Meds.ge » ყველა წამალი » კორვიტოლი® / korvitoli® / Corvitol®

კორვიტოლი® / korvitoli® / Corvitol®

106

1.  კორვიტოლი® 50-ის აღწერა და გამოყენება

კორვიტოლი® 50 შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მეტოპროლოლს, ე.წ. ბეტა-ბლოკერს. პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის გამოყენების ჩვენება:

•    მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია)

•    კორონარული არტერიების დაავადებები (გულის კორონარული დაავადება)

•    გულის   მუშაობის   დარღვევები,   რომლებიც   ზოგადად   ცნობილია   სახელწოდებით

~ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომი~

•    გულის რიტმის დარღვევა გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდით (ტაქიკარდიული არითმია)

• მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ხანგრძლივი პროფილაქტიკური მკურნალობა (მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა);

•    შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა (შაკიკის პროფილაქტიკა).

 

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღების წინ

პრეპარატი კორვიტოლი® 50-ის გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ:

- ალერგია მოქმედი ნივთიერების - მეტოპროლოლის ან სხვა ბეტა-ბლოკერების, ასევე მოცემული სამკურნალო საშუალების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც მითითებულია პარაგრაფში 6).

-  გულის უკმარისობა

-  შოკი

- გამტარებლობის დარღვევა (მეორე ან მესამე ხარისხის AV-ბლოკადა ან სინოატრიალური ბლოკადა)

- გულის სინოატრიალური კვანძის განსაზღვრული დარღვევა (სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი)

-  ძალიან ნელი პულსი მკურნალობის დაწყების წინ (ბრადიკარდია; წუთში 50-ზე ნაკლები)

-  არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ჰიპოტენზია; სისტოლური არტერიული წნევა

90 მმ ვწ. სვ. ნაკლები)

-  სისხლის მომატებული მჟავიანობა (აციდოზი)

- მიდრეკილება ბრონქული სპაზმის მიმართ (ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა, მაგალითად, ასთმის დროს)

-  სისხლძარღვების მძიმე დაავადებები

-  გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტების მიღება (MAO-A ინჰიბიტორები).

 

კორვიტოლი®  50-ის მკურნალობის კურსის ჩატარებისას არ შეიძლება გარკვეული სამკურნალო საშუალებების, რომლებიც გამოიყენება გულის მუშაობის დარღვევების დროს (ვერაპამილისა და დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები), ან სხვა ანტიარითმული საშუალებების (როგორიცაა, დიზოპირამიდი) (ინტენსიური თერაპიის შემთხვევების გამოკლებით) ინტრავენურად შეყვანა.

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ გაქვთ:

-  გულის გამტარებლობის მსუბუქი ხარისხის დარღვევა (პირველი ხარისხის AV-ბლოკადა)

-  შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის შემცველობის ძლიერი მერყეობით

-  ხანგრძლივი შიმშილობა ან მძიმე ფიზიკური დატვირთვა

-  თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, სახელწოდებით ~ფეოქრომოციტომა~

-  ღვიძლის დარღვეული ფუნქცია (იხ. ასევე პარაგრაფი 3 ~კორვიტოლი® 50-ის მიღების წესი~).

 

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს აღენიშნებოდათ კანის ქრონიკული დაავადების – ფსორიაზის შემთხვევები. ამ შემთხვევაში მოცემული პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ პრეპარატის სარგებლიანობისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ. ცალკეულ შემთხვევებში ბეტა-ბლოკერებმა (როგორიცაა კორვიტოლი®  50) შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზი, ამ დაავადების სიმპტომების გაუარესება ან კანზე ფსორიაზის მსგავსი გამონაყარის გამოვლენა (იხ პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).

 

თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას კორვიტოლი®  50-ით მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ, თუ ანამნეზში გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქციები ან იღებთ თერაპიას ალერგიული რეაქციების შემცირების ან მოხსნის მიზნით (ჰიპომასენსიბილიზებელი თერაპია). მოცემულ პრეპარატს შეუძლია მგრძნობელობის გაზრდა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების მიმართ  და  ზოგადი  მწვავე  ალერგიული  რეაქციების  სიმძიმის  ხარისხის  გაძლიერება (ანაფილაქსიური რეაქციები).

 

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები. კორვიტოლი®   50-მა შეიძლება შენიღბოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერაქტიულობის სიმპტომები (თირეოტოქსიკოზი).

 

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის განსაკუთრებით საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული შემოწმება. კორვიტოლი®   50-მა შეიძლება შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონის მანიშნებელი სიმპტომები, განსაკუთრებით, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება და ხელის თითების კანკალი.

 

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში კორვიტოლი®  50-ით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ თირკმელების ფუნქციის მუდმივი დაკვირვების პირობით. ამიტომ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

 

კონტაქტური ლინზების ტარების დროს ყურადღება მიაქციეთ საცრემლე სითხის გამოყოფას მისი დაქვეითების შესაძლებლობის გამო კორვიტოლი® 50-ის გამოყენებისას.

 

ბავშვები

ბავშვებში კორვიტოლის® გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

გავლენა დოპინგის ტესტზე და არასათანადო გამოყენება დოპინგის სახით

პრეპარატ კორვიტოლი®   50-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის ტესტის დადებითი

შედეგი.

დოპინგის სახით პრეპარატ კორვიტოლი®  50-ის არასათანადო გამოყენების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია; ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის.

 

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ/იყენებთ, ახლო წარსულში იღებდით/იყენებდით ან

შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აღნიშნული მოთხოვნა უკავშირდება იმას, რომ კორვიტოლმა®  შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის მოქმედებაზე.

 

არ შეიძლება პრეპარატ კორვიტოლი®   50-თან ერთად გარკვეული ტიპის ანტიდეპრესანტების მიღება, რომლებსაც ეწოდება მონოამინოქსიდაზის-A (MAO-A) ინჰიბიტორები.

 

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

-  მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება

- ნებისმიერი ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ:

 

-  ნიფედიპინის, ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები

-  რეზერპინი, ალფა-მეტიდოპა, გუანფაცინი და კლონიდინი

- დიზოპირამიდი, ქინიდინი ან პროპაფენონი, ასევე გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები

-  სამკურნალო საშუალებები სახელწოდებით ~საგულე გლიკოზიდები~

 

-  ნიტროგლიცერინი

-  შარდმდენი საშუალებები (დიურეტიკები)

-  სამკურნალო საშუალებები სახელწოდებით ~ვაზოდილატატორი~

 

- გარკვეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების თერაპიისთვის:

-  მაგალითად, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ბუპროპიონი, თიორიდაზინი

-  ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ფენოთიაზინები

 

-   გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ

-  MAO-B ინჰიბიტორები

 

- გარკვეული  პეპარატები,  რომლებიც  ძირითადად  გამოიყენება  ალერგიული  დაავადებების სამკურნალოდ

-  ანტიჰისტამინური პრეპარატები, როგორიცაა დიფენჰიდრამინი

 

- პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ

-  დექსამეტაზონი

 

-  პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება რევმატიული დაავადებების თერაპიისთვის

-  ინდომეტაცინი

 

-  გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ

-  მაგალითად, ტერბინაფინი

 

-  გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ვირუსული დაავადებების თერაპიისთვის

-  მაგალითად, რიტონავირი

 

-  გარკვეული პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ

-  მაგალითად, ჰიდროქსიქლოროქინი ან ქინინი

 

-  პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ტუბერკულოზისა და კეთრის სამკურნალოდ

-  რიფამპიცინი

 

- გარკვეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭის წვენის მჟავიანობის დასაწევად

-  მაგალითად, ციმეტიდინი

 

- ინსულინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მომატებული დონის დასაქვეითებლად.

ამ პრეპარატების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ან გახანგრძლივდეს. აგრეთვე შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დაქვეითება. კორვიტოლი®  50 ნიღბავს ან ამცირებს სისხლში შაქრის დაბალი დონის მანიშნებელ სიმპტომებს, განსაკუთრებით გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდას და თითების კანკალს. ამიტომ, საჭიროა სისხლში შაქრის დონის რეგულარული ტესტების ჩატარება.

 

- სიმპათომიმეტიკები (რომლებიც, გარდა სხვა შემთხვევებისა, გამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ)

-  მაგალითად, ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი) ან ეპინეფრინი (ადრენალინი)

 

- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ან ზოგადი ანესთეზიის დროს

-  ბარბიტურატები

 

-  გარკვეული ადგილობრივი ანესთეტიკები

-  ლიდოკაინი

 

კლონიდინის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ, კორვიტოლი®  50-თან ერთდროულად მიღების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული მომატება. ამიტომ კლონიდინის მოხსნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კორვიტოლი® 50-ის მიღების დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში კლონიდინის მოხსნა საჭიროა თანდათანობით.

 

ზოგადი ანესთეზია

იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ზოგადი ანესთეზია და/ან კუნთების გარკვეული რელაქსანტების (მაგალითად, სუქსამეტონი, ტუბოკურარინი) გამოყენება აუცილებლად აცნობეთ ექიმ- ანესთეზიოლოგს, თუ მანამდე არ შეწყვიტეთ კორვიტოლი® 50-ის მიღება.

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, ასევე ორსულობის დადგენის ან დაგეგმვისას მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ორსულობა:

ორსულობის დროს კორვიტოლი® 50 მიიღება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლობისა და

რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.

 

კორვიტოლი®  50-ის მოქმედი ნივთიერება (მეტოპროლოლი) აღწევს პლაცენტაში და აქვეითებს პლაცენტარულ სისხლის მიმოქცევას, რომელმაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე.

 

აუცილებელია ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა მშობიარობის სავარუდო თარიღამდე 2-3 დღით ადრე. თუ ეს შეუძლებელია, აუცილებელია ახალშობილის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი დაბადებიდან 2-3 დღის განმავლობაში.

 

ძუძუთი კვების პერიოდი

კორვიტოლი®  50-ის მოქმედი ნივთიერება (მეტოპროლოლი) აღწევს დედის რძეში. დედის რძეში

მოქმედი ნივთიერების შემცველობის დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, ჩვილის კვება პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში არ შეიძლება. თერაპიული დოზების გამოყენების შემთხვევაში არასასურველი გვერდითი მოვლენა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც საჭიროა ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მდგომარეობის კონტროლირება პრეპარატზე შესაძლო რეაქციების გამოვლენის მიზნით.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე 

კორვიტოლი® 50-მა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოქმედებების გამოვლენა, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღების დროს. ასეთი გვერდითი მოქმედებების არსებობისას რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

 

პრეპარატი კორვიტოლი® 50 შეიცავს ლაქტოზას

თუ  თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შესახებ, აღნიშნული

სამკურნალო საშუალების მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

3. კორვიტოლი®  50-ის მიღების წესი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზირება

დოზის  შერჩევა  ხდება  მკურნალი  ექიმის  მიერ,  ძირითადად,  თერაპიის  წარმატებულობის

შესაბამისად. ამ დოზის შეცვლა არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე. რეკომენდებული დოზა:

მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია):

კორვიტოლი®  50-ის 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში ან კორვიტოლი®  50-ის 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში). აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება კორვიტოლი®   50-ის 2 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

 

კორონარული არტერიების დაავადებები (გულის კორონარული დაავადება):

კორვიტოლი®  50-ის 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში ან კორვიტოლი®  50-ის 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში). აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება კორვიტოლი®   50-ის 2 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში) არტერიული წნევის კონტროლით.

 

გულის მუშაობის დარღვევები, რომლებიც ზოგადად ცნობილია სახელწოდებით ~ჰიპერკინეტიკური კარდიალური სინდრომი~:

კორვიტოლი®  50-ის 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში ან კორვიტოლი®  50-ის 1-2 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (შეესაბამება 50-100 მგ მეტოპროლოლიის ტარტრატს დღე-ღამეში). აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის დოზის გაზრდა შეიძლება კორვიტოლი®   50-ის 2 ტაბლეტამდე ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში) არტერიული წნევის კონტროლით.

 

გულის რიტმის დარღვევები გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატებით (ტაქიარითმია):

კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

 

მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი ხანგრძლივი პროფილაქტიკური მკურნალობა (მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა):

 

ა) საწყისი მკურნალობა

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს მკურნალობას იწყებენ მეტოპროლოლის ინტრავენური შეყვანით. თუ პაციენტი 15 მგ საერთო დოზის ინტრავენურად შეყვანას კარგად იტანს,  ბოლო ინტრავენური ინექციიდან 15 წუთის შემდეგ პაციენტს ეძლევა კორვიტოლი®  50-ის 1 ტაბლეტი (შეესაბამება 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს). შემდეგი 48 საათის განმავლობაში პაციენტს ენიშნება თითო ტაბლეტი ყოველ 6 საათში.

პაციენტებში  პრეპარატის  საერთო  დოზის,  რომელიც  შეადგენს  15  მგ-ს  ინტრავენურად, აუტანლობის შემთხვევაში, ინიშნება 1/2 ტაბლეტი (შეესაბამება 25 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს).

 

ბ) შემანარჩუნებელი დოზა

საწყისი თერაპიის ჩატარების შემდეგ ავადმყოფს ენიშნება კორვიტოლი®   50-ის 2 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს).

 

გულის შეკუმშვის სიხშირის და/ან არტერიული წნევის დაცემის, ასევე სხვა გართულებების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებს ჩარევას, კორვიტოლი®  50-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობა (შაკიკის პროფილაქტიკა):

კორვიტოლი® 50-ის 2 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება 100-200 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს დღე-ღამეში).

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

ღვიძლის  ფუნქციის  მძიმე  დარღვევებისას  ორგანიზმიდან  კორვიტოლი®    50-ის  გამოყოფა

ხანგრძლივდება, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

 

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში კორვიტოლის® გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

მიღების წესი:

ტაბლეტები მიიღება მთლიანად ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით (ჭიქა

წყალი).

ერთჯერადი მიღების დროს ტაბლეტები მიიღება დილით.

დღე-ღამეში ორჯერადი მიღების დროს ტაბლეტები მიიღება დილით და საღამოს. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.

 

ტაბლეტების გაყოფა:

დაიჭირეთ ტაბლეტი ორივე ხელის საჩვენებელი და ცერი თითებით გამყოფი ხაზით ზემოთ და გადატეხეთ გამყოფ ხაზზე ცერი თითის დაჭერით.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

 

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ კორვიტოლი®  50-ის მოქმედება ძალიან

ძლიერი ან სუსტია.

 

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის საჭიროზე მეტი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ!

 

დოზის გადაჭარბების ხარისხის მიხედვით შესაძლებელია არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება, გულის  შეკუმშვათა  სიხშირის  შემცირება  გულის  გაჩერებამდე,  გულის  უკმარისობა  და მდგომარეობა სახელწოდებით ~კარდიოგენური შოკი~, სუნთქვის გაძნელება, შეიძლება გამოვლინდეს სასუნთქი გზების მუსკულატურის სპაზმი (ბრონქოსპაზმი), ღებინება, ცნობიერების დარღვევა, და ზოგჯერ – ეპილეფსიური შეტევა.

 

დოზის  გადაჭარბების  ან  გულის  შეკუმშვათა  სიხშირის  და/ან  არტერიული  წნევის სიცოცხლისათვის სახიფათო დაქვეითების შემთხვევაში შეწყვიტეთ კორვიტოლი®  50-ით მკურნალობა.

 

თუ დაგავიწყდათ კორვიტოლი® 50-ის მიღება

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა.

 

კორვიტოლი® 50-ის მიღების შეწყვეტა

პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან დოზირების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომატიკის განმეორება. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი სისხლის მიწოდება გულის კუნთისთვის სტენოკარდიის დროს მდგომარეობის კვლავ გაუარესებით, მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე არტერიული წნევის ისევ მომატება.

 

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში)

-  სიცივის შეგრძნება კიდურებში

-  თავბრუსხვევა

-  ცნობიერების არევა

-  თავის ტკივილი

-  მგრძნობელობის დაკარგვა (პარესთეზია)

-  სიზმრების სიხშირის მომატება

- დროებითი დარღვევები კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, დიარეა)

- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გაწითლება, ქავილი, გავრცელებული გამონაყარი კანზე (ეგზანთემა), კანზე გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედებით (ფოტომგრძნობელობა)

-  მომატებული ოფლდენა

-  დაღლილობა

 

-  დეპრესია

-  კოშმარული სიზმრები

-  ძილის დარღვევა

-  ჰალუცინაციები

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1- ში)

-  არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაცემა

-  გულის წასვლა

-  გახშირებული გულისცემა

-  გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი დაქვეითება (ბრადიკარდია)

-  გამტარებლობის დარღვევა

-  გულის უკმარისობა სითხის ანომალური დაგროვებით (პერიფერიული შეშუპება)

-  ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს

- კონიუნქტივიტი ან ცრემლდენის შემცირება (განსაკუთრებით საყურადღებოა კონტაქტური ლინზების ტარების დროს)

-  პირის სიმშრალე

-  კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვა

- ამ მომენტამდე ფარულად მიმდინარე დიაბეტის გამოვლენა ან უკვე გამოვლენილი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1- ში)

-  სისხლში ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (ასატ, ალატ) დონის მომატება

-  სხეულის წონის მომატება

-  მდგომარეობის გაუარესება სტენოკარდიის დროს

-  სახსრების დაავადებები (ართროპათია) ერთი ან მეტი სახსარის დაზიანებით

-  თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ან ლეიკოციტების (ლეიკოციტოპენია) დონის დაქვეითება

-  მხედველობის დარღვევა

-  სმენის დაქვეითება ან ხმაური ყურებში (ტინიტუსი)

-  მდგომარეობის გაუარესება თირკმელების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში

-  თმის ცვენა

-  ფსორიაზი, ამ დაავადების სიმპტომების გაუარესება ან ფსორიაზის მსგავსი კანის გამონაყარი

(იხ. ასევე პარაგრაფი 2 ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~)

-  ალერგიული სურდო (ალერგიული რინიტი)

-  ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)

-  ლიბიდოსა და ერექციის დარღვევა

-  სასქესო ასოს ქსოვილების შესამჩნევი შესქელება (პეირონის დაავადება)

- პიროვნების შეცვლა (მაგალითად, გუნება-განწყობის ცვალებადობა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა)

 

გვერდითი მოქმედების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება

შეუძლებელია)

-  ცხიმების ცვლის დარღვევა (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი ქოლესტერინის დონის

დაქვეითება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება)

 

- სიმპტომატიკის გაუარესება სისხლძარღვების დაავადებების დროს, ხელის თითების არტერიების სპაზმების ჩათვლით (რეინოს სინდრომი)

- სუნთქვის დარღვევები ბრონქოსპაზმის განვითარების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში. აღნიშნული განსაკუთრებით მოსალოდნელია სასუნთქი გზების შევიწროებასთან დაკავშირებული დარღვევების დროს (სასუნთქი გზების ობსტრუქციული დარღვევები).

- სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება ხანგრძლივი მკაცრი შიმშილობის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

 

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას – მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

 

5. კორვიტოლი® 50-ის შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც  მუყაოს  კოლოფსა და  ბლისტერზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

სამკურნალო  საშუალებების  კანალიზაციის  მილში  ან  ნაგავთან  გადაგდება  არ  შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

 

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ კორვიტოლი® 50-ის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: მეტოპროლოლის ტარტრატი.

1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ მეტოპროლოლის ტარტრატს.

 

პრეპარატის სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი K-30, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი,  მაგნიუმის სტეარატი  (Ph.   Eur.)  [მცენარეული], ტალკი,  სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

 

კორვიტოლი® 50-ის აღწერა და შეფუთვა

თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ზოლით ერთ მხარეს.

შეფუთვაში მოთავსებულია კორვიტოლი® 50-ის 30, 50 ან 100  ტაბლეტი. შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

კომენტარის დამატება