რენოქსი / renoqsi / Renox
1. რა არის რენოქსი და რისთვის გამოიყენება?
რა არის რენოქსი?
რენოქსის ნაზალური სპრეიშეიცავს მომეტაზონის ფუროატს, რომელიც შედის კორტიკოსტეროიდების ჯგუფში. მომეტაზონის ფუროატი არ განეკუთვნება “ანაბოლურ სტეროიდებს”, რომელთა ჭარბი გამოყენება ხდება სპორტსმენების მიერ და იღებენ ტაბლეტების ან ინექციების სახით. მომეტაზონის ფუროატის ცხვირის ლორწოვანზე მოხვედრილი მცირე დოზები კურნავს ანთებას, ხსნის ქავილს და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას ან ცხვირიდან გამონადენს.
რისთვის გამოიყენება რენოქსი?
რენოქსი გამოიყენება მოზრდილებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში თივის ცხელების (სეზონური ალერგიული რინიტი) და პერინეალური (მთელი წლის განმავლობაში) რინიტის სამკურნალოდ.
რენოქსი გამოიყენება ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
რენოქსი გამოიყენება ალერგიული რინიტის მქონე 2-6 წლის ასაკის ბავშვებში.
პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მცენარეების ყვავილობის მოსალოდნელ პერიოდამდე 2-4 კვირით ადრე.
18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში რენოქსი გამოიყენება ცხვირის (ნაზალური) პოლიპების სამკურნალოდ.
რა არის თივის ცხელება და პერინეალურირინიტი?
თივის ცხელება ვითარდება წელიწადის გარკვეულ დროს და წარმოადგენს მცენარეული მტვრით, ბალახებით, სარეველებით, სოკოებით და სოკოს სპორებითგამოწვეულ ალერგიულ რეაქციას. პერინეალური რინიტი ვითარდება მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეულია სხვადსხვა მიზეზით, სახლის მტვრის, ცხოველის ბეწვის (ან ქერტლის), ბუმბულის და ზოგიერთი საკვების ჩათვლით. ამ დროს აღინიშნება გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება,რაც იწვევს ცხვირის გასავლის ბლოკირების შეგრძნებას. რენოქსი ამცირებს შეშუპებას და ირიტაციას ცხვირში და ხსნის ცემინებას, ქავილს და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას.
რა არის ცხვირის (ნაზალური) პოლიპები?
ნაზალური პოლიპი არის მცირე ზომის წანაზარდი ცხვირში, რაც ხშირად ორივე ნესტოში ვითარდება. ძირითადი სიმპტომი ამ დროს არის ცხვირით სუნთქვის გაძნელება. Aსევე, შეიძლება განვითარდეს გამონადენი ცხვირიდან, ყელში ლორწოს ჩადინების შეგრძნება, მადისა და ყნოსვის დაქვეითება. რენოქსი ამცირებს შეშუპებას ცხვირში და იწვევს პოლიპების შეჭმუხნას (შემცირებას).
2. განსაკუთრებული მითითებები რენოქსის მიღებამდე
არ მიიღოთ რენოქსი, თუ
• აღგენიშნებათალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მომეტაზონის ფუროატის ან მისი შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
• გაქვთ ცხვირის ინფექცია. ნაზალური სპრეის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ინფექციის განკურნება.
• ახლო წარსულში ცხვირზე ჩატარებული ოპერაციის ან ტრავმის შემთხვევაში. მედიკამენტის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ჭრილობების სრული მოშუშება.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რენოქსის მიღების დროს, თუ
• გაქვთ ან წარსულში გქონიათ ტუბერკულიოზი
• გაქვთ თვალის მარტივი ჰერპესი
• გაქვთ სხვა რომელიმე ინფექცია
• იღებთ სხვა კორტიკოსტეროიდს ორალურად ან ინექციის სახით
• გაქვთ მუკოვისციდოზი
რენოქსის გამოყენების დროს მოერიდეთ წითელათი ან ჩუტყვავილათი დაავადებულთან კონტაქტს. მიმართეთ ექიმს, თუიმყოფებოდით კონტაქტში აღნიშნული ინფექციების მქონე პირებთან.
რენოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რენოქსისმიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია რენოქსის მიღება ოსულობის პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, რენოქსის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს დედისათვის სარგებლისა და ნაყოფისთვის მოსალოდნელი ზიანის შეფასება.
თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორსულობა, მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რენოქსის მიღებამდე, ლაქტაციის პერიოდში ან ძუძუთი კვების დაგეგმვის შემთხვევაში, სასურველია ექიმთან კონსულტაცია.
სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, რენოქსის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს დედისათვის სარგებლისა და ბავშვისთვის მოსალოდნელი ზიანის შეფასება.
ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვაზე გავლენა
არ არის ცნობილი.
მნიშვნელოანი ინფორმაცია რენოქსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
რენოქსიშეიცავს0,2 მგ/გ ეკვივალენტ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ადგილობრივი გამოყენების დროს მან შეიძლება გამოიწვოს კანის გაღიზიანება. ინჰალაციის დროს, დოზის შესაბამისად, მას შეუძლია ბრონქოსპაზმის გამოწვევა.
რენოქსი შეიცავს ნატრიუმს და გლიცეროლს. მიღების გზიდან გამომდინარე გვერდითი ეფეტქები მოსალოდნელი არ არის.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
თუ ალერგიის სამკურნალოდ იღებთ ორალურ ან საინექციო კორტიკოსტეროიდებს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მათი მიღების შეწყვეტა რენოქსისგამოყენების პერიოდში. ზოგ პაციენტს, კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტის ფონზე, შეიძლება აღენიშნოს არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია. აღნიშნული ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მან შესაძლოა გირჩიოთ სპრეის გამოყენების გაგრძელება. შესაძლოა განვითარდეს სხვა ალერგიული რეაქციებიც, როგორიცაა ქავილი, თვალების ცრემლიანობა ან წითელი ლაქები კანზე და ქავილი. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან წარსულში იღებდით სხვა რეცეპტორულ ან ურეცეპტო მედიკამენტებს.
2. რენოქსის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ რენოქსი ექიმის მითითების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ნუ მიიღებთ მედიკამენტის მეტ დოზას,ნუ შეისხურებთ სპრეის უფრო ხშირად, ან უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ექიმის დანიშნულებაშია.
სწორი გამოყენება და დოზირება:
• თივის ცხელება და პერინეალური რინიტი
ბავშვები და მოზრდილები 12 წლიდან:
დოზა შეადგენს 2 შესხურებას თითო ნესტოში დღეში ერთხელ მოზრდილებსა (ხანდაზმულების ჩათვლით) და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.
სიმპტომების დარეგულირების შემთხვევაში ექიმი შეამცირებს დოზას 1 შესხურებამდე თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა გაგიზარდოთ დოზა მაქსიმალურ დასაშვებამდე- 4 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ. სიმპტომების ნორმალიზების შემთხვევაში ექიმი შეამცირებს დოზას 2 შესხურებამდე თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
2-11 წლის ასაკის ბავშვები
დოზა შეადგენს 1 შესხურებას თითო ნესტოში, დღეში ერთხელ.
ნაზალური სტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს ბავშვების ზრდის შენელება. ექიმი პერიოდულად შეამოწმებს ბავშვის სიმაღლეს მკურნალობის პროცესში და შეამცირებს მედიკამენტის დოზას საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.
თუ თივის ცხელება მძიმე ხასიათს ატარებს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რენოქსის მიღება მცენარეების ყვავილობამდე 2-4 კვირით ადრე, რაც ალერგიული სიმპტომების პრევენციის საშუალებას მოგცემთ. ექიმი გირჩევთ პარალელურად სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას, მაგალითად თვალების ქავილის ან გაღიზიანების დროს. მცენარეების ყვავილობის სეზონის დასასრულს თივის ცხელების სიმპტომები ქრება და მკურნალობა საჭირო აღარ არის.
• ნაზალური პოლიპები
საწყისი დოზა 18 წელს ზემოთ მოზრდილებში შეადგენს 2 შესხურებას თითო ნესტოში, დღეში ერთხელ.
თუ 5-6 კვირის განმავლობაში არ მოხდა სიმპტომების შესუსტება, დოზა შეიძლება გაიზარდის 2 შესხურებამდე 2-ჯერ დღეში. სიმპტომების შემსუბუქების შემთხვევაში ექიმი გირჩევთ დოზის შემცირებას მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.
