Meds.ge » ყველა წამალი » მატრიქსი D / matriqsi D / MARTIX-D

მატრიქსი D / matriqsi D / MARTIX-D

142

მატრიქსი D წარმოადგენს მატრიქსის სერიის კრემის ფორმაციას. ის არის თანამედროვე ენზიმური საშუალება ჭრილობის სანაციისთვის, რომელიც ხასიათდება მაღალი სელექტიურობით და ჭრილობის ირგვლივი სტრუქტურების დაცვის უნარით. მატრიქსი D-ს აუტოლიზური ფერმენტები იწვევენ ჭრილობის ნეკროზული, სიცოცხლისუუნარო ქსოვილების დარბილებას და მსუბუქ მოშორებას და ხელს უწყობენ ნოტიო გარემოს შენარჩუნებას, ისე რომ არ აზიანებენ ირგვლივ არსებულ ჯანსაღ ქსოვილებს.

გამოყენების ჩვენებები

მატრიქსი D გამოიყენება ნეკროზული ჭრილობების შემთხვევაში, შავი ნადების და ქერქების არსებობისას.

 

გამოყენების ინსტრუქცია

ადგილობრივი პრეპარატის გამოყენებამდე ყოველ ჯერზე გაასუფთავეთ ჭრილობა ფიზიოლოგიური ხსნარით. დაიტანეთ მატრიქსი D არათანაბარ თხელ ფენად, მთლიანად მოიცავით დაზიანების უბანი. ექსუდაციური ჭრილობებისთვის გამოიყენეთ აბსორბციული საშუალებები (მაგალითად, მარლა TNT). მატრიქსი D კრემის კომპოზიცია რეკომენდებულია ჭრილობის სანაციის ფაზაში (ქერქები და ფიბრინი). ამ პროდუქტს აქვს სინერგისტული ეფექტი მატრიქსის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. ინფიცირებული ჭრილობების ან ექსუდაციური ჭრილობების დროს დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას ყოველ 8-24 საათში. პრეპარატი მატრიქსი D შეიძლება გამოიყენოთ ყოველდღიურად, დაზიანების ტიპიდან გამომდინარე და ჭრილობების მკურმნალობაზე სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის აზრის გათვალისწინებით. მატრიქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს პრეპარატის ძირითადი ფუნქცია.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები

შეინახეთ 0°С-დან  25°С-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძინოთ და არ გამოიყენოთ პროდუქტი, რომელიც იყო გახსნილი ან ვადაგასული.

პრეპარატით მკურნალობის ზონაში დროებით შეიძლება გამოხატული იყოს წვის შეგრძნება, ქავილი ან სიწითლე. ასევე შეიძლება თავი იჩინოს მომატებულმა მგრძნობელობამ აქტიური კომპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები

ალერგიულ პირებში გამოყენება არ არის რეკომენდებული

შემადგენლობა

ბრომელაინი, ანანასის ექსტრაქტი, რუტინი, ქსანტანის გუმფისი, შარდოვანა, დექსპანთენოლი, შიის კარაქი, ფუტკრის ცვილი, სალიცილის მჟავა, სოფტისანი, ამფისოლ К, კროდაფოს CS-6, ცეტიოლი, ცეტეარეტ- 20, გასუფთავებული წყალი.

შეფუთვა

50 მლ ტუბი (კრემის სტრუქტურა)

კომენტარის დამატება