Meds.ge » ყველა წამალი » პეგინპოლი / peginpoli / Peginpol

პეგინპოლი / peginpoli / Peginpol

329

შემადგენლობა:

Macrogol 3350  100 გრ.

პეგინპოლი წარმოადგენს პრეპარატს საფაღარათო ეფექტით. ის რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობის და ნაწლავების არარეგულარული მოქმედების დროს. მისი მოქმედების შედეგად ხდება ნაწლავის შიგთავსის დარბილება, მოცულობის გაზრდა და პერესტალტიკის აქტივაცია. მაკროგოლო არ იწვევს ნაწლავების ლორწოვანის გაღიზიანებას, რადგან არ განიცდის გარდაქმნას და არ აბსორბირდება ნაწლავებიდან. მის გამოყენებას არ ახლავს მოვლითი ტკივილი მუცლის მიდამოში.პეგინპოლი გამოიყოფა შეუცვლელი ფეკალურ მასასთან ერთად.

მიიღება:
5-7 კგ -  2 საზომი კოვზი

7-9 კგ -  3 საზომი კოვზი

9-12 კგ -  4 საზომი კოვზი

12-15 კგ - 5 საზომი კოვზი

15-18 კგ - 6 საზომი კოვზი

18-20 კგ-  7 საზომი კოვზი

20კგ -ზე ზემოთ -15 საზომი კოვზი.

ინდივიდუალური დღეღამური დოზა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა განისაზღვროს ბავშვის წონის, შეკრულობის სიმძიმის და მკურნალობის შედეგის მიხედვით.

პრეპარატს თან ახლავს გრადუირებული კოვზი , რომლის  პირველი ხაზი შეესაბამება 0,5 გრ. მეორე -1 გრ. ხოლო ბოლო საზღვარი  2 გრ-ს

ყოველი 2 გრ. პეგინპოლის ფხვნილი იხსნება 25 მლ. წყალში.დღეღამური დოზა შეიძლება მომზადდეს წინასწარ და განაწილდეს დღეში 2 ჯერად მიღებაზე კვებებს  შორის.

დადებითი შედეგის მისაღებად  შერჩეულ უნდა იქნეს შესაბამისი დიეტა ხოლო გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად ელექტროლიტების ხსნარი .

უმჯობესია მკურნალობა დაწყებული იქნეს მაღალი დოზით,რათა მოხდეს ფეკალური საცობის მარტივად გამოყოფა.

მკურნალობის პროცესში არ გადაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.  სტაბილური შდეგის მიღბისას პრეპარატები იხსნება ეტაპობრივად დოზის შემცირებით

კომენტარის დამატება