Meds.ge » ყველა წამალი » დიგოქსინი-რიხტერი / digoqsini-rixteri / DIGOXIN-RICHTER

დიგოქსინი-რიხტერი / digoqsini-rixteri / DIGOXIN-RICHTER

124

რა პრეპარატია  დიგოქსინ-რიხტერის ტაბლეტები და რა დაავადებების შემთხვევაში გამოიყენება იგი?

დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტები - კარდიოლოგიური პრეპარატია, რომელიც პირველ რიგში გამოიყენება გულის უკმარისობის და გარკვეული არითმიების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების მიღებამდე?
არ მიიღოთ დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტები, თუ გაქვთ:
• ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მისი აქტიური ნივთიერების ან  ნებისმი-ერი კომპონენტის მიმართ,
• თუ გაწუხებთ გულის რომელიმე  დაავადება,
• თუ გაქვთ გულის არითმია,
• თუ გაქვთ ქრონიკული პერიკარდიტი.
დიგოქსინი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება :
• თუ ახლახან გადაიტანეთ გულის ინფარქტი,
• თუ სისხლში  მაღალია კალციუმის დონე, ან პირიქით -  დაბალია კალიუმის და მაგნიუმის დონე,
• თუ გაქვთ ფილტვების მძიმე  დაავადება,
• თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გაწუხებთ.

დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად საკვები ანელებს პრეპარატის შეწოვის პროცესს, ხოლო მისი ხარისხი უცვლელი რჩება. უჯრედისის (მაგ. საკვები ქატოს) ერთდროულად დიდი რაოდენობის მიღება აფერხებს დიგოქსინის შეწოვას. 

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოკვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ნაყოფზე. დიგოქსინი პლაცენტის გავლით მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.

პრეპარატის მოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
დიგოქსინ-რიხტერის ტაბლეტებთან დაკავშირებული ამგვარი ზემოქმედება არ არის დაფიქსირებული.

საყურადღებო ინფორმაცია დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების ცალკეული კომპონენტის შესახებ: 
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ იცით, რომ მგრძნობიარე ხართ ცალკეული შაქრების მიმართ,   პრეპარატის მიღების წინ გაესაუბრეთ ექიმს.

მკურნალობის პერიოდში სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ  სხვა მედიკამენტებსაც,  თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემს.
დიგოქსინ-რიხტერთან  ერთად მიღებული პრეპერატები  გავლენას ახდენენ ერთმანეთის მოქმედების ეფექტზე, ამიტომ საჭიროა ეცნობოს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ ქვემომოყვანილ მედიკამენტებს:
• ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (სტეროიდულ და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს),
• შარდმდენებს (სპირონოლაქტონს, ამილორიდს, ტრიამტერენს, კალიუმის მარილებს),
• საფაღარათო პრეპარატებს,
• ანტაციდებს,
• კალციუმის ტაბლეტებს, განსაკუთრებით ინტრავენურ კალციუმის ინექციებს,
• სხვა გულის წამლებს (მაგ. ქინიდინს, კალციუმის ანტაგონისტებს, ბეტა-ბლოკა-ტორებს, ამიოდარონს, პროპაფენონს, ფლეკაინიდს, სიმპათომიმეტიკუმებს),
• გარკვეულ ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინს, ტეტრაციკლინს, ნეომიცინს, სულფასალაზინს),
• გარკვეულ ანტიფუნგალურ საშუალებებს (იტრაკონაზოლს, ამფოტერიცინ-B-ს),
• გარკვეულ ანტისიმსივნურ პრეპარატებს,
• პერისტალტიკის შემაკავებელ საშუალებებს (პროპანტელინს, დიფენოქსილატს),
• პერისტალტიკის გამაუმჯობესებელ საშუალებებს (მეტოკლოპრამიდს)
• ბრონქოდილატატორებს (მაგ. სალბუტამოლს),
• ფენიტოინს,
• ქოლესტერამინს,
• კაოლინ-პექტინს,
• სუქცინილ-ქოლინს. 

დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების გამოყენების წესი
დიგოქსინის ტაბლეტები ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არა ხართ დარწმუნებული დოზირების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან მედიკამენტის მიღების საჭიროება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ძალზე განსხვავებულია, დოზის მოცულობა დგინდება ყოველი შემთხვევისთვის ინდივიდუალურად: დაავადების, თირკმლის ფუნქციის, თანმხლები დაავადებების, ცხიმის გარეშე სხეულის მასის, ასაკის, პარალელურად მიღებული სხვა წამლების და  ინდივიდუალური რეაქციების მიხედვით. მკურნალი ექიმი შეგირჩევთ სასურველ დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.
ჩვეულებრივი დოზირება:
მოზრდილებისათვის:
მკურნალობა იწყება 0,5-0,75 მგ-ნი (2-3 ტაბლეტი) ერთჯერადი საწყისი დოზით, მერე კი 24 საათის განმავლობაში ყოველ 6-8 საათში 0,25 მგ-ნი დოზით (1 ტაბლეტი) გრძელდება სასურველი შედეგის მიღებამდე.
სამკურნალო შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 0,125-0,375 მგ-ს (1/2 – 1 ½ ტაბლეტი) დღეში.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში:
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტები მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი შემცირებული დოზებით.

