერმი გამოიყენება დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარება კორტიკოსტეროიდებით თერაპიას და გართულებულია პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და სოკოებით გამოწვეული მეორადი ინფექციით.

რისი ცოდნაა საჭირო სანიდერმის გამოყენებამდე

ნუ გამოიყენებთ სანიდერმს, თუ:

- აღგენიშნებათ ალერგია ბეტამეტაზონის დიპროპიონატის, სხვა კორტიკოსტეროიდების, კლოტრიმაზოლის, გენტამიცინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სანიდერმის გამოყენების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე შემდეგ შემთხვევებში:

- ადგილობრივად ანტიბიოტიკების ხანგრძლივად გამოყენებისას, როდესაც აღგენიშნებათ რეზისტენტული მიკროფლორის ზრდა, და ასევე პრეპარატით მკურნალობის ფონზე კანის გაღიზიანების, სენსიბილიზაციის ან სუპერინფექციის ნიშნები. ასეთ შემთხვევებში

საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.

- მჭირდო ტანსაცმლის ან ნახვევის ქვეშ მალამოს გამოყენების შემდგომ სისტემური ეფექტების გამოვლენისას, რაც საჭიროებს ექიმის მეთვლაყურეობას. ამ დროს საჭიროა შესაბამისი სიფრთხილის ზომები, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში.

- სანიდერმი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიური დანიშნულებით.

- პრეპარატი არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე.

- ბავშვებში, რომლებსაც უტარდებოდათ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა,

შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დაქვეითება, კუშინგის სინდრომი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის მატების შეფერხება, ქალასშიდა ჰიპერტენზია.

აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად უჩივით ან წარსულში გქონდათ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე.

სანიდერმის გამოყენება საკვებთან და სითხეებთან ერთად ვინაიდან სანიდერმი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სითხეებთან.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სანიდერმი არ გამოყენება ორსულობის პერიოდში, თუ არ არის ამის მკაფიო აუცილებლობის შემთხვევა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დადგენილი ორსულობის თაობაზე.

ლაქტაციის პერიოდი

მედიკამენტის გამოყენებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება აუცილებელია, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

არ მოქმედებს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანიდერმის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ სიფრთხილეს არ საჭიროებს.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

მონაცემები სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებებოს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

სანიდერმის გამოყენების წესი

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე სანიდერმის თხელი ფენა მსუბუქი შეზელვით დაიტანეთ კანის დაზიანებულ უბანზე და მის ირგვლივ ჯანმრთელი კანის ზედაპირზე ორჯერ დღეში, დილით და საღამოს.

მკურნალობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მალამო გამოიყენეთ რეგულარულად.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანებული კანის ფართობსა და ლოკალიზაციაზე, პაციენტის პასუხზე ჩატარებულ მკურნალობაზე. 3-4 კვირის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესების არარსებობა დასმული დიაგნოზის თავიდან გადაფასების საფუძველია.

პრეპარატი გამოიყენეთ ინსტრუქციაში აღწერილი მითითებების შესაბამისად. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართედ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების წესი და შეყვანის გზა

მცირე რაოდენობის მალამო თხელ ფენად დაიტანეთ დაზიანებულ კანზე და მსუბუქად შეიზილეთ.

მალამო გამოიყენებთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

მონაცემები ბავშვებში გამოყენებეის შესახებ არ მოიპოვება.

ხანდაზმულები:

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენების შესახებ.

განსაკუთრებული პოპულაცია:

თირკმლის / ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:

სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ პრეპარატის მინიმალური რაოდენობა მკურნალობის მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში.

თუ სანიდერმის მიღების პერიოდში ჩათვლით, რომ მედიკამენტი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი მოქმედებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭირო დოზაზე მეტი სანიდერმის გამოყენების შემთხვევაში

საჭირო დოზაზე მეტი სანიდერმის გამოყენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სანიდერმის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

სანიდერმის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში

სანიდერმის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელი არ არის. ნუ შეწყვეტთ მკურნალობის კურსს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.


შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, სანიდერმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

შეწყვიტეთ სანიდერმის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს, თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი:

- ანგიოედემა (ალერგიით გამოწვეული შეშუპება სახისა და ყელის არეში);

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები).

გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია პაციენტების რაოდენობით შემდეგი თანმიმდევრობით:

ძალიან ხშირად (≥1/10);

ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე);

არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე);

იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე):

ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე);

უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

იშვიათად:

- ლაქები კანზე, ძლიერი თმიანობა (ჰიპერტრიქოზი);

- კანის შემაერთებელი ქსოვილის ელემენტების განლევა;

- საოფლე ჯირკვლების დაცობით გამოწვეული გამონაყარი;

- პიგმენტაციის დარღვევები;

- ბუშტუკების წარმოქმნა კანზე;

- კანის სიმშრალე და მცირედი სისხლჩაქცევები;

- თმის ძირის ანთება;

- კანის გათხელება, სტრიები, კანის ზედაპირის სისხლძარღვების გაფართოება;

- ჰიპოპიგმენტაცია (კანის გაუფერულება);

- კანის ზედაპირული შრის გადაცლა, კანის ფერის ცვლილება;

- მეორადი ინფექცია;

- ნახეთქები კანზე;

- გამონაყარი კანზე;

- აკნე;

- ჩაღრმავებები კანის ზედაპირზე;

- მეორადი ინფექცია;

- კანის ნახეთქები;

- კანის წვის შეგრძნება;

- კანის ზედაპირის გაღიზიანება;

- კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი;

- ტკივილი, დისკომფორტი;

- შეშუპება;

- ქავილი;

- კანის აქერცვლა;.

- თმის ჩაზრდა, ჩაბრუნება.

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.


სანიდერმის შენახვის პირობები

სანიდერმი ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ვარგისობის ვადა – 3 წელი.

ნუ გამოიყენებთ სანიდერმის კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ სანიდერმი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება