Meds.ge » ყველა წამალი » ფინალგონი / finalgoni / Finalgon

ფინალგონი / finalgoni / Finalgon

97

შემადგენლობა

1 გ მალამო შეიცავს: 4 მგ ნონივამიდს, 25 მგ ნიკობოქსილს.

დამხმარე ნივთიერებები: დიიზოპროპილის ადიპატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, თეთრი რბილი პარაფინი, სორბინის მჟავა, ცეილონის ციტრონელის ზეთი, გასუფთავებული წყალი 

 

აღწერილობა

თითქმის უფერო ან ოდნავ მოყავისფრო, გამჭვირვალე ან ოდნავ გლუვი, რბილი ჰომოგენური მალამო. 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გარეგანი გამოყენების სხვა საშუალებები. ათქ კოდი: M02AX10.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფინალგონი შეიცავს სისხლძარღვების გამაფართოებელ ორ საშუალებას, რომლებიც იწვევს კანის ინტენსიურ, რამდენიმე საათიან სითბურ გაღიზიანებას. 

ნონივამიდი

წარმოადგენს კაპსაიცინის სინთეზურ ანალოგს და ავლენს ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს, რომლებიც კანზე პრეპარატის განმეორებით წასმისას ვლინდება აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების შედეგად პერიფერიულ ნოციცეფტურ C-ბოჭკოებში და A-დელტა ნერვულ ბოჭკოებში. კანის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების სტიმულირებით, ახდენს გამაფართოებელ მოქმედებას გარშემო სისხლძარღვებზე, რასაც თან ახლავს სითბოს ძლიერი და ხანგრძლივი შეგრძნება.

 

ნიკობოქსილი 

ნიკოტინის მჟავა წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინს პროსტაგლანდის-გაშუალებული სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედებით. ნიკობოქსილის ჰიპერემიული მოქმედება, ნონივამიდთან შედარებით, იწყება უფრო ადრე და არის უფრო ინტენსიური. 

 

კომბინირებული მოქმედება 

ნონივამიდს და ნიკობოქსილს აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი  კომპლემენტური თვისებები, რაც ამცირებს დროს კანის ჰიპერემიის დაწყებამდე მალამოს წასმის შემდეგ. 

ეს იწვევს კანის ადგილობრივი სისხლმიმოქცევის გაზრდას, რის შედეგადაც ფინალგონი იწვევს სითბოს ხანგრძლივ შეგრძნებას. 

 

ფარმაკოკინეტიკა

ფინალგონს იყენებენ ადგილობრივად, კლინიკური ეფექტი ვლინდება გამოყენების ადგილზე. 

მონაცემები სისტემური ეფექტების შესახებ არ არსებობს. 

რეაქცია (ერითემა და კანის ტემპერატურის მატება) ვითარდება წასმიდან რამდენიმე წუთში, რაც მიუთითებს აქტიური ნივთიერებების სწრაფად შეწოვაზე. 

 

გამოყენების ჩვენება 

ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას პაციენტის კანში კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს. 

კუნთებისა და სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობა. 

 

გამოყენების წესი და დოზები 

მკურნალობის დასაწყისში მცირე რაოდენობის ფინალგონი უნდა წაისვათ კანის პატარა უბანზე ინდივიდუალური რეაქციის შესამოწმებლად. საპასუხო რეაქცია მალამოს გამოყენებაზე მნიშვნელოვნად ვარირებს: ზოგი პაციენტისთვის საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობის მალამო სითბოს შეგრძნების გამოსავლენად, ხოლო ზოგ პაციენტში აღნიშნული ეფექტი იქნება სუსტად გამოხატული ან საერთოდ არ იქნება აღნიშნული. 

საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს მალამოს ½ სმ-ს (ესეიგი დაახლოებით ბარდის მარცვლის ზომის) ხელის გულის ზომის კანის ზედაპირზე. მცირე რაოდენობაც კი გამოიწვევს სითბოს შეგრძნებას, რომელიც აღინიშნება წასმიდან რამდენიმე წუთში და სრულად გამოვლინდება 20-30 წუთში. 

შემდგომი წასმის დროს შეიძლება დოზის გაზრდა ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით. პრეპარატის წასმისას მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 სმ-ს ხელის გულის ზომის კანის ზედაპირზე. ფინალგონი გამოიყენება საჭიროების მიხედვით 2-3 ჯერ დღეში. არ გამოიყენოთ სამზე მეტჯერ დღე-ღამეში. 

 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ფინალგონის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.  

გამოყენების წესი 

კანზე წასასმელად.

აპლიკატორის გამოყენებით მსუბუქი მოძრაობით გაანაწილეთ მალამო ტკივილის უბანზე. ფინალგონის წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით. 

 

უკუჩვენება

- მომატებული მგრძნობელობა ნონივამიდის, ნიკობოქსილის, ასევე ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- ძალიან მგრძნობიარე კანი;

- ღია ჭრილობა;

- დერმატიტები;

- კანის დაავადებები.

 

გვერდითი მოქმედება

ინფორმაცია შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ მიღებულია პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ გამოყენების გამოცდილებისა და ფინალგონის გამოყენების შემდეგ პაციენტების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე. 

სიხშირე მითითებულია, როგორც: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 - <1/10), არც ისე ხშირი (>1/1000 - <1/100), იშვიათი (>1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია). 

 

იმუნური სისტემის მხრივ

უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. 

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: კანის წვის შეგრძნება. 

უცნობია: პარესთეზია

სასუნთქი სისტემის მხრივ

უცნობია: ხველა, დისპნოე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირი: ერითემა, ქავილი. 

არც ისე ხშირი: გამონაყარი.

უცნობია: წასმის ადგილზე - პუსტულები, ადგილობრივი რეაქციები კანზე, ბუშტუკები, სახის შესიება, ჭინჭრის ციება. 

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა პრეპარატის წასმის ადგილზე

ხშირად: სიცხის შეგრძნება. 

 

გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, შეწყვიტეთ მალამოს მიღება და მიმართეთ ექიმს. 

 

დოზის გადაჭარბება 

სიმპტომები

ფინალგონის ძალიან დიდი რაოდენობის წასმის შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს მისი ჰიპერემიული ეფექტი, ხოლო აღწერილი გვერდითი მოქმედებების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. ძალიან დიდი რაოდენობის წასმა შეიძლება იწვევდეს კანის დაზიანებას, კერძოდ კი ბუშტუკების წარმოქმნას. ნიკობოქსილი კარგად შეიწოვება კანში, ამიტომ ფინალგონის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რეაქციები, მაგალითად, სხეულის ზედა ნაწილის გაწითლება, სხეულის ტემპერატურის მომატება, წამოხურება, ჰიპერემია მტკივნეული შეგრძნებებით და არტერიული წნევის დაქვეითება. 

 

თერაპია

ფინალგონის ჭარბი რაოდენობით წასმის შემთხვევაში ეფექტი შეიძლება შემცირდეს, თუ კანის ზედაპირიდან მოიშორებთ მალამოს ზეთიანი ხელსახოცის (მაგალითად, ზეითუნის ზეთი) ან კრემიანი ღრუბელის გამოყენებით. მკურნალობა სიმპტომურია. 

შიგნით შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.   მკურნალობა სიმპტომურია. 

 

სიფრთხილის ზომები

ფინალგონით გამოწვეული კანის საფარის ადგილობრივ ჰიპერემიასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვლინდეს გაწითლება, სითბოს შეგრძნება, ქავილი ან წვის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს განსაკუთრებით გამოხატული, ფინალგონის ჭარბი რაოდენობით წასმის ან კანში ძალიან ინტენსიურად შეზელვის შემთხვევაში. მალამოს ჭარბი რაოდენობა ან კანში შეზელვა შეიძლება იწვევდეს ბუშტუკების წარმოქმნას. 

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ: 

- ფინალგონის ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების კარგად დაბანა საპნით და წყლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მალამოს მოხვედრა კანის სხვა უბნებზე ან სხვა პირების კანზე;

- დაუშვებელია ფინალგონის კონტაქტი სახესთან, თვალთან ან პირთან, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სახის დროებითი შესიება, ტკივილი, კონიუნქტივის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, თვალების წვა, მხედველობის გაუარესება, დისკომფორტი პირის ღრუში და სტომატიტი;

- ფინალგონი არ გამოიყენება კანის მგრძნობიარე უბნებზე, როგორიცაა კისერი, საზარდული ან თეძოს შიდა მხარე. 

- ღია ფერის თმის და კანის მომატებული მგრძნობელობის მქონე პირები ჩვეულებრივ უფრო ძლიერ რეაგირებენ, ამიტომ სითბური გაღიზიანება შეიძლება მიღწეული იქნას ფინალგონის უფრო მცირე რაოდენობის გამოყენებითაც;

- არ შეიძლება ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღება ფინალგონის წასმამდე ან წასმის შემდეგ. ფინალგონის გამოყენებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი ოფლდენის ან სიცხის შემთხვევაში შეიძლება გამოწვეული იქნას კანის გაწითლება და სითბოს ძლიერი შეგრძნება. 

 

ფინალგონი მალამო შეიცავს სორბინის მჟავას დამხმარე ნივთიერების სახით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). 

თუ სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ არ აღინიშნა ეფექტი ან ადგილი აქვს მდგომარეობის გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს. 

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების მონაცემების არ არსებობის გამო ფინალგონი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პერიოდებში. ადამიანის ფერტილობაზე გავლენის კვლევები არ ჩატარებულა. 

 

სამკურნალო საშუალების გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფინალგონის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა. 

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედება ადგილობრივად ან სისტემურად გამოყენებულ სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.

 

შეფუთვა
მალამო გარეგანი გამოყენებისთვის. 

20 გ ალუმინის ტუბში, დახურული მემბრანის სახვრეტელით აღჭურვილი პლასტმასის ხუფით. ტუბს აპლიკატორთან კომპლექტში და გამოყენების ინსტრუქციას ათავსებენ მუყაოს კოლოფში. 

ვარგისობის ვადა
4 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა 

რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება