Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » კოჟრები და მაზოლები

კოჟრები და მაზოლები

502

კოჟრები და მაზოლები წარმოადგენს კანის გამაგრებულ, გასქელებულ არეებს, რომლებიც ვითარდება კანზე გადამეტებული ზეწოლისა და ხახუნის გამო. ისინი უფრო ხშირია ტერფზე, ამ დროს ადამიანს აქვს ტკივილი და დისკომფორტი სიარულის დროს.

კოჟრები

კოჟრები პატარა, წრიული შესქელებებია, რომლებიც უფრო ხშირად ვითარდება ფეხის თითების ზედა ნაწილებში და კიდეებზე, ან ფეხის გულებზე. თუმცა, ისინი ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოვლინდეს.

კოჟრები ხშირად ფეხსაცმლის გამო ვითარდება, როდესაც მას კარგად ვერ ვირგებთ, ან კონკრეტული დიზაინის გამო ის მეტ ზეწოლას ახდენს ტერფის კონკრეტულ არეზე.

კოჟრები ხშირად ტერფის გამოკვეთილ ძვლოვან ადგილზე გვხვდება, რადგან აქ ბუნებრივი დარბილებული არეები არ არის. ისინი ასევე შეიძლება განვითარდეს ფეხის რაიმე პრობლემისას სიმპტომის სახით, როგორიცაა:

  • ბუნიონი - მდგომარეობა, როდესაც ფეხის დიდი თითის სახსარი გამოწეულია, ამიტომ თითი დანნარჩენი თითების მიმართულებითაა გადახრილი
  • ფეხის ჩაქუჩისებრი თითი - როდესაც ფეხის თითი შუა სახსარში მოხრილია

მაზოლები

მაზოლი არის გამაგრებული, უხეში ადგილი კანზე, ხშირად მოყვითალო შეფერილობის. ისინი შეიძლება განვითარდეს ფეხზე, ყველაზე ხშირად ვხვდებით ქუსლის ადგილას, ან ტერფის ბალიშების ადგილას.

ისინი შეიძლება ასევე განვითარდეს ხელის მტევნებისა და სახსრების ადგილას.

მაზოლი ზომაში კოჟრთან შედარებით უფრო დიდია და აქვს კარგად განსაზღვრული კიდე. მაზოლის ადგილას კანი გასქელების გამო ნაკლებად მგრძნობიარეა შეხებისადმი გარშემო არსებულ კანთან შედარებით.

მაზოლები ვითარდება მაშინ, როდესაც კანი მიეჭყლიტება რაიმეზე, მაგალითად ძვალზე, ფეხსაცმელზე, ან მიწაზე.

ისინი ხშირად წარმოიქმნება ტერფის ბალიშებზე, რადგან სწორედ ეს ადგილი იტვირთება ყველაზე მეტად სიარულის დროს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც რეგულარულად იყენებთ მაღალ-ქუსლიან ფეხსაცმელს.

ზედმეტი წნევა ტერფის ძვლოვან ადგილებზე, ფეხსაცმელი, რომელიც არ გერგებათ, მშრალი კანი და შემცირებული ცხიმოვანი ბალიშები მაზოლების გამომწვევ მიზეზებად ითვლება.

მაზოლებისა და კოჟრების მკურნალობა

თუ ტერფზე გაქვთ კოჟრები, დაუკავშირდით პოდიატრს, ასევე ცნობილი, როგორც ქიროპოდისტი, მას შეუძლია მოგცეთ რჩევა მკურნალობასთან დაკავშირებით.

ტერფზე კოჟრები არ განიკურნება თუ არ მოვაშორებთ ზეწოლას. თუ გამომწვევ მიზეზს არ აღმოვფხვრით, კანი უფრო და უფრო გასქელდება და ტკივილიც გაძლიერდება დროთა განმავლობაში.

კოჟრი არის რაიმე სხვა არსებული პრობლემისგან გამოწვეული სიმპტომი. თქვენ უნდა იმკურნალოთ იმ შემთხვევაში, თუ იცით რამ გამოიწვია ეს პრობლემა და გაესაუბრეთ სპეციალისტს მკურნალობის საუკეთესო გზასთან დაკავშირებით.

ფარმაცევტისგან შეგიძლიათ მიიღოთ გამოსადეგი სამკურნალო საშუალება, როგორიცაა სპეციალური დასაკრავი. მიუხედავად იმისა, რომ მათი საშუალებით კოჟრების გამომწვევ მიზეზს ვერ განკურნავთ, მაგრამ შეუძლიათ დაიცვან მათთან ახლოს არსებული ჯანმრთელი, თხელი კანი.

დასაკრავები შეიძლება კონკრეტული ადამიანებისთვის არ იყოს გამოსადეგი, მაგალითად როგორებიც არიან დიაბეტის, ცირკულაციური პრობლემების, ან „მყიფე“ კანის მქონე ადამიანები.

კოჟრების მსგავსად, მაზოლების მკურნალობაც უმჯობესია მას შემდეგ, რაც პოდიატრისტი აღმოაჩენს მის გამომწვევ მიზეზებს და შეადგენს მკურნალბის გეგმას.

პოდიატრმა შეიძლება შეძლოს, რაიმე მჭრელი საგნის გამოყენებით შესქელებული კანის მოშორება. ეს უმტკივნეულოა და ჩვეულებრივ დაგეხმარებათ ტკივილისა და დისკომფორტის მოხსნაში. ისინი ასევე მოგცემენ რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე და გამოგიწერენ ფეხსაცმელში სპეციალურ ჩასაფენს.

მაზოლებისა და კოჟრების განითარება ასევე შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ტერფებზე ზრუნვითა და შესაბამისი ფეხსაცმლის შერჩევით.

კომენტარის დამატება