Meds.ge » ყველა წამალი » კარდიბრიუ / kardibriu / Cardibru

კარდიბრიუ / kardibriu / Cardibru

150
რა არის კარვედილოლი და რა რისთვის გამოიყენება
კარვედილოლი არის არასელექციური, ბეტაადრენერგული ბლოკერი ვაზოდილატაციური აქტივობით და ანტიოქსიდანტური მახასიათებლებით. ვაზოდილატაცია ძირითადად გამოწვეულია ალფა1 ადრენორეცეპტორების სელექციური ბლოკირებით. კარვედილოლი აქვეითებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას და აინჰიბირებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას, ბეტა-ბლოკირებით. პლაზმაში რენინის აქტივობა დაქვეითებულია. სითხის რეტენცია იშვიათია. 
 
კარვედილოლი ნაჩვნებია შემდეგ სიტუაციებში:
ჰიპერტენზიის პირველი ხაზის მკურნალობა
კარვედილოლი შეიძლება გამოყენებული იყოს ცალკე ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად. 
- გულის კორონარული დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა
კარვედილოლი ეფექტურია გულის კორონარული არტერიების დაავადებების სამკურნალოდ: სტაბილური ქრონიკული ანგინა, ფარული მიოკარდიული იშემია, არასტაბილური ანგინა და იშემიური ეტიოლოგიის ვენტრიკულუირ დისფუნქცია. 
- გულის უკმარისობის მკურნალობა ნიუ იორკის გულის ასოციაციით (NYHA)  II და IV კლასით
კარვედილოლი ნაჩვენებია გულის უკმარისობის სამკურნალოდ, სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის შესამცირებლად, პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად. 
კარვედილოლი შეიძლება გამოიყენონ სტანდარტულ თერაპიაზე დამატების სახით, პაციენტებში, რომლებიც არატოლერანტული არიან აგფ ინჰიბიტორების მიმართ და პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ დიგიტალისებს, ჰიდრალაზინს ან ნიტრატებს. 
 
რა უნდა ვიცოდეთ კარვედილოლი სმიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ კარვედილოლი
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) აქტიური ნივთიერების (კარვედილოლი) ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).
- თუ გაქვთ გულის დეკომპენსირებული უკმარისობა N NYHA YIV კლასით რაც საჭიროებს ინტრავენურ ინოტროპულ ჩარევას 
- თუ აღგენიშნებათ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქოსპაზმური კომპონენტებით
- თუ გაქვთ კლინიკურად მანიფესტირებული ღვიძლის დისფუნქცია
- თუ გაქვთ ასთმა;
- თუ გაქვთ მე-2 ან მე-3 ხარისხის ავ ბლოკადა
- თუ გაქვთ მწვავე ბრადიკარდია (წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები)
- თუ გაქვთ კარდიოგენური შოკი;
- თუ გაქვთ სინუსური კვანძის დაავადება (სინოატრიალური ბლოკადის ჩათვლით);
- თუ გაქვთ მწვავე ჰიპოტენზია (სისხლის სისტოლური წნევა 85მმ-ზე ნაკლები).
 
მიიღეთ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები კარვედილოლის გამოყენებისას
აცნოებთ ექიმს არსებული და წარსულში გადატანილი ჯანრმთელობის პრობლემების, აგრეთვე ალერგიების შესახებ. 
აცნობეთ ექიმს:
- თუ გაქვთ გულის უკმარისობა და მკურნალობთ დიგიტალისებით, დიურეტიკებითD ან/და აგფ ინჰიბიტორებით, რადგან დიგიტალისები და კარვედილოლი ანელებს ავ გამტარებლობას. 
- თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რადგან მწვავე ჰიპოგლიკემიის ადრეული ნიშნები და სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს ან დასუსტდეს. 
გულის უკმარისობის მქონე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კარვედილოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის გაძნელება. აქედან გამომდინარე საჭიროა დიაბეტის მქონე პაციენტების რეგულარული მონიტორინგი, კარცედილოლით მკურნალობის დაწყებამდე და მისი დოზის გაზრდის შემდეგ. აგრეთვე უნდა შეიცვალოს ჰიპოგლიკემიის მკურნალობა. 
თუ გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა, დაკავშირებული დაბალ წნევასთან (სისტოლური წნევა 100მმ-ზე ნაკლები), გულის იშემიური დაავადება, დიფუზური ვასკულური დაავადება ან/და თირკმლის თანმხლები უკმარისობა, რადგან კარვედილოლით მკურნალობის დროს აღინიშნა თირკმლის ფუნქციის შექცევადი დარღვევები. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა ამ რისკ ფაქტორებთან ერთად, კარვედილოლის ტიტრაციის დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საჭიროა გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. 
გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ან განვითარდეს სითხის შეკავება კარვედილოლის ტიტრაციის დროს. ამგვარი სიმპტომების შემთხვევაში დიურეტიკების დოზა უნდა გაიზარდოს, ხოლო კარვედილოლის დოზის ზრდა არ მოხდეს კლინიკური სიტუაციის სტბილიზაციამდე. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კარვედილოლის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებითი მოხსნა. ამგვარი ეპიზოდები არ გამორიცხავს კარვედილოლის შემდგომ წარმატებით ტიტრაციას. 
- თუ გაქვთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ბრონქოსპაზმის კომპონენტით და არ იღებთ ორალურ ან საინჰალაციო მედიკამენტებს, კარვედილოლი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი ჭარბებს პოტენციურ რისკს. 
ბრონქოსპაზმური რეაქციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების რეზისტენტობის ზრდის გამო. 
მკურნალობის დასაწყისში და კარვედილოის ტიტრაციის პერიოდში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი; კარვედილოლის დოზა უნდა შემცირდეს ბრონქოსპაზმის ნიშნების შემთხვევაში. 
- კონტაქტური ლინზების მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ ცრემლიანობის შემცირების შესაძლებლობა. 
როგორც სხვა ბეტა-ბლოკერების შემთხვევაში კარვედილოლის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ:
- თუ გაქვთ გულის იშემიური დაავადება.
ამ შემთხვევაში კარვედილოლით მკურნალობა არ უნდა მოხდეს სწრაფად. კარვედილოლის მოხსნა უნდა ხდებოდეს თანდათანნობით (1-2 კვირის განმავლობაში). 
-თუ გაქვთ პერიფერიული ვასკულური დაავადება, რადგან ბეტაბლოკერები შეიძლება იწვევდეს არტერიული უკმარისობის სიმპტომების გაუარესებას. 
- თუ გაქვთ პერიფერიული ცირკულატორული დარღვევები (რეინოს სინდრომი), რადგან შეიძლება განვითარდეს გამწვავების სიმპტომები. 
- თუ გულის რითმი ქვეითდება წუთში 55-ზე დაბლა. ამ შემთხვევაში კარვედილოლის დოზა უნდა შემცირდეს რადგან ეს მედიკამენტი შეიძლება იწვევდეს ბრადიკარდიას. 
-თუ ანამნეზში გაქვთ სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ან ჩატარებული გაქვთ მადესენსიბილიზებელი თერაპია, რადგან ბეტეადრენერგულმა ბლოკერებმა შეიძლება გაზარდოს ალერგენებისადმი მგრძნობელობა და ანაფილაქსიური რეაქციების სიმწვაევ. 
- თუ ანამნეზში გაქვთ ბეტა-ადრენერგულ ბლოკერებთან დაკავშირებული ფსორაიზი. ამ შემთხვევასი კარვედილოლი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რისკის და სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ. 
- თუ იღებთ თანმხლებ მკურნალობას კალციუმის არხების ბლოკერებით როგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემი, ან სხვა ანტიარითმულ მედიკამენტებს. საჭიროა ეკგ და სისხლის წნევის მონიტორინგ. 
- თუ გაქვთ ლაბილური ან მეორადი ჰიპერტენზია - კარვედილოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ შემდგომ კლინიკურ გამოცდილებამდე. 
- თუ ვარაუდობთ ფეოქრომოციტომას. ამ შემთხვევაში საჭირაო ალფაბლოკერების გამოყენება ბეტა ბლოკერამდე. თუმცა კარვედილოლს გააჩნია ალფა და ბეტამაბლოკირებელი აქტივობა, გამოცდილება არ არსებობს ამ სიტუაციაში. 
- თუ გაქვთ პრინცმეტალის ვარიანტული ანგინა. არასელექციურმა ბეტაადრენერგულმა ბლოკერებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში. ამგვარ პაციენტებში არ არსებობს კარვედილოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება, თუმცა ალფა-ადრენერგული მაბლოკირებელი მოქმედება შეიძლება ახდენდეს ამ სიმპტომების პრევენციას. 
კარვედილოლი აგრეთვე რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ზოგადი ქირურგიული ოპერაცია კარვედილოლის და ანესთეტიკების სინერგისტული ნეგატიური ინოტროპული და ჰიპოტენზიური ეფექტის გამო. 
სხვა ბეტაბლოკერების მსგავსად კარვედილოლმა შეიძლება შენიღბოს ჰიპერთიროიდიზმის სიმტპომები. 
 
კარვედილოლის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ნებისმიერი მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. 
 
მიიღეთ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- ანტიჰიპერტენზიული აგენტები:
როგორც სხვა ბეტა ბლოკერებმა, კარვეილოლმა შეიძლება გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტების ეფექტები (მაგ. ალფა1 ადრენორეცეპტორების ბლოკერები) ან იმ საშუალებების ეფექტები, რომელთა გვერდითი მოვლენებიც მოიცავს ჰიპოტენზიას. 
- კალციუმის არხების ბლოკერები როგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემი ან I კლასის ანტიარითმული საშუალებები
აღწერილია გამტარებლობის დარღვევების იზოლირებული შემთხვევები (იშვიათად ჰემოდინამიკის დარღვევით) კარვედილოლის და დილთიაზემის ერთად ორალურად გამოყენებისას. აქედან გამომდინარე როგორც სხვა ბეტაბლოკერების შემთხვევში საჭიროა ეკგ და სისხლის წნევის მონიტორინგი ვერაპამილის ან დილთიაზემის ან I კლასის ანტიარითმული საშუალებების კარვედილოლთან ერთად გამოყენებისას. ეს მედიკამენტები არ უჯნდა გამოიყენონ ინტრავენურად კარვედილოლით მკურნალობის პერიოდში. 
დიგოქსინი
- დიგოქსინის მყარი კონცენტრაცია გაიზარდა დაახლოებით 16%-ით ჰიპერტენზიული აგენტების მოხმარებისას კარვედილოლის და დიგოქსინის ერთად გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია დიგოქსინის დონის მონიტორინგი კარვედილოლით მკუნრალობის დაწყების, ცვლილების ან გაგრძელების დროს. 
კლონიდინი
კარვედილოლით და კლონიდინით ერთად მკურნალობის დასრულებისას კერ უნდა მოიხსნას კარვედილოლი, რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან უნდა შემცირდეს კლონიდინის დოზა. 
- ინსულინი და ორალური ჰიპოგლიკეიური აგენტები
შეიძლება გაძლიერდეს ინსულინის და ორალური ჰიპოგლიკემიური აგენტების ეფექტები. ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს ან დასუსტდეს (განსაკუთრებით ტაქიკარდია). აქედან გამომდინარე რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი. 
- შერეული ფუნქციის ოქსიდაზების ინდუქტორები და ინჰიბიტორები
განსაკუთრებული სიფრთხილე რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობე შერეული ფუნქციის ოქსიდაზას ინდუქტორებით როგორიცაა რიფამპიცინი, რადგან შრატში კარვედილოლის დონე შეიძლებ შემცირდეს, სიფრთხილეა საჭირო შერეული ფუნქციის ოქსიდაზას ინჰიბიტორების შემთხვევაშიც როგორიცაა ციმეტიდინი, რაგდან შრატში კარვედილოლის დონე შეიძლება გაიზარდოს. 
- ანესთეტიკები
საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება კარვედილოლის და ანესთეტიკების სინერგისტული ნეგატიური ინოტროპული და ჰიპოტენზიური ეფექტების მიმართ ანესთეზიის დროს. 
 
კარვედილოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ურთიერთქმედება არ არსებობს კარვედილოლსა და საკვებს და/ან სასმელს შორის. 
 
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
კლინიკური გამოცდილება კარვედილოლის ორსულ ქალებში გამოყენებისა არასაკმარისია. 
კარვედილოლის ცხოველებში კვლევამ არ გამოავლინა ტერატოგენური ეფექტი. 
ბეტა ბლოკერები ამცირებს პლაცენტის სისხლმომარგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი, აგრეთვე ნაადრევი მშობიარობა. დამატებით, ნაყოფსა ან ახალშობილში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები როგორიცაა ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია. 
პოსტნატალურ პერიოდში ახალშობილებში აღინიშნება გულის და ფილტვის გართულებების რისკის ზრა. 
კარვედილოლი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აჭარბებს შესაძლო რისკს. 
როგორც სხვა ბეტა-ბლოკერების შემთხვევაში, ლაქტაციის პერიოდში ვირთაგვების კვლევამ აჩვენა, რომ კარვედილოლი ან/და მისი მეტაბოლტები გამოიყოფა ლაქტატში. აქედან გამომდინარე კარვედილოლით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.
 
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება 
კარვედილოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალურად ვარიაბელური რეაქციები, რომლებიც დააზიანებს ყურადღებას (მაგ., შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი). ეს განსაკუთრებით აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდის შემდეგ და ალკოჰოლთან კომბინაციისას. 
 
როგორ მიიღება კარვედილოლი 
კარვედილოლი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. 
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. 
კარვედილოლის ტაბლეტების მიღება აუცილებელი არ არის ჭამის დროს, თუმცა პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა კარვედილოლის ტაბლეტები უნდა მიითონ საკვებთან ერთად აბროსრციის შესამცირებლად და ორთოსტაზული ეფექტის დაქვეითებისთვის. 
 
- ჰიპერტენზია
რეკომენდებულია ერთჯერადი დღიური დოზის მიღება. 
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა მკურნალობის დასაწყისში არის 12.5მგ დღეში ერთხელ პირველი 2 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რეკომენდებული დოზაა 25მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, მინიმუმ 2-კვირიანი ინტერვალებით, მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 50მგ, ერთჯერადად ან გაყოფილ დოზებად (დღეში ორჯერ).
ხანდაზმული პაციენტები
რეკომენდებული დოზა მკურნალობის დასაწყისში 12.5მგ დღეში ერთხელ, რაც საკმარისია ზოგიერთი პაციენტისთვის. თუ პაციენტების პასუხი არაადექვატურია დოზა შეიძლება გაიზარდოს, მინიმუმ 2-კვირიანი ინტერვალით მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზამდე. 
- გულის კორონარული დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა
რეკომენდებული დოზა მკურნალობის დასაწყისში არის 12.5მგ დღეში ერთხელ, პირველი 2 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ რეკომენდებული დოზაა 25მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს, მინიმუმ 2კვირიანი ინტერვალებით, მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 100მგ, ერთჯერადად ან გაყოფილ დოზებად (დღეში ორჯერ).
- გულის უკმარისობის მკურნალობა
დოზის დადგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ექიმის მიერ პრეპარატის ტიტრაციის დროს. როდესაც კარვედილოლის გამოყენება ხდება პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიგიტალისის პრეპარატებს, დიურეტიკებს ან აგფ ინჰიბიტორებს, ამ მედიკამენტების დოზების სტაბილიზაცია უნდა მოხდეს კარვედილოლით მკურნალობის დაწყებამდე. 
რეკომენდებული დოზა მკურნალობის დასაწყისში არის 4.125მგ 2-ჯერ დღეში პირველი 2 კვირის განმავლობაში. დოზის ატნის შემთხვევაში ის შეიძლება გაიზარდოს მინიმუმ 2-კვირიანი ინტერვალებით 6.25მგ-მდე 2-ჯერ დღეში და თანდათანობით 12.5 და 25მგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზა უნდა გაიზრდოს პაციენტის მიერ ატანილ მაქსიმალურ დონემდე. 
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 25მგ 2-ჯერ დღეში, პაციენტებისთვის, რომლებიც 85კგ-ზე ანკლეს იწონიან და 50მგ 2-ჯერ დღეში უფრო მაღალი წონის პაციენტებისთვის. 
დოზის ყოველ გაზრდამდე პაციენტი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა გულის უკმარისობის ან ვაზოდილატაციის სიმპტომების გამწვავების გამოსავლენად. გულის უკმარისობის ტრანზიტორული გამწვავების და სითხის რეტენციის მკურნალობა უნდა მოხდეს დიურეტიკების მაღალი დოზებით, თუმცა კარვედილოლის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებითი მოხსნაც შეიძლება საჭირო გახდეს. თუ კარვედილოლით მკურნალობა შეწყვეტილია 2 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში, მკურნალობა უნდა განახლდეს 3.125მგ დოზით 2-ჯერ დღეში, დოზის ზრდა უნდა მოხდეს ზემოაღწერილი სქემის მიხედვით. 
ვაზოდილატაციის სიმპტომების გაკონტროლება შესაძლებელია დიურეტიკების დოზის შემცირებით. თუ სიმპტომები არ ქრება უნდა მოხდეს აგფ ინჰიბიტორის დოზის შემცირება (მისი გამოყენების შემთხვევაში), კარვედილოლის დოზის შემცირებაც საჭიროების შემთხვევაში. 
ამ პირობებში კარვედილოლის დოზა არ უნდა გაიზარდოს გულის უკმარისობის და ვაზოდილატაციის სიმპტომების მოხსნამდე.
 
