Meds.ge » ყველა წამალი » ენტობანი / entobani / Entoban

ენტობანი / entobani / Entoban

138

შემადგენლობა:
ყოველი 10 მლ შეიცავს ექსტრაქტებს: ხოლარხენა ბუსუსიანი 50 მგ, ჩვეულებრივი მირტი 200 მგ, ფხიანი კოწახური 30 მგ, ბენგალიური კომში 100 მგ, მუხა საღებავი 50 მგ, შესანიშნავი ბუტეა 20 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეს უნიკალური პრეპარატი დამზადებულია რჩეული ბალახების ნარევისაგან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება ნაწლავური ინფექციების და ჰელმინთებით ინვაზიების სამკურნალოდ.

ენტობანი დღეისათვის წარმოადგენს საუკეთესო პრეპარატს ჰელმინთებით ინვაზიის პროფილაქტიკისათვის და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ეს პრეპარატი იცავს და აჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანას, ამცირებს ჭარბ მჟავიანობას და არეგულირებს პერისტალტიკას. დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დამამშვიდებელ, ბაქტერიული მოქმედება პაციენტს აძლევს სწრაფ შვებას.

სამკურნალო ბალახების დამხმარე მცენარეებთან სინერგიული მოქმედების გამო, ენტობანი არის არჩევის პრეპარატი ბაცილებით გამოწვეული დიზენტერიის, ნაწლავური ამებიაზის, შერეული და არასპეციფიური ეტიოლოგიის დიარეის, კვებითი მოწამვლით გამოწვეული გასტროენტერიტის სამკურნალოდ.

ენტობანის ანტიმიკრობული მოქმედება ახდენს სამკურნალო ეფექტს სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეისას.

აქვს სწრაფი ანტიპროტოზული ეფექტი, რაცი იძლევა პრეპარატის ამებიაზის სამკურნალოდ დანიშვნის საშუალებას.

ენტობანს აქვს სწრაფი სპაზმოლუზური ეფექტი.

მიღების ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული ამებიაზი
- ღვიძლის ამებიაზი და სხვა დაავადებები  E. hystoiyatika -ს
- ბაცილებით გამოწვეული დიზენტერია
- ბაქტერიული და არასპეციფიური დიარეა
- გასტროენტერიტი
- დამხმარე საშუალება საკვებით მოწამვლის მკურნალობისას

დოზირება:
მოზრდილები: 3-4 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში

ბავშვებში 1-2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში

ახალშობილები (6 თვეზე მეტი ასაკის) : 0,5 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში

ან ექიმის დანიშნულებით

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
დიარეით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა ენტობანით მკურნალობისას გაუმჯობესებას გრძნობს 24 – 48 საათში, მაგრამ ინფექციის სრულყოფილი

კონტროლისათვის მკურნალობა უმჯობესია გაგრძელდეს 2-5 დღე. ამებიაზის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 10 დღემდე კლინიკური გამოვლინებების მიუხედავად, რომლებიც შეიძლლება გაცილებით ადრე შეწყდეს.

ზოგიერთი თერაპევტი რეკომენდაციას უწევს ისფაკოლს (Ispaghol Husk) , როგორც დამატება ადექვატურ რეჰიდრატაციულ მკურნალობაზე (პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარები), რაც შეიძლება გამოყენებული იქნება ჩვენების მიხედვით

 

ურთიერთობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან
უცნობია

 

დოზის გადაჭარბება
უცნობია , ნაკლებსავარაუდოა.

 

წინააღმდეგჩვენებები
ალერგიული დაავადებები.

პრეპარატის კომპონენტების ინდივიდულაური აუტანლობა.

პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

 

გვერდითი მოვლენები
უმნიშვნელოა

 

განსაკუთრებული მითითებები:
სიროფი შეიცავს საქაროზას, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა, ასევე იმ პირებმა, რომლებიც იცავენ დაბალკალორიულ დიეტას.

 

შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში არაუმეტეს  +25˚C.

 

ვარგისიაბოს ვადა
 არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება