Meds.ge » ყველა წამალი » გლიცერინი 85% / glicerini 85% / GLYCEROL

გლიცერინი 85% / glicerini 85% / GLYCEROL

432

შემადგენლობა

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო, სიროფისმაგვარი უსუნო ჰიგროსკოპული სითხე ტკბილი გემოთი.
შემადგენლობა:
გლიცეროლი – 21,25 გ;
გამოხდილი წყალი – 25გ-მდე;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს დერმატოპროტექტული მოქმედება, არბილებს კანსა და ლორწოვან გარსებს. კანზე დატანისას გლიცერინი ხელს უწყობს მასში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტივებას.

ჩვენებები
კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე.

მიღების წესები და დოზები
შეიზილება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებულ უბნებზე.

გვერდითი მოვლენები
ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
გლიცეროლისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
გლიცერინის გამოყენება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჩვენებების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები
გლიცერინის გამოყენება შეიძლება ბორის მჟავას, პროტარგოლის, ტანინის გამხსნელად. გამოიყენება ფუძის სახით მალამოებისა და სხვა წამლის ფორმების მოსამზადებლად. გლიცერინი თითქმის ვერ აღწევს კანში, მაგრამ კარგად აღწევს ლორწოვან გარსებში.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)

კომენტარის დამატება