Meds.ge » ყველა წამალი » ჰეპარგიტოლი / hepargitoli / Hepargitol

ჰეპარგიტოლი / hepargitoli / Hepargitol

201

შემადგენლობა:

პაკეტი A: სორბიტოლი  1,8450 გ, ლიმონმჟავა 0,8780 გ ერთ პაკეტზე

პაკეტი B: არგინინის ქლორჰიდრატი 0,5000გ, სორბიტოლი: 1,5700 გ, უწყლო ნატრიუმის სულფატი: 0,0660 გ, ნატრიუმის ჰიდროგენოფოსფატი: 0,1190 გ, ერთ პაკეტზე.

სხვა შემადგენლები:

პაკეტი A : საქაროზა, ფორთოხლის ზეთი, ნატურალური კონცენტრირებული ლიმონის ზეთი.

პაკეტი B: ნატრიუმის ბიკარბონატი, საქაროზა

მედიკამენტი წარმოდგენილია კოლოფით, რომელიც შეიცავს 20 პაკეტ ორალურ ფხვნილს.

 

მოქმედება და თერაპიული ჩვენებები:
ჰეპარგიტოლი არის ოსმოსური საფაღარათო და საკვების მონელების გასაუმჯობესებელი კომბინირებული პრეპარატი, რეკომენდებულია ყაბზობის და დისპეფსიის დროს.

ჰეპარგიტოლი ნაწლავის სანათურში აკავებს წყალს, არბილებს განავალს, ეფექტურია ფეკალური საცობების პრევენციისა და დაშლისთვის, აღადგენს რეგულარულ ნაწლავთა მოქმედებას, ხელს უწყობს უმტკივნეულო დეფეკაციას, აუმჯობესებს საკვების მონელებას (ნაღვლმდენი ეფექტი, პანკრეასის ფერმენტების აქტივაცია), აქრობს დისპეფსიის სიმპტომებს (გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი და სიმძიმე ეპიგასტრიუმის არეში). ჰეპარგიტოლი არ იწვევს ტენეზმებს, შებერილობას და სწორი ნაწლავის გაღიზიანებას.

 

როგორ მივიღოთ ჰეპარგიტოლი, ორალური ფხვნილი ორმაგი პაკეტით:

ორივე პაკეტის შემადგენლობა ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა წყალში და შეანჯღრიეთ.

შეკრულობის დროს:

მიიღეთ 1- 2 პაკეტი უზმოზე, დილით.

დისპეფსიის დროს:

მედიკამენტი მიიღეთ ჭამამდე ან უშუალოდ სიმპტომების დროს ნახევარი ჭიქა წყალში გახსნილი.

მოზრდილებში:

2-დან 4 პაკეტამდე დღეში.

2 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში:

1 პაკეტი დღეში.

5 წლის ზემოთ:
1-2 პაკეტი დღეში.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება:

ეს მედიკამენტი შესაძლოა მიიღოთ ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, თუ დაცული იქნება მიღების წესი.

გაფრთხილება:
ამოუხსნელი ყაბზობის შემთხვევაში, ისეთი შეკრულობისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, სიცხე, მუცლის შებერილობა, აუცილებლად უნდა ვკითხოთ რჩევა ექიმს. უმარილო დიეტის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ  0,277 გ. ნატრიუმის არსებობა ერთ პაკეტში, ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში  ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობის შემთხვევაში. კოლიტის დროს, შეამცირეთ დოზა და მოერიდეთ პრეპარატის მიღებას უზმოზე. დიაბეტის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ  თვითეულ პაკეტში საქაროზის შემცველობა არის 0.500 გ.

უკუჩვენებები:

მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება, კრონის დაავადება, უცნობი გენეზის  აბდომინალური ტკივილი.

შენახვის წესი:

შეინახეთ ბავშვებისათვის მუიწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება