Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ლეგიონერის დაავადება

ლეგიონერის დაავადება

135

ლეგიონერების დაავადებაარის სერიოზული ფილტვის ინფექცია, რომელსაც იწვევს ლეგიონელას ბაქტერია.

დაავადების საწყისი სიმპტომები მოიცავს გრიპის მსგავს სიმტომებს, როგორიცაა

  • მსუბუქი თავის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე), 38C ან მეტი
  • ციება
  • დაღლილობის შეგრძნება
  • გონებრივი მდგომარეობის ცვლილება, როგორიცაა დაბნეულობა.

როდესაც ბაქტერია დააინფიცირებს ფილტვებს, შეიძლება გამოჩნდეს პნევმონიის სიმპტომებიც, როგორიცაა:

  • მუდმივი ხველა - რომელიც ჩვეულებრივ იწყება მშრალი ხველით, მაგრამ ინფექციის განვითარებასთან ერთად შეიძლება დაიწყოს ნახველის ამოხველებაც, ან იშვიათად სისხლის ამოხველებაც
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მკერდის ტკივილი.

აუცილებლად, დაუყოვნებლიც მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ ეს სიმპტომები. თუ გაქვთ სიცხე, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება გქონდეთ რომელიმე ტიპის ინფექცია. აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაწუხებთ უფრო სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა მკერდის ტკივილი და სუნთქვის პრობლემები.

ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, ჩვეულებრივ 6-7 დღეა საჭირო (ინკუბაციის პერიოდი), თუმცა შეიძლება ეს მოხდეს ორიდან 19 დღის შუალედში.

რადგანაც ამ დაავადებას აქვს სხვა დაავადებების მსგავსი სიმპტომები, გადახედეთ იმ ადგილებს, რომლებსაც უკანასკნელ პერიოდში ეწვიეთ. ეს დაგეხმარებათ დიაგნოზის დასმაში. თუ მოსალოდნელია, რომ გაქვთ დაავადება, ლეგიონერის დაავადების გამოსავლენად გაგიკეთებენ შარდის ანალიზს.

როგორ ვრცელდება დაავადება?

ლეგიონერების დაავადება წარმოიქმნება ფილტვების ლეგიონელას ბაქტერიით დაინფიცირების შედეგად.ის ძირითადად ადამიანებს ხვდებათ დაბინძურებული წყლის ნაწილაკების შესუნთქვის შედეგად. დაავადება არაა გადამდები და არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

ლეგიონელას ბაქტერია ძირითადად გვხვდება (ხშირად უსაფრთხო, მცირე რაოდენობით) ტბებსა და მდინარეებში. თუმცა, ბაქტერიას სწრაფად შეუძლია გამრავლება, თუ ის მოხვდება ხელოვნური წყლის მიწოდების სისტემაში, როგორიცაა ჰაერის კონდიცირების სისტემა.

დიდი შენობებს, როგორიცაა სასტუმროები, საავადმყოფოები, მუზეუმები და ოფისის კორპუსები, აქვთ დაავადების გაჩენის გაზრდილი რისკები, რადგან მათში არის წყლის დიდი მიწოდების სისტემები, სადაც ბაქტერიას სწრაფად გამრავლება შეუძლია.

ლეგიონელას ბაქტერიას გაზრდისა და გამრავლებისთვის, მხოლოდ ორი ფაქტორი სჭირდება:

  • წყლის ტემპერატურა 20-45C გრადუსამდე
  • დაბინძურებული წყალი, რასაც ბაქტერია იყენებს საკვებად, როგორიცაა მაგალითად ჟანგი, წყლის მცენარეები, ან წყლის ნადებიც.

იშვიათ შემთხვევებში ლეგიონელას ბაქტერია ვრცელდება დაბინძურებული საშხაპეებიდან, სარწყავი მანქანებიდან და სპა ცენტრებიდანაც. ხშირად ეს დაავადება ხვდებათ მოგზაურებს, რომლებიც მოგზაურობენ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ან ტროპიკულ ქვეყნებში

გაზრდილი რისკი

ლეგიონერის დაავადება შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს. თუმცა, ზოგიერთი ფაქტორი ზრდის ამ ინფექციის მწვავე ფორმით განვითარების ალბათობას. ესენია:

  • 50 წელზე მეტი ასაკი
  • სიგარეტის მოწევა, ან წარსულში თუ ბევრს ეწეოდით, რისკს ზრდის ასევე კანაფის მოწევაც
  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება
  • ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობები, როგორებიცაა დიაბეტი, თირკმლის დაავადება, ან ფილტვის დაავადებები
  • სუსტი იმუნური სისტემა, მაგალითად აივ და შიდსით დაავადებულები, ან კიბოთი დაავადებულები.

ლეგიონერების დაავადების მკურნალობა

ლეგიონერების დაავადებას მკურნალობენ ანტიბიოტიკების კურსით, როგორიცაა მაგალითად ერითრომიცინი, ან კლარიტრომიცინი. წამლები მიიიღება აბების ან კაფსულების სახით, ან ინტრავენურად წვეთოვანის გამოყენებით.

ანტიბიოტიკებით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიძლიერეზე. მკურნალობა ძირითადად გრძელდება 1 კვირის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა გაგრძელდეს 3 კვირამდე.

ლეგიონერის დაავადებით დაავადებული ადამიანების 90%, სრულად გამოჯანმრთელდება ანტიბიოტიკების კურსით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, პაციენტები უკვე კარგად გრძნობენ თავს, საბოლოოდ ნორმალურ მდგომარეობამდე დაბრუნებას შეიძლება კვირები დასჭირდეს. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები გრძნობენ დაღლილობას.

რადგანაც ლეგიონერების დაავადება შესაძლოა სერიოზული იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მანამდე არსებული სხვა დაავადება აწუხებს, შესაძლოა ის გადაიყვანონ საავადმყოფოში და მოხდეს მის ჯანმრთელობაზე დაკვირვება.

გართულებები

ადამიანების უმეტესობა სრულიად იკურნება დაავადებისგან, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევებში, დაავადებამ შესაძლოა წარმოქმნას სიცოცხლისთვის სახიფათო პრობლემები.

მაგალითად, დაავადებამ შესაძლოა შეაწყვეტინოს ფილტვებს ან თირკმელებს სწორედ ფუნქციონირება. კიდევ ერთი გართულებაა სეპტიკური შოკი, რომელიც გამოწვეულია სისხლის ინფექციით და იწვევს სისხლის წნევის სწრაფ ვარდნას.

შეფასებულია, რომ ჯანმრთელი ადამიანების დაახლოებით 10% კვდება ლეგიონერების დაავადების გართულებების შედეგად. 2011-2013 წლებში ინგლისსა და უელსში დაფიქსირდა ლეგიონერების დაავადებით სიკვდილის 84 შედეგი. სიკვდილიანობის უმეტესობა იყო 70 წელს გადაცილებულ მოხუცებში.

ლეგიონერების დაავადების თავიდან არიდება

დაავადების გავრცელების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა წყლის მიწოდების სისტემების სათანადო სანიტარიაა.

ამ დაავადების პრევენციისთვის საჭიროა, რომ წყლის ტემპერატურა იყოს ან 20 გრადუსზე დაბალი, ან 60 გრადუსზე მეტი. ასევე წყალი არ უნდა დაბინძურდეს და უნდა მოძრაობდეს მუდმივად.

თუ მოგზაურობთ საზღვარგარეთ, იცოდეთ ლეგიონერების დაავადების რისკის არსებობის შესახებ და მოიძიეთ სამედიცინო დახმარება თუ გაგიჩნდებათ ამ დაავადების ნებისმიერი სიმპტომი. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ვაქცინაცია, რომელიც შემოგვთავაზებს ლეგიონერების დაავადებისგან თავის დაცვას.

თუ ხართ ლეგიონერების დაავადების წარმოქმნის მაღალი რისკის ქვეშ, მაგალითად, გაქვთ სსტი იმუნური სისტემა, თავიდან აირიდეთ ისეთ ადგილებში სიარული, სადაც წყალი შესაძლოა დაბინძურებული იყოს, მაგალითად სპა ცენტრებში და საერთო აბანოებში.

კომენტარის დამატება