თუ 5-6 კვირის შემდეგ,დღეში ორჯერადი შესხურების ფონზე, არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს, რათა მოხდეს სხვა, უფრო ეფექტური მკურნალობის შერჩევა და რენოქსის შეცვლა.
მიღების წესი და გზა
ნაზალური სპრეის მომზადება გამოყენებისთვის:
რენოქსის ნაზალური სპრეი შეიცავს მტვრისგან დამცავ ხუფს, რომელიც იცავს გამომფრქვევის სისუფთავეს. გამოყენების წინ ყოველთვის მოხსენით ხუფი სპრეის და დაახურეთ გამოყენების შემდეგ.
სპრეის პირველად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ჰაერის გამოტუმბვა გამომფრქვევის დაახლოებით 10-ჯერ შეკუმშვით, რათა მიიღოთ სითხის ნაკადი:
1. ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი
2. საჩვენებელი და შუა თითები მოათავსეთ გამომფრქვევ ტუმბოზე, ხოლო დიდი თითი - ბოთლის ძირზე. ნუ გაჩხვლეტთ ცხვირის აპლიკატორს.
3. მიმართეთ გამომფრქვევი თქვენგან შორს და თითებით დააწექით ტუმბოს ქვემოთ.
თუ სპრეი არ გამოგიყენებიათ 14 დღეზე მეტ ხანს, დაგჭირდებათ ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა, სანამ არ მიიღებთ სითხის ნაკადს.
ჩვეულებრივი მკურნალობის სქემის შემთხვევაში, 2 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ, თივის ცხელების, ქრონიკული რინიტისა და ნაზალური პოლიპების დროს, პრეპარატი საკმარისია 15 დღის განმავლობაში.
ნაზალური სპრეის გამოყენება
1. ფრთხილად შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით ხუფი (სურათი 1).
2. ფრთხილად გამოიწმინდეთ ცხირი.
3. დაახშეთ ერთი ნესტო და მოათავსეთ გამომფრქვევი მეორეში ნიმუშის მიხედვით (სურათი 2).
დააფიქსირეთ თავი წინ წამოწეულ მდგმარეობაში, ისე,რომ ბოთლი ზემოთ იყოს მიმართული.
4. შეისუნთქეთ ფრთხილად და ნელა ცხვირით და დააწექით ტუმბოს თითებით შესუნთქვის პროცესში.
5. გამოისუნთქეთ პირით. გაიმეორეთ მე-4 ნაბიჯი მეორე შეფრქვევის დროს.
6. გამოიღეთ გამომფრქვევი ნესტოდან და ამოისუნთქეთ პირით.
7. გაიმეორეთ მე-3-6 საფეხურები მეორე ნესტოში (სურათი 3).
ცხვირის (ნაზალური) სპრეის გასუფთავება:
მნიშვნელოვანია სპრეის მუდმივი გასუფთავება, სხვა შემთხვევაშიშესაძლებელია მისი დაზიანება. მოხადეთ ხუფი და ფრთხილად მოხსენით გამომფრქვევი. გარეცხეთ ისინი თბილ და გაავლეთ გამდინარე წყალში. ნუ ეცდებით ნაზალური აპლიკატორის გახსნას ბასრი საგნით, შეიძლება დააზანოთ ის და დაარღვიოთ მედიკამენტის სწორი დოზირება. გააშრეთ თბილ ადგილას. ჩაამაგრეთ გამომფრქვევი აპლიკატორზე და დაახურეთ ხუფი. გასუფთავების შემდეგ სპრეის დასჭირდება ჰაერის ხელახლა გამოტუმბვა გამოყენების წინ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებს სპრეის გამოყენებაში დასჭირდებათ მოზრდილების დახმარება.
გამოყენება გერიატრიაში:
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.
განსაკუთრებული პოპულაცია:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა:
არარსებობს მონაცემები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მედიკამენტის გამოყენებს შესახებ.
თუ ფიქრობთ, რომ რენოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანსუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რენოქსის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
რენოქსის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სტეროიდების ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მიღების დროს, იშვიათად იცვლება ჰორმონული ფონი. ბავშვებში მან შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდასა და განვითარებაზე.
რენოქსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
ნაზალური სპრეს დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შეეცადეთ გამოიყენოთ იგი გახსენებისთანავე და გააგრძელეთ კურსი დანიშნულებისამებრ. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
რენოქსის მიღების შეწყვეტა
ზოგ პაციენტში რენოქსის ფონზე სიმპტომების შემსუბუქება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ აღინიშნება; თუმცა სრული ეფექტი შესაძლოა 2 დღის შემდეგ დადგეს. მნიშვნელოვანია ნაზალური სპრეის რეგულარული გამოყენება. ნუ შეწყვეტთ მკურნალობასექიმის რჩევის გარეშე, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, რენოქსსაც შეუძლიაგვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ რენოქსის მიღება და მიმართეთ ექიმსთუ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
იშვიათად: დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქცია (ბრონქოსპაზმი, დოსპნოე) შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღებისთანავე.
ძალიან იშვიათად: აღინიშნა ანაფილაქსია და ანგიოშეშუპება.
აღნიშნული გვერდითი ეფექტები მწვავე ხასიათს ატარებს. მათი გამოვლენის შემთხვევაში, თქვენ ხართ ალერგიული რენოქსის მიმართ. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
სხვა გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან ხშირი: გამოუვლინდება 1-ზე მეტს ყოველ 10 პაციენტში
ხშირი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 10, მაგრამ 1-ზე მეტს ყოველ 100 პაციენტში
ნაკლებად ხშირი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 100, მაგრამ 1-ზე მეტს ყოველ 1000 პაციენტში
იშვიათი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 1000, მაგრამ 1-ზე მეტს ყოველ 10000 პაციენტში
ძალიან იშვიათი: გამოუვლინდება 1-ზე ნაკლებს ყოველ 10000 პაციენტში
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე უცნობია
• კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებშიმკურნალობის შედეგად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
ხშირი: ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა), ფარინგიტი, ცხვირის ლორწოვანის ანთება, ცხვირის ლორწვანის გაღიზიანება, დაწყლულება, ცემინება, თავს ტკივილი.
უცნობი: ბავშვებში ხანგრძლივი გამოყენებისას ზრდის შენელება და მხედველობის დარღვევა და დაზიანება, გამოწვეული თვალშიგა წნევის მატებით (გლაუკომა).
აუცილებელია ბავშვებში, რომლებიც ნაზალური სტეროიდებით მკურნალობენ, სიმაღლის პერიოდული მონიტორინგი და ჩამორჩენის შემთხვევაში ექიმის ინფორმირება.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში ეპისტაქსისი იშვიათად აღინიშნება, საშუალო სიმძიმის იყო და ვითარდებოდა პლაცებოსთან შედარებით ხშირად (5%), მაგრამ სიხშირე მსგავსი ან ნაკლები იყო ნაზალური კორტიკოსტეროიდების აქტიურ საკონტროლო ჯგუფთან (15%-მდე) შედარებით. სხვა გვერდითი ეფექტების სიხშირე პლაცებოს უტოლდებოდა.
პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტების სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო: ეპისტაქსისი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება (ირიტაცია) (2%), ცემინება (2%).
• ნაზალური პოლიპების მქონე პაციენტებში გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ალერგიული რინიტის მსგავსი იყო. პოლიპოზის დროს ჩატარებულ კვლევებში გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე:
ძალიან ხშირი: ცხვირიდან სისხლდენა. 200 მკგ ორჯერ დღეში.
ხშირი: ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, 200 მკგ ერთხელ დღეში; სისხლდენა ცხვირიდან, 200 მკგ ერთხელ დღეში; თავის ტკივილი 200 მკგ ერთხელ დღეში და ორჯერ დღეში.
ნაკლებად ხშირი: ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, 200 მკგ 2-ჯერ დღეში;
ძალიან იშვიათი: გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევა.
სისტემური გვერდითი ეფექტები ნაზალური კორტიკოსტეროიდების ფონზე ვითარდება მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროს.
გვერდითი ეფექტების აღრიცხვა:
ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. რენოქსის შენახვისპირობები
მედიკამენტი ინახებაბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ რენოქსიკოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის შესაბამისად.
სპრეი გამოყენებულ უნდა იქნას გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ, თუ კოლოფი ან ხუფი გახსნილია.
ნუ გამოიყენებთ, თუ ყუთის ან ბოთლის მთლიანობა დარღვეულია
კომენტარის დამატება