Meds.ge » ყველა წამალი » ელიდელი / elideli / Elidel

ელიდელი / elideli / Elidel

156

შემადგენლობა: 
მოქმედი ნივთიერება: პიმეკროლიმუსი; 1გ კრემი შეიცავს 10მგ პიმეკროლიმუსს;

 

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბენზილის სპირიტი, ნატრიუმის ცეტოსტეარილსულფატი, მონო და დიგლიცერიდები,ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ოლეილის სპირიტი, შუა ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, გასუფთავებული წყალი.

 

ჩვენებები: 2 წლის და მეტი ასაკის პაციენტების მკურნალობა მსუბუქი და ზომიერი ატოპიური დერმატიტით, თუ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა არასასურველია, ან შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების აუტანლობისას; ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების არასაკმარისი ეფექტისას; სახესა და ყელზე გამოყენების აუცილებლობისას, სადაც კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი პერიოდული გამოყენება შესაძლოა იყოს არასასურველი.

 

წინააღმდეგჩვენებები: 
მომატებული მგრძნობელობა პიმეკროლიმუსის, სხვა მაკროლაქტამების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

 

მიღების წესი და დოზირება: 
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი დაავადების სტადიის და გამოხატულებიდან გამომდინარე. ელიდელის გამოყენება შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში ატოპიური ეგზემის ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ და პერიოდულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

მკურნალობა უნდა დაიწყოს ატოპიური დერმატიტის პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას.

ელიდელი დაიტანება მხოლოდ ატოპიური დერმატიტით დაზიანებულ უბნებზე.

ელიდელი გამოიყენება დაავადების გამწვავებისას უმცირესი დროის განმავლობაში. პაციენტმა, ან მისმა მომვლელმა პირმა, სიმპტომების გაქრობისას უნდა შეწყვიტოს ელიდელის გამოყენება. მკურნალობა უნდა იყოს პერიოდული, ხანმოკლე და არა ხანგრძლივი.

ელიდელი დაიტანება თხელ ფენად დაზიანებულ უბნებზე დღეში ორჯერ. კვლევების შედეგებით მისაღებია ელიდელის პერიოდული გამოყენება 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში.

თუ 6 თვეში არ აღინიშნა გაუმჯობესება,  ან მდგომარეობის გაუარესებისას, ელიდელის გამოყენება უნდა შეწყდეს.

მოზრდილები. ელიდელის თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ კანზე ორჯერ დღეში და მსუბუქი მოძრაობებით საჭიროა კანში მთლიანად შეზელვა.

ყოველი დაზიანებული უბანი უნდა დამუშავდეს ელიდელით დაავადების ნიშნების და სიმპტომების გაქრობამდე, რის შემდეგაც მკურნალობა უნდა შეწყდეს. ელიდელის გამოყენება შეიძლება კანის ყველა უბანზე, თავის, სახის, ყელის და ინტერტრიგინოზური (საზარდულის არეები და გენიტალიები) ჩათვლით, გარდა ლორწოვანი გარსებისა. ელიდელი არ გამოიყენება მჭიდრო ნახვევის ქვეშ. ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) ხანგრძლივი თერაპიისას, ელიდელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ატოპიური დერმატიტის პირველი ნიშნების და სიმპტომების გამოვლენისას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება და შემდგომი გამწვავება. ელიდელი გამოიყენება დღეში ორჯერ. ელიდელის გამოყენებისთანავე საჭიროა დამარბილებელი საშუალებების დატანა.

 

გვერდითი მოვლენები: 
წვის შეგრძნება კრემის დატანის ადგილზე; კანის ინფექციები (ფოლიკულიტი), რეაქციები დატანის ადგილზე (გაღიზიანება, გამონაყარი, ერითემა).

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ელიდელი არ გამოიყენება ორსულობისას. ელიდელი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში მყოფმა დედამ შეიძლება გამოიყენოს ელიდელი,  მაგრამ არა მკერდის არეში, პრეპარატის ახალშობოლის პირის ღრუში შემთხვევით მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

 

ბავშვები: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ელიდელის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ბავშვებში (2-11 წლის) და მოზარდებში (12-17 წელი) დოზირება და გამოყენების წესი არ განსხვავდება მოზრდილ პაციენტებში გამოყენების რეკომენდაციებისაგან.

 

განსაკუთრებული მითითებები: 
ელიდელის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში მემკვიდრული, ან შეძენილი იმუნოდეფიციტით, ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა იმუნოსუპრესიული პრეპარატებით. ელიდელი არ დაიტანება კანის პოტენციურად ავთვისებიან დაზიანებულ ადგილებზე, ან კანის უბნებზე, რომლებიც დაზიანებულია სიმსივნისწინა დაავადებებით. ელიდელი არ გამოიყენება მწვავე ვირუსული ინფექციებით დაზიანებული კანის უბნებზე (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა). პაციენტებს მწვავე ატოპიური დერმატიტით ელიდელით მკურნალობისას აქვთ კანის ბაქტერიული ინფექციების (იმპეტიგო) განვითარების მომატებული რისკი. ელიდელის გამოყენებამ შესაძლოა წასმის ადგილზე გამოიწვიოს უმნიშვნელო ტრანზიტორული რეაქციები, როგორიცაა სითბოს და-ან წვის შეგრძნება. პაციენტმა საჭიროა თავი აარიდოს პრეპარატის კონტაქტს თვალებთან და ლორწოვან გარსებთან. ექიმმა უნდა ურჩიოს პაციენტს მზისგან თავის დაცვის შესაბამისი ზომების გამოყენება, როგორიცაა მზეზე ყოფნის შეზღუდვა, დამცავი საშუალებების გამოყენება და კანის ტანსაცმლით დაფარვა. ელიდელი შეიცავს ცეტილის და სტეარილის სპირტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კანის ადგილობრივი რეაქციები. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის ქვეშ. პაციენტებში ნეტერტონის სინდრომით, პიმეკროლიმუსის მაღალი სისტემური აბსორბციის შესაძლებლობის გამო ელიდელის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: პიმეკროლიმუსი მეტაბოლიზდება ამორჩევითად CYP 450 3A4. პრეპარატის დაბალი აბსორბციის გათვალისწინებით, ელიდელის ურთიერთქმედება სისტემური გამოყენების პრეპარატებთან ნაკლებსავარაუდოა. ელიდელით მკურნალობისას, საჭიროა თავი აარიდოთ კანის ჭარბ დასხივებას ულტრაიისფერი სხივებით (სოლარიუმების, თერაპია B და A სპექტრის ულტრაისფერი სხივებით, და PUVA-თერაპია). პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ პიმეკროლიმუსის კრემს აღინიშნა სიწითლის, გამონაყარის, წვის შეგრძნების, ქავილის, ან შეშუპების იშვიათი შემთხვევები ალკოჰოლოს გამოყენებისთანავე.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ტუბის გახსნის შემდეგ,  პრეპარატი გამოიყენება 12 თვის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში, დაუშვებელია გაყინვა.

 

გაცემის წესი: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი: მედა მანუფექჩერინგ, დფ კენედი ავე. საფრანგეთი

კომენტარის დამატება