Meds.ge » ყველა წამალი » დიალაკი ფორტე / dialaki forte / DIALAC FORTE

დიალაკი ფორტე / dialaki forte / DIALAC FORTE

327

რა არის დიალაკი ფორტე და რისთვის გამოიყენება:

სიმეტიკონი ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნაერთია, რომელსაც არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. იგი მოქმედებს ნაწლავებში არსებული აირების ზედაპირული დაჭიმულობის შეცვლის გზით და იწვევს მათ შებოჭვას და გამოდევნას. სიმეტიკონი არ

აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად. გამოიყენება მუცლის შებერილობის (მეტეორიზმი) სიმპტომური მკურნალობისთვის ზრდასრულებსა და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.

რისი ცოდნაა საჭირო დიალაკი ფორტეს მიღებამდე:

ნუ მიიღებთ დიალაკი ფორტეს, თუ: 

აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სიმეტიკონის ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე კომპონენტების მიმართ.

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ 10 დღის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის შედეგად აღინიშნება სიმპტომების შენარჩუნება ან გაუარესება, მიმართეთ ექიმს.

- გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

დიალაკი ფორტეს 10 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ სიმპტომების გახანგრძლივების ან

გაუარესების, ასევე ყაბზობის გახანგრძლივების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან კვლევები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.

დიალაკი ფორტეს მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად პრეპარატის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად არ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის აბსორბცია არ ხდება კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

დიალაკი ფორტე გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

დიალაკი ფორტეს მიღების წესი:

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

მიიღეთ 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ (საუზმე და სადილი) ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის (3 კაფსულა) გადაჭარბება.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღემდე.

საჭირო დოზაზე მეტი დიალაკი ფორტეს მიღება 

ვინაიდან პრეპარატი არ აბსორბირდება, რეკომენდებულზე გაცილებით მაღალი დოზით

მედიკამენტის მიღების შემთხვევაშიც კი, გვერდითი მოვლენები ნაკლებ სავარაუდოა.

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიალაკი ფორტეს დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დიალაკი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

სიმეტიკონის მიღების პერიოდში გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომელთა

სიხშირე ზუსტად დადგენილი არ არის:

გასტრო-ინტესტინალური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში.

იმუნოლოგიური რეაქციები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა - სახის ან ენის

შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები: კვინკეს შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი.

 

გვერდითი ეფექტების განვითარების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დიალაკი ფორტეს შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება