Meds.ge » ყველა წამალი » ლოპერამიდი - ჰუმანითი / loperamidi - humaniti / Loperamide - Humanity

ლოპერამიდი - ჰუმანითი / loperamidi - humaniti / Loperamide - Humanity

94

დოზირების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები

შემადგენლობა
თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულები შეიცავს:
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი 2.0მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: A07DA03

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ლოპერამიდი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა შეადგენს 17%. კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 4 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 95%-ით. არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მეტაბოლიზდება ღვიძლში პირველი გასვლის ეფექტით, პრეპარატის 35% გამოიყოფა ნაღველთან ერთად მეტაბოლიტების სახით (გლუკორონიდების) სახით, რომლებიც ნაწლავში განიცდიან ჰიდროლიზს მიკროფლორის ზემოქმედებით. დანარჩენი გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ხოლო უცვლელი სახით გამოიყოფა პრეპარატის 1%. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10.8 საათს (9-14 სთ-ს დიაპაზონში). 

ფარმაკოდინამიკა
ლოპერამიდი წარმოადგენს დიარეის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც უკავშირდება ნაწლავის კედელზე ოპიატურ რეცეპტორს. აინჰიბირებს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას, ამცირებს პერისტალტიკას  და ზრდის ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების პერიოდს. ლოპერამიდი ზრდის ანალური სფინქტერის ტონუსს, ხელს უწყობს ფეკალური მასების შეკავებას  და დეფეკაციის გაიშვიათებას. 
ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა სეროტონინი, აცეტილქოლინი და სხვა ქოლინერგული აგონისტები მიიჩნევიან დიარეის გამომწვევებად, რომლებიც ზრდიან უჯრედშიდა კალციუმის დონეებს. უჯრედშიდა კალციუმი კალმოდულინთან ერთად ააქტიურებს ადენილციკლაზას, რომელიც იწვევს უჯრედოვანი ციკლური ნუკლეოტიდების ხელახალ ზრდას, რის შედეგადაც იზრდება ქლორიდის განვლადობა. ლოპერამიდი აინჰიბირებს კალციუმ-კალმოდულინით განპირობებული ფერმენტების ფუნქციონირებას. მოცემული მოქმედება არ უკავშირდება ოპიატურ რეცეპტორებზე ზემოქმედებას.
კლინიკური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში. 
ნაწლავის კედლის მიმართ მისი მაღალი აფინურობის და პირველადი გასვლის ძლიერი მეტაბოლიზმის გამო ლოპერამიდი თითქმის არ აღწევს სისტემურ ცირკულაციას.

გამოყენების ჩვენებები
მოზრდილებში
• მწვავე დიარეა, როგორც დამხმარე საშუალება წყალ-ელექტროლიტების სათანადო რაოდენობის მიღებასთან ერთად.
• ნაწლავის ქრონიკულ ანთებით დაავადებასთან ასოცირებული დიარეის სიმპტომური  მკურნალობა, მაგ. კრონის დაავადების და წყლულოვანი კოლიტის სპეციფიური მკურნალობის (კორტიკოსტეროიდები და სულფასალაზინი). მოცემული მდგომარეობების დროს გამოყენებისას უნდა გახორციელდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობა.
• ქირურგიული  ჩარევის შემდეგ კუჭის მოქმედების კონტროლი (ილეოსტომიის მქონე პაციენტებში).
ბავშვებში
• ხანგრძლივი დიარეა(იშვიათად გამოსაყენებლად)  სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროა დიარეის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

დოზირება და მიღების წესი
პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის და ელექტროლიტების სათანადო რაოდენობა.

მწვავე დიარეა
მოზრდილები: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 4მგ (2 კაფსულას) , შემდეგ 2მგ (ერთი კაფსულა)  ყოველი დეფეკაციის შემდეგ.  სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 16მგ -ს (8 კაფსულა). კლინიკური გაუმჯობესება, როგორც წესი შეინიშნება 48 საათის განმავლობაში.
ბავშვები: ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. 2-5 წლის ბავშვებში (20კგ ან ნაკლები), რეკომენდებულია  თხევადი ფორმის გამოყენება; 6-12 წლის ბავშვებში გამოიყენება ლოპერამიდის კაფსულები ან სითხე. 2-12 წლის ბავშვებში მოცემულია რეკომენდებული საწყისი  დოზირება: 
პირველი დღის რეკომენდებული დოზები
2-5 წლის ბავშვები (13-20კგ): 1მგ 3-ჯერ დღეში (3მგ დღეში)
6-8 წლის ბავშვები (20-30კგ): 2მგ 2-ჯერ დღეში (4მგ დღეში)
8-12 წლის ბავშვები (>30კგ): 2მგ 3-ჯერ დღეში (6მგ დღეში)

შემდგომი რეკომენდებული დოზები
მკურნალობის პირველი დღის შემდეგ, ლოპერამიდის  რეკომენდებული დოზა შეადგენს 1მგ/10კგ სხეულის წონაზე.   საერთო დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს პირველი დღის რეკომენდებულ დოზებს.
ქრონიკული დიარეა
ბავშვები: მიუხედავად იმისა, რომ ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის შესწავლა მოხდა ბავშვების მცირე რაოდენობაში, რომელთაც აწუხებდათ ქრონიკული დიარეა, პედიატრიულ  პოპულაციაში ქრონიკული დიარეის მკურნალობის თერაპიული დოზები არ დადგენილა.
მოზრდილები: საწყისი რეკომენდებული დოზაა 4მგ (2 კაფსულა) შემდეგ 2მგ (ერთი კაფსულა) ყოველი დეფეკაციის შემდეგ, ვიდრე არ შეჩერდება დიარეა, რომლის შემდეგაც ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის დოზები უნდა შემცირდეს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. მას შემდეგ, რაც დადგინდება ოპტიმალური დღიური დოზა , მისი მიღება უნდა მოხდეს ერთჯერადი ან გაყოფილი დოზის სახით.
საშუალო დღიური შემანარჩუნებელი დოზა კლინიკურ კვლევებში იყო 4-8 მგ (2-4 კაფსულა). იშვიათად გამოიყენებოდა 16მგ-ზე მეტი დოზა (8 კაფსულა). იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება 16მგ (8 კაფსულა) მიღების შედეგად 10 დღის განმავლობაში, მისი შემდგომი გამოყენებისას ვერ მოხერხდება სიმპტომების კონტროლი. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მიღება შეიძლება გაგრძელდეს, თუ დიარეის კონტროლი ვერ ხერხდება დიეტით ან  სპეფიციური მკურნალობით.

გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თირკმლის უკმარისობა
არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
ვინაიდან არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლოპერამიდის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს მსგავს პაციენტებში პირველადი გადასვლის მეტაბოლიზმის შემცირების გამო.

გვერდითი მოვლენები
დოზის რეკომენდაციების და უკუჩვენებების დაცვის შემთხვევაში არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენების განვითარება, მისი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც კი.
ადგილი ჰქონდა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას:
მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. კანზე გამონაყარი);
ყაბზობა და/ან მუცლის შებერილობა, ძალიან იშვიათად ასოცირებული ილეუსთან, განსაკუთრებით ისეთ შენთხვევებში, როდესაც არ ხდებოდა რეკომენდაციების გათვალისწინება.
გართულება, რომლის გარჩევაც დიარეის სინდრომის სიმპტომებისგან რთულია, არის: მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, გულისრევა და ღებინება, დაღლილობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე.

