Meds.ge » ყველა წამალი » პეპსანი / pepsani / PEPSANE

პეპსანი / pepsani / PEPSANE

139
შემადგენლობა
გუაიაზულინი     300 მგ
დიმეტიკონი 4 მგ
დამხმარე საშუალებები
ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი (70%; არაკრისტალიზებული), პატენტირებული ლურჯი V (E131), ტიტანის დიოქსიდი (E171).
489 მგ კაფსულისათვის
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება საყლაპავი მილის ტკივილის და წვის სამკურნალოდ, ასევე კუჭის ტკივილის, წვისა და მომატებული მჟავიანობის სამკურნალოდ. 
გაფრთხილება
პრეპარატი არ გამოიყენება გარკვეულ შემთხვევებში
რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული გაფრთხილებები
თუ სიმტომები არ გაქრება ათი დღის განმავლობაში ან თუ ტკივილს თან ახლავს ტემპერატურა და/ან ღებინება, აუციელებელია ექიმთან კონსულტაცია.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მკურნალობის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს სტრესს, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, აგრეთვე ძალიან ცხარე საკვებს და ზოგიერთი პრეპარატის მიღებას (ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წვა ან მომატებული მჟავიანობა. 
რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
რამდენიმე პრეპარატთან პოტენციური ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტმა სისტემატიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს ყველა სხვა მიმდინარე მკურნალობის შესახებ.
ორსულობა და ლაქტაცია
ნორმალურ პირობებში გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციის მიღება.
დოზირება და მიღების წესი
გამოიყენება პერორალურად.
1 კაფსულა უნდა გადაიყლაპოს ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით ტკივილის განვითარებისას. ჩვეულებრივ, არავითარი აზრი არ აქვს დღეში 4-ზე მეტი კაფსულის მიღებას. თუ დოზა საკმარისი არ არის ტკივილის მოსახსნელად, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ეს პრეპარატი ენიშნება კონკრეტულ პაციენტს კონკრეტული ჩვენების გამო:
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება სხვა სიტუაციაში
- არ შეიძლება მესამე პირისათვის რეკომენდაციის გაწევა ამ პრეპარატის მისაღებად. 
არასასურველი გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა აქტიური პროდუქტის მსგავსად, ამ პრეპარატმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად არასასურველი გვერდითი ეფექტები. ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის წესი
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის განსაკუთრებული პირობები: 
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე

კომენტარის დამატება