Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თასმისებური ჭია

თასმისებური ჭია

154

თასმისებური ჭია პარაზიტია, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანის ნაწლავებში. მას სამედიცინო ენაზე ცესტოდას უწოდებენ. ისინი ყოველთვის არ იწვევენ სიმპტომებს და როდესაც იწვევენ ეს სიმპტომები ხშირად ერევათ სხვა დაავადების სიმპტომებში.

 

ეს ჭიები ძირითადად ხშირია განვითარებად ქვეყნებში.

თასმისებური ჭია ბრტყელია, დანაწევრებული, აქვს თასმის ფორმა და შედგენილია სეგმენტებად. ზოგიერთი ჭია სიგრძეში იზრდება 4.5-9 მეტრამდე.

მისი მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • დაბინძურებულ განავალზე შეხებით და შემდგომ ხელის პირთან ახლოს დადებით
  • დაბინძურებული განავლის კვალის შემცველი საჭმლისა და წყლის მიღებით
  • უმი და დაბინძურებული ღორის, საქონლის ხორცის, ან თევზის მიღებით

როგორ გავიგოთ, რომ თასმისებური ჭია გვაქვს?

შესაძლოა არ იცოდეთ ხართ, თუ არა  თასმისებური ჭიით დაინფიცირებული, სანამ განავალში ჭიის სეგმენტს არ აღმოაჩენთ. ეს სეგმენტები გამოიყურება, როგორც თეთრი ბრინჯის მარცვლები, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად, ზოგჯერ სპეციალისტისთვის უფრო გრძელი სეგმენტის ნახვა შეიძლება იყოს საშირო.

რადგან ინფექცია ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს, ან მისი სიმპტომები ეშლებათ სხვა დაავადების სიმპტომებში. თასმისებური ჭიებით დაინფიცირება ჩვეულებრივ იწვევს მუცლის ტკივილს, ზოგჯერ - ღებინებას და დიარეას.

თუ განავალში შენიშნავთ თასმისებური ჭიის სეგმენტს, მიმართეთ ექიმს. დიაგნოზი შეიძლება დაისვას განავლის ნიმუშით. შემდგომი კვლევები დამოკიდებულია თასმისებური ჭიის ინფექციის ტიპზე.

თასმისებური ჭიის ინფექციის მკურნალობა

თუ თასმისებური ჭია იზრდება ადამიანის ნაწლავებში, მის მოსაშორებლად საჭიროა მკურნალობა.

საქონლის ხორცის თასმისებური ჭია მხოლოდ ნაწლავებში ცხოვრობს და ადვილად იკურნება აბებით. მაგრამ, სხვა თასმისებური ჭიებისა და მათი ლავრების ინფექციები სერიოზულ გართულებებს იწვევენ. ლავრით დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობა უფრო რთულია, რადგან ლავრა თავსდება ნაწლავის გარეთაც, სხვეულის სხვა ნაწილებში.

თასმისებური ჭიებით დაინფიცირების პრევენცია

თასმისებური ჭიებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია საკვების სწორად მომზადება. კერძოდ, მჭლე ხორცი და თევზი უნდა მომზადდეს და შეინახოს სწორად. საჭიროა ბოსტნეულის და ხილის საფუძვლიანი გარეცხვა ჭამამდე.

პირადი ჰიგიენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ მჭიდრო კონტაქტში ხართ ცხოველებთან, ან მოგზაურობთ განვითარებად ქვეყნებში, სადაც ლენტისებური ჭიით ინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

კომენტარის დამატება