ხანდაზმულებში:
საწყისი და შემანარჩუნებელი დოზაც შემცირებულია: საკმარისი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 0,125 – 0,25 მგ-ს (1/2 – 1 ტაბლეტი).

ბავშვებში:
ბავშვთა ასაკშიც დოზირება ინდივიდუალურია. მკურნალი ექიმი ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ადგენს სათანადო დოზას. თუ მკურნალობის პერიოდში ეფექტი გადაჭარბებული აღმოჩნდა, ან პირიქით, პრეპარატი ნაკლებად ეფექტური მოგეჩვენათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების დადგენილზე დიდი დოზა
დოზის გადაჭარბება შედარებით ხშირად ხდება, რადგან დიგოქსინის თერაპიული ეფექტურობის დიაპაზონი მცირეა.
სიმპტომები:
ადრეული სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, რომელსაც ზოგჯერ თან მოყვება დიარეა, მუცლის ტკივილი, ნერწყვდენა, ოფლიანობა. ამის გარდა ვლინდება ნერვული სიმპტომატიკა (თავის ტკივილი, ტკივილი სახის არეში, სისუსტე, შფოთვა, ფერების გარჩევის უნარის დაკარგვა) და  არითმია, გულისცემის შენელება.
ბავშვებში  კუჭ-ნაწლავური სიმპტომატიკის ფონზე ხშირად ვლინდება არითმია.
თუ მიიღეთ დადგენილზე მეტი დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!
შედარებით მსუბუქ შემთხვევაში საკმარისია წამლის მიღების დროებითი შეწყვეტა, უფრო მძიმე შემთხვევებში საჭიროა ექიმის ჩარევა.

დიგოქსინის ტაბლეტების დოზის გამოტოვება
გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად არ შეძლება ორმაგი დოზის მიღება, ვინაიდან გამოტოვებული დოზა  ვერ კომპენსირდება და იზრდება დოზის გადჭარბების რისკი. მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივად.
დამატებითი კითხვის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების მიღების დროზე ადრე შეწყვეტა
ყველა დამატებითი კითხვით პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები 
სხვა მედიკამენტის მსგავსად დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყოველთვის.
ხშირი (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 ნამკურნალები პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი შემთხვევა ყოველი 100 პაციენტიდან). ვლინდება:
• ანორექსია,
• თავბრუსხვევა,
• მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა ან ყვითელი ციმციმა წერტილების გაჩენა),
• ტაქიკარდია,
• გულისრევა,
• ღებინება.

იშვიათი ( 1-ზე ნაკლები ყოველი 1000 პაციენტიდან, მაგრამ 1-ზე მეტი ყოველი 10 000 პაციენტიდან). ვლინდება:
• დიარეა.

ძალიან იშვიათი (1-ზე ნაკლები ყოველი 10 000 პაციენტიდან). ვლინდება:
• სისხლის ერთ-ერთი კომპონენტის (თრომბოციტების) რიცხვის შემცირება,
• ფსიქიური დარღვევები,
• თავის ტკივილი, 
• აჩქარებული გულისცემა,
• გულის გამტარიანობის დარღვევა,
• ნაწლავური სისხლდენა,
• მუცლის ტკივილი,
• გამონაყარი კანზე,
• მამაკაცებში მკერდის უმნიშვნელო ზრდა,
• სისუსტე.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ანოტაციაში, უნდა მი-მართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტების შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე. დიგოქსინი-რიხტერის ტაბლეტები არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
ინახება  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!  
არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ ინფორმა-ციის მისაღებად უნდა მიმართოთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
დიგოქსინ-რიხტერის  ტაბლეტების შემადგენლობა

 *  პრეპარატის  აქტიური ნივთიერება: 
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 250 მიკროგრამ დიგოქსინს.
• სხვა კომპონენტები: უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (75,25 მგ).

როგორ გამოიყურება დიგოქსინ-რიხტერის ტაბლეტები და რას შეიცავს შეფუთვა: 
აღწერილობა: მოთეთრო ფერის, უსუნო, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, რომლის ერთ-ერთ მხარეს ამოტვიფრულია ასო „D“. გატეხვის ზოლი თითქმის თეთრია.
შეფუთვა:  50 ცალი ტაბლეტი მოთავსებულია პოლიეთილენის (PE) ხუფით ჰერმეტუ-ლად დახურულ პოლიპროპილენის (PP) თეთრ კონტეინერში და კოლოფში.

სადისტრიბუციო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
ღსს „გედეონ რიხტერი“
ინსტრუქციაზე ლიცენზიის გაცემის თარიღი: 2010.24.02

კომენტარის დამატება