Meds.ge » ყველა წამალი » ივაბრადინი ნორმონი / ivabradini normoni / Ivabradin Normon

ივაბრადინი ნორმონი / ivabradini normoni / Ivabradin Normon

160

ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება  ივაბრადინის ჰიდროქლორიდი 5,390 მგ ან 8,085 მგ (ივაბრადინზე გადაანგარიშებისას 5,00 მგ შესაბამისად);

დამხმარე ნივთიერებებისიმინდის სახამებელიმალტოდექსტრინისილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლოლაქტოზის მონოჰიდრატიმაგნიუმის სტეარატი;

გარსი (ოპადრაი II ნარინჯისფერი  31F240016): ლაქტოზის მონოჰიდრატიტიტანის დიოქსიდი (E 171), ჰიპრომელოზამაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), რკინის ოქსიდი წითელი (E 172).

აღწერა

ტაბლეტები მგ – ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტებირომლებიც დაფარულია ღია ნარინჯისფერ-ვარდისფერი აპკისებრი გარსითნაჭდევით ერთ მხარეს


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებისხვა საშუალებები გულის დაავადებების სამკურნალოდათქ კოდი: С01ЕВ17


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ივაბრადინი არის სუფთა საშუალებარომელიც ახდენს გულის შეკუმშვათა სიხშირის შენელებას გულის რიტმის მართვის სისტემის იf (იონური არხებისსელექტიური და სპეციფიური ინჰიბირების გზითრომლებიც აკონტროლებენ სპონტანურ დიასტოლურ დეპოლარიზაციას სინუსურ კვანძში და არეგულირებენ გულის რიტმსგულის ეფექტები სპეციფიკურია სინუსური კვანძისთვისისინი ზემოქმედებას არ ახდენენ იმპულსების გატარების ხანგრძლივობაზე წინაგულთაშიდაწინაგულ-პარკუჭოვან და  პარკუჭთაშიდა გამტარ არხებშიაგრეთვე მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარზე და პარკუჭების რეპოლარიზაციაზე.

ივაბრადინს შეუძლია შევიდეს ურთიერთქმედებაში თვალის ბადურის ინაკადთანრომელიც გულის სინუსური კვანძის იარხების სტრუქტურის მსგავსიაიგი მონაწილეობს მხედველობითი აღქმის სისტემის დროებითი ცვლილების წარმოქმნაშისინათლის კაშკაშა სტიმულებზე ბადურის რეაქციის ცვლილების ხარჯზემაპროვოცირებელი გარემოებების არსებობისას (მაგალითადგანათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებანაკადის ნაწილობრივ დათრგუნვამ ივაბრადინითშეიძლება გამოიწვიოს პაციენტებში ნათებითი ფენომენების მოულოდნელი გაჩენანათებითი ფენომენები (ფოტოპსიებიაღწერილიაროგორც სინათლის გარდამავალი გაელვებები მხედველობის შეზღუდულ არეალში.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ივაბრადინის ძირითად ფარმაკოდინამიკურ მოქმედებას ადამიანებში წარმოადგენს სპეციფიურიდოზაზე დამოკიდებულიგულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირებაგულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების ანალიზმა 20 მგ დოზის შემთხვევაში დღეში ორჯერგამოავლინა პლატოს ეფექტის მიღწევისადმი ტენდენციარაც ამცირებს  გამოხატული ბრადიკარდიის – წუთში არანაკლებ 40 დარტყმარისკსჩვეულებრივი რეკომენდებული დოზების შემთხვევაშიგულის შეკუმშვათა სიხშირის  შემცირება წუთში დაახლოებით 10 დარტყმას შეადგენსმშვიდ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვის დროსეს იწვევს  გულის  დატვირთვისა  და მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მოთხოვნილების  შემცირებასივაბრადინი არ მოქმედებს გულშიდა გამტარობაზემიოკარდიუმის კუმშვადობის უნარზე (არ იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტსან პარკუჭების რეპოლარიზაციაზე:

კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიურ კვლევებში ივაბრადინი გავლენას არ ახდენდა წინაგულპარკუჭოვან ან პარკუჭშიდა გამტარ გზებში იმპულსების გატარების ხანგრძლივობაზედა აგრეთვე QT კორექტირებულ ინტერვალებზე;

მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (მპგფ) 30-45%) მქონე პაციენტებშიივაბრადინი არ ახდენდა მავნე ზეგავლენას მპგფ-ზე.

ფარმაკოკინეტიკა

ფიზიოლოგიურ პირობებში ივაბრადინი სწრაფად გამოიყოფა ტაბლეტებიდან და ადვილად იხსნება წყალში (>10 მგ/მლ). ივაბრადინი არის S-ენანტიომერი in vivo ბიოკონვერსიის გარეშეძირითად აქტიურ მეტაბოლიტს ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ივაბრადინის დესმეთილირებული წარმოებული.

ივაბრადინის კინეტიკა 0,5-24 მგ დოზების დიაპაზონში არის სწორხაზოვანი.

შეწოვა

ივაბრადინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგსისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციით დაახლოებით საათშიაპკით შემოგარსული ტაბლეტების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ს შეადგენსრაც განპირობებულია ნაწლავსა და ღვიძლში პირველი გავლის“ ეფექტით.

საკვები აფერხებს შეწოვას დაახლოებით საათით და ზრდის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 20-დან 30%-მდეკონცენტრაციის ინდივიდუალური ვარიაბელურობის  შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებასთან ერთად.

განაწილება

ივაბრადინის დაკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან დაახლოებით 70%-ს შეადგენსგანაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში დაახლოებით 100 ლიტრს შეადგენსმაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაშიდღეში 2-ჯერ მგ რეკომენდებული დოზის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგდაახლოებით 22 ნგ/მლ შეადგენს (ვარიაციის კოეფიციენტი = 29%). სისხლის პლაზმაში საშუალო წონასწორული კონცენტრაცია 10 ნგ/მლ შეადგენს (ვარიაციის კოეფიციენტი = 38%). 

მეტაბოლიზმი

ივაბრადინი მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში მხოლოდ P450  3A4 (CYP3A4) ციტოქრომით დაჟანგვის გზითძირითად აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს დესმეთილირებული წარმოებული (S 18982), რომლის კონცენტრაცია ივაბრადინის დოზის 40%-ს შადგენსივაბრადინის აქტიური მეტაბოლიტის მეტაბოლიზმი ასევე ხდება CYP3A4-ის საშუალებითივაბრადინს გააჩნია დაბალი ნათესაობა CYP3A4-თანის არ იწვევს მის ინდუცირებასა და ინჰიბირებასაქედან გამომდინარენაკლებად სავარაუდოარომ ივაბრადინი ზემოქმედებას ახდენს მეტაბოლიზმზე ან CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატების კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაშიმეორე მხრივძლიერ ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად იმოქმედონ ივაბრადინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

გამოყოფა

ივაბრადინის გამოყოფის საშუალო ნახევარპერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს სთ (ფართობის 70-75% მაჩვენებლის მრუდის ქვეშსისხლში პრეპარატის კონცენტრაციისა და დაკვირვების დროის [AUC] შორის დამოკიდებულების გრაფიკზე), გამოყოფის ეფექტური ნახევარპერიოდი შეადგენს 11 სთივაბრადინის საერთო კლირენსი – დაახლოებით 400 მლ/წთ., ივაბრადინის თირკმლოვანი კლირენსი – თითქმის 70 მლ/წთმეტაბოლიტების გამოყოფა ხდება განავალთან და შარდთან ერთად თანაბარი რაოდენობითმიღებული დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

ხანდაზმული ასაკის პაციენტებიფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები (AUC და Cmax) ხანდაზმულ (≥65 წლისპაციენტთა ან ძალიან ხანდაზმულ პაციენტთა (≥75 წლისდა საერთო პოპულაციის პაციენტთა ჯგუფებში არსებითად არ განსხვავდება;

თირკმლის ფუნქციის დარღვევათირკმლის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 15-60 მლ/წთგავლენა ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკაზე მცირეარადგან თირკმელებით ივაბრადინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის მხოლოდ 20%  გამოიყოფა;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევაღვიძლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობის (7 ქულა ჩაილდ-პიუს სკალითმქონე პაციენტებში თავისუფალი ივაბრადინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის AUC 20%-ით მეტიავიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებშიმონაცემები ივაბრადინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შეზღუდულია და არ იძლევა ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის თავისებურებების შესახებ დასკვნის გაკეთების  შესაძლებლობასღვიძლის მძიმე უკმარიობის მქონე  პაციენტებში ივაბრადინის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს

ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტებიივაბრადინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე თვიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ჰგავს ფარმაკოკინეტიკასრომელიც აღწერილია მოზრდილებში ტიტრაციის სქემის გამოყენებისასასაკისა და წონის საფუძველზე

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (ფკ/ფდთანაფარდობა

ფკ/ფდ თანაფარდობის ანალიზმა აჩვენარომ გულის შეკუმშვათა სიხშირე (გშსთითქმის სწორხაზოვნად მცირდება სისხლის პლაზმაში ივაბრადინის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის კონცენტრაციის გაზრდასთან ერთადროდესაც მიღების დოზა შეადგენს 15-20 მგ დღეში ორჯერუფრო დიდი დოზების შემთხვევაშიგულის შეკუმშვის სიხშირის შემცირებას არ გააჩნია პროპორციული დამოკიდებულება ივაბრადინის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში და ხასიათდება პლატოს მიღწევის ტენდენციითივაბრადინის მაღალ კონცენტრაციებსრომელთა მიღწევა შესაძლებელია CYP3A4 ძლიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციითშეუძლია გულის შეკუმშვათა სიხშირის ზედმეტი შემცირების გამოწვევამაგრამ ეს რისკი უფრო დაბალია CYP3A4 ზომიერ ინჰიბიტორებთან კომბინაციისას.

ივაბრადინის ფკ/ფდ თანაფარდობა გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე თვიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებშიმოზრდილების ფკ/ფდ თანაფარდობის ანალოგიურია.

 

გამოყენების ჩვენებები

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობაივაბრადინი გამოიყენება ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობისთვისნორმალური სინუსური რიტმის და გულის შეკუმშვათა სიხშირე ≥70 წუთში მქონე მოზრდილებშიივაბრადინი უნდა დაინიშნოს:

• ბეტა-ადრენობლოკატორების აუტანლობის ან გამოყენებისადმი უკუჩვენებების არსებობის შემთხვევაში მოზრდილებში;

• ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაცისასარასაკმარისი კონტროლის ქვეშ მყოფ პაციენტებში ბეტა-ადრენობლოკატორის ოპტიმალური დოზის ფონზე.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა.

ივაბრადინი გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვითსისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში,  სინუსური რიტმით და გულის შეკუმშვათა სიხშირით ≥75 წუთშისტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაშირომელიც მოიცავს თერაპიას ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით,  ან ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისადმი უკუჩვენებებისაგრეთვე მათი აუტანლობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით დღეში ორჯერანუ დილა-საღამოს საკვების მიღების დროს.

ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური მკურნალობა

რეკომენდებულიათერაპიის დაწყების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას  გულის შეკუმშვათა სიხშირისელექტროკარდიოგრამის რეგულარული კონტროლის ქვეშ ან ამბულატორიული მონიტორინგის დროს 24 საათის განმავლობაში

ივაბრადინის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს მგ დღეში ორჯერ 75 წლამდე ასაკის პაციენტებშითუ სიმპტომები ნარჩუნდება 3-4 კვირის განმავლობაშისაწყისი დოზა კარგად გადაიტანებოდაგულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში რჩება წუთში 60 დარტყმაზე მეტიდოზა შეიძლება გაიზარდოს მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე იმ პაციენტებშირომლებიც ღებულობდნენ ივაბრადინს დღეში ორჯერ 2,5 მგ დოზით ან დღეში ორჯერ მგ დოზითშემანარჩუნებელი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს დღეში ორჯერ.

თუ მკურნალობის დაწყებიდან თვის განმავლობაში სტენოკარდიის სიმპტომები არ შემცირებულაივაბრადინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გარდა ამისამკურნალობა უნდა შეწყდესთუ თვის განმავლობაში მიღებული სიმპტომური გაუმჯობესება უმნიშვნელოა ან თუ არ შეინიშნება გულის შეკუმშვათა სიხშირის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება მშვიდ მდგომარეობაში.

თუ მკურნალობისას გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მცირდება წუთში არანაკლებ 50 დარტყმამდეან პაციენტი გრძნობს ბრადიკარდიის ისეთ სიმპტომებსროგორიცაა თავბრუსხვევამომატებული დაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზიააუცილებელია ივაბრადინის დოზის შემცირება 2,5 მგ-მდე (5 მგ ტაბლეტის ნახევარიორჯერ დღეშიდოზის შემცირების შემდეგ აუცილებელია გულის შეკუმშვათა სიხშირის (გშსკონტროლიმკურნალობა უნდა შეწყდესთუ ივაბრადინის დოზის შემცირებისას გულის შეკუმშვათა სიხშირე რჩება წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები ან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა

მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებშირეკომენდებულიარომ მკურნალ ექიმს გააჩნდეს გულის ქრონიკული  უკმარისობის მკურნალობის გამოცდილება.

ივაბრადინის ჩვეულებრივ რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს მგ დღეში ორჯერივაბრადინის მიღებიდან კვირის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 7,5 მგ-მდე დღეში ორჯერთუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაშისტაბილურადწუთში 60 დარტყმაზე მეტს შეადგენსან შეიძლება შემცირდეს 2,5 მგ-მდე დღეში ორჯერ (5 მგ ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ), თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაშისტაბილურადწუთში 50 დარტყმაზე ნაკლებიაან ბრადიკარდიის სიმპტომების შენარჩუნებისასროგორიცაა თავბრუსხვევადაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზიათუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50-60 დარტყმას შეადგენსდოზამ უნდა შეადგინოს მგ დღეში ორჯერ.

თუ მკურნალობის პროცესში გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაშისტაბილურად წუთში 50 დარტყმაზე ნაკლებიაან თუ პაციენტს აღენიშნება ბრადიკარდიის სიმპტომებიდოზა უნდა შემცირდეს მომდევნო დაბალ დოზამდე იმ პაციენტებშირომლებიც იღებდნენ 7,5 მგ-ს დღეში ორჯერ ან მგ-ს დღეში ორჯერთუ გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში იმ პაციენტებშირომლებიც იღებდნენ 2,5-ს მგ დღეში ორჯერ ან მგ-ს დღეში ორჯერსტაბილურადწუთში 60 დარტყმაზე მეტს შეადგენსდოზა შეიძლება გაიზარდოს მომდევნო უფრო მაღალ დოზამდე.

მკურნალობა უნდა შეწყდესთუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები რჩებაან პაციენტს უნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები.

ხანდაზმული პაციენტები

75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის გაზრდამდე რეკომენდებულია ნაკლები საწყისი დოზა (2,5 მგ დღეში ორჯერანუ მგ ტაბლეტის ნახევარი დღეში ორჯერ), საჭიროების შემთხვევაში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობისა და 15 მლ/წთ მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების დოზა კორექციას არ საჭიროებს

15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობსამიტომივაბრადინის გამოყენება ამ პოპულაციაში სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ღვიძლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტების დოზა კორექციას არ საჭიროებსგამოსაჩენია სიფრთხილეივაბრადინის გამოყენებისას ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებშიივაბრადინი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებშირადგან მისი გამოყენება ამ პაციენტებში შესწავლილი არ არის დაშესაძლოასისტემური ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზრდა

ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები

18 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას ივაბრადინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში მკურნალობის დაწყებამდე შეადგენს არანაკლებ 70 დარტყმას წუთში;

კარდიოგენური შოკი;

-  მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (<90/50  ვერცხლისწყლის სვეტის მმ);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

სინოატრიალური ბლოკადა;

არასტაბილური ან  გულის მწვავე უკმარისობა;

პაციენტს უდგას რიტმის ხელოვნური წამყვანი (გულის შეკუმშვათა სიხშირე რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ კარდიოსტიმულატორის დახმარებით);

არასტაბილური სტენოკარდია;

- III ხარისხის AB ბლოკადა;

ციტოქრომ P450 3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებაროგორებიცაააზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლიიტრაკონაზოლი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (კლარიტრომიცინიერითრომიცინი შიგნით მისაღებიჯოზამიცინიტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირირიტონავირიდა ნეფაზოდონი;

ერთდროული გამოყენება ვერაპამილთან ან დილთიაზემთანრომლებიც CYR3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორებს წარმოადგენენ და გააჩნიათ გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების თვისებება;

ორსულობაძუძუთი კვება და რეპროდუქციული ასაკის ქალებირომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სათანადო მეთოდებს.

 

გვერდითი მოვლენები

ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებინათებითი მოვლენები (ფოტოპსიებიდა ბრადიკარდიაატარებდა დოზადამოკიდებულ ხასიათს და უკავშირდებოდა ივაბრადინის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

შემდგომში ნახსენები გვერდითი მოვლენები მოყვანილია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის MedDRA-ის და შემთხვევათა სიხშირის შესაბამისადძალიან ხშირად: (≥1/10), ხშირად (≥1/100 <1/10), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000- <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების მიხედვით ვერ განისაზღვრება).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

არახშირად – ეოზინოფილია.

გულის მხრივ დარღვევები

ხშირად – ბრადიკარდია, I ხარისხის АВ ბლოკადა (PQ ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე), პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიაწინაგულების ფიბრილაცია.

არახშირად – ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია), პარკუჭზედა ექსტრასისტოლია.

ძალიან იშვიათად – II და III ხარისხის АВ ბლოკადებისინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირად – არაკონტროლირებადი არტერიული წნევა.

არახშირად* – არტერიული ჰიპოტენზია (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან). 

დარღვევები სასუნთქი ორგანოებისგულმკერდის და შუასაყრის მხრივ

არახშირად – ქოშინი.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირადთავის ტკივილი (როგორც წესიმკურნალობის პირველ თვეს), თავბრუსხვევა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

არახშირად* – გონების დაკარგვა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

არახშირად – შარდმჟავას დონის მომატება სისხლის პლაზმაში.

მხედველობის ორგანოების დარღვევები

ძალიან ხშირად – ნათებითი მოვლენები (ფოტოპსიები).

ხშირად – არამკვეთრი მხედველობა.  

არახშირად* – დიპლოპიამხედველობის დარღვევა

სმენისა ორგანოებისა და ლაბირინთის  მხრივ დარღვევა

არახშირად – ვერტიგო.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

არახშირად – გულისრევაყაბზობადიარეატკივილი მუცლის არეში*.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

არახშირად* – ანგიონევროზული შეშუპებაგამონაყარი.

იშვიათად* – ერითემაქავილიჭინჭრის ციება.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

არახშირად – კუნთების კრუნჩხვები.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე

არახშირად* – ასთენია (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან), დაღლილობა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

იშვიათად* – შეუძლოდ ყოფნა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).

კვლევები

არახშირად – სისხლში კრეატინის დონის მომატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე.

*სიხშირე განისაზღვრებოდა კლინიკური კვლევების დროს მიღებული გვერდითი რეაქციების შესახებ სპონტანური შეტყობინებების საფუძველზე.

ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ნათებითი ფენომენები (ფოტოპსიებიშეინიშნებოდა პაციენტთა 14,5% -შიმხედველობის არეალის შეზღუდულ მონაკვეთში სიკაშკაშის დროებითი მომატების სახითროგორც წესიმათი გამოჩენა განპირობებულია სინათლის ინტენსივობის მოულოდნელი ცვლილებითფოტოპსიები ასევე შეიძლება აღწერილ იქნასროგორც ჰალოგამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიული ეფექტები), ფერადი კაშკაშა ნათებებები ან რამდენიმე გამოსახულება (თვალის ბადურის სიმტკიცე). როგორც წესიფოტოპსიები ჩნდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაშირის შემდეგაც ისინი შეიძლება განმეორებით გაჩნდესროგორც წესიკეთდება შეტყობინებები სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ფოტოპსიების შესახებფოტოპსიები ქრება მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგუმეტეს შემთხვევაში (77,5%) მკურნალობის დროსპაციენტთა 1%-ზე ნაკლებმა შეცვალა საკუთარი დღის წესრიგი ან შეწყვიტა მკურნალობა ფოტოპსიების გამო.

ბრადიკარდია აღენიშნებოდა 3,3% პაციენტსგანსაკუთრებით კიმკურნალობის პირველი 2-3 თვის განმავლობაშიბრადიკარდიის მძიმე ფორმაგულის შეკუმშვათა სიხშირით ≤40 დარტყმა/წთ., ჰქონდა 0,5% პაციენტს.

წინაგულების ფიბრილაცია აღენიშნებოდა 5,3% პაციენტსრომლებიც იღებდნენ ივაბრადინსპლაცებო ჯგუფში გამოვლენილ 3,8%-თან შედარებით.

 

განსაკუთრებული მითითებები

განსაკუთრებული გაფრთხილებები

არასასურველი გავლენა კლინიკურ შედეგებზე სიმპტომატური ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში

ივაბრადინი გამოიყენება მხოლოდ ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სიმპტომური თერაპიის დროსრადგან მას არ გააჩნია ხელსაყრელი გავლენა გულ-სისხლძარღვოვან შედეგზე (მაგალითადმიოკარდიუმის ინფარქტი ან სიკვდილი გულ-სისხლძარღვოვანი მიზეზების შედეგად).

გულის შეკუმშვათა სიხშირის (გშსგაზომვა 

გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი ვარიაბელურობის გათვალისწინებითთერაპიის დაწყებამდეან დოზის ტიტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისასუნდა ჩატარდეს გშს-ს სერიული გაზომვაელექტროკარდიოგრამა ან სადღეღამისო ამბულატორიული დაკვირვებაასეთი განსაზღვრა აგრეთვე უნდა ჩაუტარდეს გულის შეკუმშვათა ნელი სიხშირის მქონე პაციენტებსგანსაკუთრებით კიიმ შემთხვევაშითუ გულის შეკუმშვათა სიხშირე <50  წუთში ან დოზის შემცირების შემდეგ.

გულის არითმია

ივაბრადინი არაეფექტურია გულის არითმიების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით დაშესაძლოაკარგავს ეფექტურობას ტაქიარითმიის განვითარების დროს (მაგალითადპარკუჭოვანი ან პარკუჭზედა ტაქიკარდია). ივაბრადინი არ არის რეკომენდებული წინაგულების ფიბრილაციის ან სინუსური კვანძის ფუნქციასთან დაკავშრებული გულის სხვა არითმიების მქონე პაციენტებში.

პაციენტებშირომლებიც იღებენ ივაბრადინსმომატებულია წინაგულების ფიბრილაციის განვითარების რისკიწინაგულების ფიბრილაცია უფრო ხშირად შეინიშნებოდა პაციენტებშირომლებიც ივაბრადინთან ერთდროულად  იღებდნენ ამიოდარონს ან კლასის ძლიერ ანტიარითმიულ პრეპარატებსრეკომენდებულია ივაბრადინით მკურნალობის დროს ჩატარდეს რეგულარული კლინიკური დაკვირვება პაციენტებზერათა გამოვლინდეს წინაგულების ფიბრილაცია (მუდმივი ან პაროქსიზმული), რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ეკგ კონტროლს შესაბამისი კლინიკური ჩვენებების დროს (მაგალითადსტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესებაგაძლიერებული გულისცემის შეგრძნების გაჩენაარარეგულარული გულის რიტმი).

პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ წინაგულების ფიბრილაციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებმათ უნდა მიმართონ ექიმსთუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები.

თუ თერაპიის დროს გაჩნდა წინაგულების ფიბრილაციამოსალოდნელი სარგებლისა და შესაძლო რისკების თანაფარდობა ივაბრადინის შემდგომი გამოყენების  შემთხვევაში ხელახლა ყურადღებით უნდა განიხილოს.

გულის ქრონიკული უკმარისობის და პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევების (ჰისის კონის მარცხენა ან მარჯვენა ფეხის ბლოკადადა პარკუჭოვანი დისინქრონიის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ.

გამოყენება II ხარისხის АВ  ბლოკადის მქონე პაციენტებში

ივაბრადინი არ არის რეკომენდებული II ხარისხის АВ  ბლოკადის მქონე პაციენტებისთვის.

გამოყენება გულის შეკუმშვათა ნელი სიხშირის მქონე პაციენტებში

ივაბრადინი უკუნაჩვენებია პაციენტებშითუკი თერაპიის დაწყებამდე გულის შეკუმშვათა სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში წუთში 70 დარტყმაზე ნაკლებს შეადგენს.

თუ თერაპიის ფონზე გულის შეკუმშვათა სიხიშრე მშვიდ მდგომარეობაშიმუდმივადწუთში 50 დარტყმაზე ნაკლებიაან პაციენტს აქვს ბრადიკარდიასთან დაკავშრებული სიმპტომები (როგორიცაა თავბრუსხვევადაღლილობა ან არტერიული ჰიპოტენზია), უნდა შემცირდეს დოზა ან შეწყდეს მკურნალობათუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში ისევ 50 დარტყმაზე ნაკლებიაან ნარჩუნდება ბრადიკარდიის სიმპტომები.

კომბინაცია კალციუმის არხების ბლოკატორებთან 

ივაბრადინის ერთდროული გამოყენება კალციუმის არხების ბლოკატორებთანრომლებიც ანელებენ გულის შეკუმშვის სიხშირესროგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემიუკუნაჩვენებია.  ნიტრატებთან და დიჰიდროპირიდინის რიგის  კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთადროგორიცაა ამლოდიპინიივაბრადინის კომბინირებული გამოყენების დროსჩატარებული თერაპიის უსაფრთხოების პროფილის შეცვლა არ შეინიშნებოდაარ არის დადგენილირომ კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინის ბლოკატორებთან ერთდროული გამოყენება ზრდის ივაბრადინის ეფექტურობას.

გულის ქრონიკული უკმარისობა

ივაბრადინი გამოიყენება მხოლოდ სტაბილური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებშიივაბრადინი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული NYHA კლასიფიკაციის მიხედვით IV ფუნქციური კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებშირადგან მონაცემები ამ ჯგუფის პაციენტებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია.

ინსულტი

არ არის რეკომენდებული ივაბრადინის გამოყენება უშუალოდ გადატანილი ინსულტის შემდეგრადგან კვლევა ამ პაციენტთა ჯგუფის მონაწილეობით არ ჩატარებულა.

მხედველობითი ფუნქცია

ივაბრადინი  გავლენას ახდენს  თვალის ბადურის ფუნქციაზედღემდეარ გამოვლენილა ივაბრადინის ტოქსიური მოქმედება თვალის ბადურაზეთუმცა მისი გავლენა თვალის ბადურაზე ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (1 წელზე მეტიცნობილი არ არისმხედველობის ფუნქციის ისეთი დარღვევების აღმოჩენისასრომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაშიგანსახილველია ივაბრადინის მოხმარების შეწყვეტის საკითხიპიგმენტური რეტინიტის მქონე პაციენტებში ივაბრადინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პაციენტები არტერიული ჰიპოტენზიით

მონაცემების ნაკლებობის გამოივაბრადინი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებშიივაბრადინი უკუნაჩვენებია მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის დროს (სისხლის წნევა <90/50 ვერც.წყსვმმ).

წინაგულების ფიბრილაცია – გულის არითმია

დამტკიცებული არ არის გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკი ივაბრადინის მიღების ფონზესინუსური რიტმის აღდგენისას ფარმაკოლოგიური კარდიოვერსიის დროსმიუხედავად ამისასაკმარისი მონაცემების არარსებობის გამოთუ არსებობს გეგმიური ელექტრული კარდიოვერსიის გადავადების შესაძლებლობაივაბრადინის მიღება უნდა შეწყდეს 24 საათის განმავლობაში მის ჩატარებამდე.

გამოყენება QT გახანგრძლივებული ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომის მქონე ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში

ივაბრადინი არ უნდა იქნას გამოყენებული QT გახანგრძლივებული ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომის დროსაგრეთვე QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან კომბინაციაშიასეთი კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაშისაჭიროა გულის მოქმედების მკაცრი კონტროლიივაბრადინით გამოწვეული გულის შეკუმშვის სიხშირის შენელებამშეიძლება გააძლიეროს QT ინტერვალის გახანგრძლივებარამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არითმიებიკერძოდ, Torsade de pointes („პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია).

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებირომლებიც საჭიროებენ ცვლილებას სისხლის წნევის შემცირების მკურნალობაში 

ივაბრადინით მკურნალობისას მთელ რიგ პაციენტებს აღენიშნებოდა სისხლის წნევის მომატება (7,1%) იმ პაციენტებთან შედარებითრომლებიც იღებდნენ პლაცებოს (6,1%). ეს ეპიზოდები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა მკურნალობის ცვლილებისთანავერომელიც ითვალისწინებდა სისხლის წნევის შემცირებასატარებდა დროებით ხასიათს და არ ახდენდა გავლენას ივაბრადინით მკურნალობის ეფექტზე.  გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებშირომლებიც იყენებდნენ ივაბრადინსმკურნალობის შეცვლისასსისხლის წნევის კონტროლირება ხდებოდა შესაბამისი ინტერვალებით.

დამხმარე ნივთიერებები

გამომდინარე იქიდანრომ ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზასისინი არ უნდა იქნას გამოყენებული იშვიათი თანდაყოლილი გალაქტოზის აუტანლობისლაპას ლაქტაზის დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთან ფიქრობთრომ შეიძლება დადგეს ორსულობა ან გეგმავთ ორსულობასწინამდებარე წამლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სათანადო ზომები.

ორსულობა

ორსულ ქალებში ივაბრადინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობსპოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობიაამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

დედის რძეში ივაბრადინის მოხვედრის შესახებ მონაცემები არ არსებობსამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროსქალებმარომელთაც ესაჭიროებათ ივაბრადინით მკურნალობა,  უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება და აირჩიონ ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე

ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ივაბრადინის სავარაუდო გავლენის სპეციფიკური კვლევარომელმაც არ გამოავლინა ცვლილებები ამ უნარ-ჩვევებშითუმცაპოსტ-სარეგისტრაციო დაკვირვებითშენიშნულ იქნა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის-ჩვევების დაქვეითების შემთხვევები მხედველობის სიმპტომების გამოივაბრადინმა შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ნათებითი მოვლენებიძირითადად ფოტოპსიის სახითამგვარი ნათებითი მოვლენების შესაძლებლობა გასათვალიწინებელია სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის დროს სინათლის ინტენსივობის მოულოდნელი ცვლილებების შემთხვევაშიგანსაკუთრებით ღამე მგზავრობისას.

ივაბრადინი არ ახდენს გავლენას მექანიზმების მართვის უნარზე.


ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება

ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული

QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები

- QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები (მაგალითადქინიდინიდიზოპირამიდიბეპრიდილისოტალოლი იბუტილიდიამიოდარონი).

პრეპარატებირომლებიც გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზედა ახანგრძლივებს QT ინტერვალს (მაგალითადპიმოზიდიზიპრასიდონისერტინდოლიმეფლოქინიჰალოფანტრინიპენტამიდინიციზაპრიდიინტრავენური ერითრომიცინი).

ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება ივაბრადინთან ერთად არ არის რეკომენდებულირადგან QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირების ხარჯზეკომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაშისაჭიროა გულის მოქმედების მკაცრი კონტროლი.

ერთდროული გამოიყენება სიფრთხილით 

კალიუმის არადამზოგავი დიურეტიკები (თიაზიდური დიურეტიკები და მარყუჟის დიურეტიკები): ჰიპოკალემიამ შესაძლოა გაზარდოს არითმიის რისკიგამომდინარე იქიდანრომ ივაბრადინს შეუძლია ბრადიკარდიის გამოწვევაჰიპოკალემია ერთდროულად ბრადიკარდიასთან ერთად წარმოადგენს მძიმე არითმიის დაწყების განმაპირობებელ ფაქტორსგანსაკუთრებით QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის მქონე პაციენტებშიროგორც თანდაყოლილიასევე წამლებით გამოწვეული სინდრომის შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4)

ივაბრადინი მეტაბოლიზდება CYP3A4-ს დახმარებითდა წარმოადგენს ამ ციტოქრომის ძალიან სუსტ ინჰიბიტორსივაბრადინი არ ახდენს გავლენას მეტაბოლიზმზე და პლაზმაში CYP3A4-ის სხვა სუბსტრატების კონცენტრაციაზე (სუსტისაშუალო და ძლიერი ინჰიბიტორები). CYP3A4-ის ინჰიბიტორებს და ინდუქტორებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ივაბრადინთან და მისი მეტაბოლიზმისა და ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვნად შეცვლაწამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლამ გამოავლინარომ CYP3A4 ინჰიბიტორები ზრდიან ივაბრადინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაშიხოლო ინდუქტორები ამცირებენ მასივაბრადინის მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება იყოს დაკავშირებული ბრადიკარდიის გაზრდილ რისკთან.

უკუნაჩვენები ერთდროული გამოყენება

ივაბრადინის და CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინჰიბიტორებისროგორიცაააზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლიიტრაკონაზოლი), მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარიტრომიცინიერითრომიცინი შიგნით მისაღებიჯოზამიცინიტელიტრომიცინი), აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირირიტონავირიდა ნეფაზოდონი (იხნაწილი უკუჩვენებები“) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. CYP3A4-ის ისეთი ძლიერი ინჰიბიტორებიროგორიცაა კეტოკონაზოლი (200 მგ დღეში ერთხელდა ჯოზამიცინი (1 გ დღეში ორჯერივაბრადინის საშუალო კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 7-8-ჯერ ზრდიან.

ზომიერი მოქმედების CYP3A4-ის ინჰიბიტორებიჯანმრთელ მოხალისეებზე და პაციენტებზე ჩატარებულმა ურთიერთქმედების სპეციფიურმა კვლევებმა აჩვენარომ ივაბრადინის კომბინაცია დილტიაზემთან ან ვერაპამილთან იწვევს ივაბრადინის კონცენტრაციის ზრდას (2-3-ჯერ AUC მაჩვენებლის მიხედვითდა გულის შეკუმშვის სიხშირის დამატებით შემცირებას წუთში დარტყმითივაბრადინის ერთდროული გამოყენება ამ წამლებთან უკუნაჩვენებია (იხნაწილი უკუჩვენებები“).

ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული

გრეიფრუტის წვენიგრეიფრუტის წვენთან ერთდროული გამოყენების დროს ივაბრადინის ეფექტი 2-ჯერ იზრდებაასე რომთავიდან ავიცილოთ გრეიფრუტის წვენის გამოყენება.

ერთდროული გამოყენება სიფრთხილის დაცვით

ზომიერი ინჰიბიტორები CYP3A4: ივაბრადინის ერთდროული გამოყენება CYP3A4-ის სხვა ზომიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითადფლუკონაზოლიშესაძლებელია საწყისი დოზის დროს – 2,5 მგ დღეში ორჯერდა გულის შეკუმშვის წუთში 70 დარტყმაზე მეტი სიხშირის შემთხვევაში,  გულის შეკუმშვის კონტროლის განხორციელებით.

- CYP3A4-ის ინდუქტორები: CYP3A4-ის ინდუქტორებს (მაგალითადრიფამპიცინიბარბიტურატებიფენიტოინი, Hypericum perforatum (პერფორირებული კრაზანას ბალახი)) შეუძლიათ ივაბრადინის მოქმედების და აქტივობის შემცირება. CYP3A4 ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ივაბრადინის დოზის კორექცია. 10 მგ დოზით დღეში ორჯერ ივაბრადინის და პერფორირებული კრაზანას ბალახის კომბინირებულმა გამოყენებამ აჩვენა ივაბრადინის AUC-ის ნახევარად შემცირებაკრაზანას ბალახის გამოყენება უნდა შეიზღუდოს ივაბრადინით მკურნალობისას

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება

სპეციფიკური წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევამ არ გამოავლინა   შემდეგი სამედიცინო პროფუქტების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება ივაბრადინის ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკაზეპროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლილანსოპრაზოლი), სილდენაფილის, ГМГ-КоА რედუქტაზას ინჰიბიტორები (სიმვასტატინი), კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინის ბლოკატორები (ამლოდიპინილაციდიპინი), დიგოქსინი და ვარფარინიგარდა ამისაარ არსებობდა ივაბრადინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება სიმვასტატინისამლოდიპინისლაციდიპინის ფარმაკოკინეტიკაზედიგოქსინისვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზედა ასპირინის ფარმაკოდინამიკაზე.

უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენის გარეშე ივაბრადინთან ერთად გამოიყენებოდა შემდეგი სამედიცინო პროდუქტებიანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებიანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებიბეტა-ადრენობლოკატორებიდიურეტიკებიალდოსტერონის ანტაგონისტებიმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატები, ГМГ-КоА რედუქტაზას ინჰიბიტორებიფიბრატებიპროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებიპერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებიასპირინი და სხვა ანტითრომბული საშუალებები.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პაციენტები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ ზრდასრულებში.

 

ჭარბი დოზირება

ნიშნები და სიმპტომები

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე და ხანგრძლივი ბრადიკარდია.

მკურნალობა

ბრადიკარდიის მძიმე ფორმის მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად სპეციალიზებულ პირობებშისუსტი ჰემოდინამიკური ტოლერანტობის ბრადიკარდიის დროს უნდა შეფასდეს სიმპტომური მკურნალობამათ შორის ისეთი ბეტა-სტიმულირების საშუალებების ინტრავენური შეყვანაროგორიცაა იზოპრენალინისაჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიტმის ხელოვნური წამყვანის დაყენება.

 

შენახვის პირობები

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II (გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებისამებრ).

ვარგისობის ვადა

წელი

კომენტარის დამატება