კარვედილოლის გამოყენება ბავშვებში
კარვედილოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. 
 
თუ მიიღეთ საჭიროზე დიდი რაოდენობის კარვედილოლი
დაუყოვნებლიც მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს. 
 
ჭარბი დოზირების სიმპტომები
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი ან გულის გაჩერება. აგრეთვე შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის პრობლემები, ბრონქოსპაზმი, ღებინება, ცნობიერების დარღვევა და გენერალიზებული კრუნჩხვები. 
 
ჭარბი დოზირების მკურნალობა
ზოგად პროცედურებზე დამატებით საჭიროა სასიცოცხლოს პარამეტრების მონიტორინგი და კორექცია საჭიროების შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 
შეიძლება გამოიყენონ შემდეგი დამხმარე თერაპია:
- ატროპინი 0.5-2მგ IV (ძლიერი ბრადიკარდიის შემთხვევაში)
- გლუკაგონი: 1-10მგ IV დასაწყისში, შემდეგ 2-5მგ/სთ ხანგრძლივი ინფუზიის სახით (გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის შესანარჩუნებლად).
- სიმპათომიმეტიკები სხეულის წონის და ეფექტის მიხედვით: დობუტამინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი ან ადრენალინი. 
თუ ინტოქსიკაციის პროფილში დომინირებს პერიფერიული ვაზოდილატაცია, უნდა გამოიყენონ ნორეპინეფრინი ცირკულატორულ მდგომარეობაზე შემდგომი დაკვირვებით. 
მკურანლობისადმი რეზისტენტული ბრადიკარდიის შემთხვევაში უნდა დაიწყოს პეისმეიკერით თერაპია. ბრონქოსპაზმის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ბეტა-სიმპათომიმეტიკები (აეროზილების ან უეფექტობის შემთხვევაში ინტრავენური გზით) ან ინტრავენურად ამინოფილინი. კრუნჩხვების შემთხვევაში რეკომენდებულია დიაზეპამის ან კლონაზეპამის ინტრავენური ინექცია. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში შოკის სიმპტომებით უნდა გაგრძელდეს დამხმარე თერაპია საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოსალოდნელია კარვედილოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის და რედისტრიბუციის ზრდა. ანტიდოტით თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიმძიმეზე; დამხმარე თერაპია უნდა შენარჩუნდეს პაციენტის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებამდე. 
 
თუ დაგავიწყდათ კარვედილოლის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. 
დაუყოვნებლივ განაახლეთ კარვედილოლით მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული სქემის მიხედვით ადრე დანიშნული დოზის ცვლიელბის გარეშე. 
ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
 
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტი, კარვედილოლიც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღნიშნული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები კარვედილოლის გამოყენებისას შემდეგია:
 
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
თრომბოციტოპენია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპერგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში), წონის ზრდა და ჰიპერქოლესტერინემია. 
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები
ბრადიკარდია, პოსტურალური ჰიპოტენზი, ჰიპოტენზია და იშვიათად სინკოპე. 
შეშუპება (გენერალიზებულ, პერიფერიული, დასწრივი და გენიტალური ედემის ჩათვლით, ქვემო კიდურების შეშუპება, ჰიპერვილემია და სითხის სიჭარბე).
იშვაითი: AV ბლოკადა
იშვიათი: გულის უკმარისობა დოზის ზრდის დროს. 
გასტროინტესტინური დარღვევები
გულისრევა, დიარეა და ღებინება
სხვა
მხედველობის დარღვევები და იშვაითად თირკმლის მწვავე უკმარისობა და თირკმლის ფუნქციის ცვლილება პაციენტებში დიფუზური ვასკულური დაავადებით ან/და თირკმლის დაზიანებული ფუნქციით. 
გვერდითი მოვლენების სიხშირე არ არის დოზა დამოკიდებული, გამონაკლისია თავბრუსხვევა, ძილიანობის დარღვევები, ვიზუალური დარღვევები და ბრადიკარდია. 
გვერდითი მოვლენების პროფილ, რომელიც დაკავშირებულია კარვედილოლის გამოყენებასთან ჰიპერტენზიის და გულის კორონარული არტერიის დაავადების მკურნალობის დროს მსგავსია გულის უკმარისობის დროს აღნიშნული მოვლენებისა, თუმცა ამ პაციენტებში დავალია გვერდითი მოვლენების სიხშირე. 
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც კარვედილოლით მკურნალობენ ჰიპერტენზიად და გულის კორონარულ დაავადებას. 
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
შრატში ტრანსამინაზების დონის მომატების, თრომბოციტოპენიის და ლეიკოპენიის იზოლირებული შემთხვევები. 
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და დაღლილოვა, ჩვეულებრივ მსუბუქი და ვითარდება მკურნაობის დასაწყისში
იშვიათი: განწყობის ცვლილება, ძილის დარღვევები და პარესთეზიები. 
კარდიოვასკულური დარღვევები
ბრადიკარდია, პოსტურალური ჰიპოტენზია, იშვაითად სინკოპე განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. პერიფერიული ცირკულაციის დარღვევები (კიდურების გაციება).
იშვიათი: AV ბლოკადა, გულმკერდის ანგინა, სიმპტომების გამწვავება პაციენტებში ხანგამოშვებითი კოჭლობით და რეინოს ფენომენით.
სუნთქვის დარღვევები
ცხვირის შეგუბება, აგრეთვე ასთმა და დისპნოე წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
გასტროინტესტინური დარღვევები
გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა და მუცლის ტკივილი). 
კანის დარღვევები
იშვიათი: კანის ალერგიული რეაქციები (მაგ.ეკზანთემა, ურტიკარია, ქავილი). 
სხვა
კიდურების ტკივილი, ცრემლიანობის შემცირება. მხედველობის დარღვევები, თვალის გაღიზიანება.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს.
 
როგორ ინახება კარვედილოლი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
 
ვარგისობის ვადა
2 წელი
 
გაცემის პირობები
რეცეპტით
 
მედიკამენტი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ კარვედილოლი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყალებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენში. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები, ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 
 
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კარვედილოლი
- აქტიური ნივთიერებაა კარვედილოლი
- სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და კოლოიდური უწყლო სილიციუმი

კომენტარის დამატება