Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჯანმრთელობა » ნაწლავის შეუკავებლობა (უნებლიე დეფეკაცია)

ნაწლავის შეუკავებლობა (უნებლიე დეფეკაცია)

422

ნაწლავური შეუკავებლობა არის ნაწლავის მოქმედების კონტროლის უუნარობა,  რომელიც იწვევს უნებლიე დეფეკაციას.  მას ფეკალურ შეუკავებლობასაც უწოდებენ.

ნაწლავური შეუკავებლობის განცდა სხვადასხვა პაციენტში განსხვავდება. ზოგიერთ მათგანს დეფეკაციის სურვილი უჩნდება უეცრად, მაგრამ ვერ ასწრებენ  ტუალეტამდე მისვლას. ამას ეწოდება იმპერატიულინაწლავური შეუკავებლობა.

ზოგიერთი ადამიანი ვერ გრძნობს დეფეკაციის სურვილს ჩასვრამდე. ამას პასიური შეუკავებლობა ან ჩასვრა ეწოდება. ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს საცვლების  მსუბუქად დასვრა, გაზებზე გასვლისას.

ზოგჯერ ადამიანი ამას ყოველდღიურად განიცდის.

სავარაუდოდ, 10 ადამიანიდან ყოველი 1 განიცდის მსგავს ფაქტს თავისი  ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. ეს შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ასაკის პაციენტში, თუმცა ძირითადად გვხვდება მოხუცებში. შემთხვევები უფრო ხშირია ქალებში ვიდრე მამაკაცებში.

რატომ  ვითარდება ნაწლავური შეუკავებლობა?

ნაწლავური შეუკავებლობა რაიმე პრობლემით ან სამედიცინო მდგომარეობით განპირობებული სიმპტომია.

ბევრი შემთხვევა გამოწვეულია დიარეით, ყაბზობით ან ანუსის ხვრელის სპინქტერის მოდუნებით. მისი მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს დიაბეტი, მრავლობითი სკლეროზი და დემენცია

მიმართვა  რჩევებისა და მკურნალობისთვის

ნაწლავური შეუკავებლობა ძალზე რთული და დამთრგუნველი მდგომარეობაა, მაგრამ, ხშირად, მკურნალობა ეფექტურია და განკურნებაც შესაძლებელია. ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს.

მნიშნველოვანია შემდეგი ფაქტორების ცოდნა:

  • ნაწლავური შეუკავებლობის არ უნდა შეგრცხვეთ -  ჩვეულებრივ ეს სამედიცინო პრობლემაა, რომელიც არ განსხვავდება სხვა დაავადებებისგან, როგორებიცაა დიაბეტი ან ასთმა
  • მისი მკურნალობა შესაძლებელია - არსებობს ეფექტური მკურნალობების ფართო არჩევანი
  • ნაწლავური შეუკავებლობა არ წარმოადგენს დაბერების განუყოფელ ნაწილს
  • ის, როგორც წესი, ჩარევის გარეშე თავისით არ ქრება - ამ პათოლოგიის  დასამარცხებლად აუცილებელია მკურნალობა.

თუ არ გსურთ ამ საკითხთან დაკავშირებით ოჯახის ექიმის კონსულტაცია, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ექიმს.

როგორ იკურნება ნაწლავური შეუკავებლობა

სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ადამიანთა უმეტესობას შეიძლება შეუნარჩუნდეს ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მკურნალობა ხშირად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და მის ხარისხზე. შესაძლო ვარიანტებია:

  • ცხოვრების წესისა და საკვები რაციონის შეცვლა  ყაბზობის ან დიარეის შესამსუბუქებლად
  • სავარჯიშო პროგრამები  ნაწლავის კუნთების გასაძლიერებლად
  • მედიკამენტები  დიარეისა და ყაბზობის საკონტროლოდ
  • ქირურგიული ჩარევა,  რომლის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს .

პროდუქტები შეუკავებლობისთვის, როგორებიცაა ანალური საცობი და ერთჯერადი საფენები, შეიძლება გამოიყენებოდეს სიმპტომების  დასარეგულირებლად.

იმ შემთხვევაშიც კი,  თუ ნაწლავური შეუკავებლობა ბოლომდე არ ქრება, სიმპტომები მკვეთრად უნდა შემსუბუქდეს.





კომენტარის დამატება