უკუჩვენებები
• ლოპერამიდის ჰიდროქორიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
• არ გამოიყენება პირველადი თერაპიის სახით:
• მწვავე დიზენტერია, რომელიც ხასიათდება სისხლიანი განავლით და მაღალი ცხელებით
• მწვავე წყლულოვანი კოლიტი
• ბაქტერიული ენტეროკოლიტი, რომელიც გამოწვეულია ინვაზიური ორგანიზმებით, მათ შორისაა Salmonella, Shigella, და Campylobacter
• ფსევდომემბრანული კოლიტი, რომელიც ასოცირებულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღებასთან
• ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის კაფსულების მიღება დაუშვებელია, როდესაც არ არის საჭირო პერისტალტიკის ინჰიბირება მნიშვნელოვანი გართულებების რისკის გამო, როგორიცაა ილეუსი, მეგაკოლონი და ტოქსიური მეგაკოლონი. უნდა შეწყდეს ლოპერამიდის გამოყენება ყაბზობის, მუცლის შებერილობის ან ილეუსის განვითარების შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არაკლინიკურმა მონაცემებმა გამოავლინა, რომ ლოპერამიდი არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი. ლოპერამიდის (16მგ ერთჯერადი დოზა) ქინიდინთან ან რიტონავირთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც წარმოადგენენ P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებს, იწვევდა ლოპერამიდის პლაზმური დონეების 2-3-ჯერ გაზრდას. P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან კლინიკური კავშირი ლოპერამიდის რეკომენდებული დოზების მიღებისას უცნობია.
ლოპერამიდის (4მგ ერთჯერადი დოზა) გამოყენება ინტრაკონაზოლთან, CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორთან ერთად იწვევდა ლოპერამიდის პლაზმური კონცენტრაციების 3-4-ჯერ გაზრდას. იმავე დროსს CYP3A4 ინჰიბიტორი, გემფიბროზილი ზრდის ლოპერამიდის დონეს 2-ჯერ. იტრაკონაზოლის და გემფიბროზილის კომბინაცია იწვევს ლოპერამიდის პიკური პლაზმური კონცენტრაციების ზრდას 4-ჯერ და საერთო პლაზმურ ექსპოზიციას 13-ჯერ. მოცემული ზრდა არ ასოცირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ ეფექტებთან ფსიქომოტორული ტესტების შედეგად (მაგ. ძილიანობა და ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლებითი ტესტი).
ლოპერამიდის (16მგ ერთჯერადი დოზა) და კეტოკონაზოლის კომბინაცია იწვევს ლოპერამიდის პლაზმური კონცენტრაციების ზრდას 5-ჯერ. ეს ზრდა არ ასოცირდებოდა ფარმაკოდინამიკური ეფექტების ზრდასთან პუპილომეტრით გაზომვისას.
პერორალურ დესმოპრესინთან ერთად მიღებისას იზრდება დესმოპრესინის პლაზმური კონცნტრაციები 3-ჯერ სავარაუდოდ კუჭ-ნაწლავის მოტორიკის შენელების გამო.
იმავე ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე პრეპარატების მიღებისას მოსალოდნელია ლოპერამიდის ეფექტის გაძლიერება და იმ პრეპარატების ეფქტურობის შემცირება, რომლებიც აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის შემადგენლობის ტრანზიტს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი არ გამოიყენება მწვავე დიზენტერიის დროს, რომელიც ხასიათდება სისხლიანი განავლით და მაღალი ცხელებით.
დიარეის დროს შესაძლებელია სითხის და ელექტროლიტებისგან გამოფიტვა. მსგავს შემთხვევებში, აუცილებელია სითხის და ელექტროლიტების მიღება. ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მიღება არ უშლის ხელს სითხის და ელექტროლიტების თერაპიას.
ზოგიერთ პაციენტში მწვავე წყლულოვანი კოლიტის დროს, ასევე ფსევდომემბრანული კოლიტის დროს, რომელიც ასოცირებულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მოხმარებასთან, ნივთიერებები, რომლებიც აინჰიბირებენ ნაწლავების მოტორიკას ან ნაწლავების შიგთავსის ტრანზიტის დროს, შეინიშნებოდა ტოქსიური მეგაკოლონის განვითარება.
ლოპერამიდის თერაპია უნდა შეწყდეს მუცლის შებერილობის, ყაბზობის ან ილეუსის განვითარების დროს.
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მიღება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს მცირე ასაკის ბავშვებში  მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში ეფექტის დიდი განსხვავების გამო. დეჰიდრატაციამ, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის მიმართ პასუხზე.

სიფრთხილის ზომები
მწვავე დიარეის დროს, თუ არ შეინინშნება კლინიკური გაუმჯობესება 48 საათის განმავლობაში, ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უნდა მოხდეს ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტების მონიტორინგი ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიურობის ნიშნების გამოსავლენად პირველადი გასვლის ბიოტრანსფორმაციის არსებობის გამო.

ინფორმაცია პაციენტებისთვის
პრეპარატით მკურალობის 2 დღის შემდეგ ეფექტის არარსებობის, სისხლიანი განავალის ან მაღალი ცხელების არსებობის შემთხვევაში,  უნდა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (სტუპორი, კოორდინაციის დარღვევები, ძილიანობა, მიოზი, კუნთების ჰიპერტონია, სუნთქვის დათრგუნვა) და ილეუსი. ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან ცნს-ს ეფექტების მიმართ ვიდრე მოზრდილები.
მკურნალობა: ჭარბი დოზირების სიმპტომების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნალოქსონის მიღება ანტიდოტის სახით. ლოპერამიდის მოქმედების ხანგრძლივობა მეტია ნალოქსონზე (1-3 საათი). შესაძლებელია დაინიშნოს ნალოქსონით განმეორებითი მკურნალობა. ამიტომ, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი 48 საათის განმავლობაში, იმისათვის რომ გამოვლიდნეს  ცნს-ს შესაძლო  დათრგუნვა.

წამლის ფორმა და შეფუთვა
10 კაფსულა ბლისტერზე.  3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს  250С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
36 თვე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება