Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მოძრაობის დაავადება

მოძრაობის დაავადება

146

მოძრაობის დაავადება არის ისეთი უსიამოვნო სიმპტომების ერთიანობის ამსახველი ტერმინი, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება და თავბრუ, რომლებიც ვლინდება მგზავრობისას.

ის ცნობილია აგრეთვე მოგზაურობის, ზღვის, ავტომობილისა ან საჰაერო დაავადებების სახელით.

საწყისი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • სიფერმკრთალე
  • ცივი ოფლი
  • თავრბუსხვევა
  • ჭარბი ნერწყვი
  • ღებინება.

ზოგიერთები განიცდიან დამატებით სიმპტომებსაც:

  • აჩქარებული, ზერელე სუნთქვა
  • თავის ტკივილი
  • ძილიანობა
  • დაღლილობა.

უმეტეს შემთხვევაში, მოძრაობის დაავადების სიმპტომები ქრება გამომწვევ მიზეზთან სხეულის ადაპტირებასთან ერთად.

მაგალითად, გემით მგზავრობისას სიმპტომები შეიძლება შემსუბუქდეს რამდენიმე დღეში. თუმცა, ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი ვერ ეგუება და სიმტპომები გრძელდება გამომწვევი გარემოს შეცვლამდე.

მოძრაობის დაავადება შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ზოგიერთი არის უფრო მგრძნობიარე მის მიმართ. ქალები ხშირად განიცდიან მოძრაობის დაავადებას, განსაკუთრებით მენსტრუალური ციკლის (periods) ან ფეხმძიმობისას.შაკიკის (migraines) მქონე პირებში უფრო დიდია მოძრაობის დაავადების განვითარების ალბათობა, დამოუკიდებლად ან შაკიკის შეტევასთან ერთად.

მოძრაობის დაავადება უფრო გავრცელებულია 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12 წლის ზევით, თინეიჯერთა უმეტესობა ამ მდგომარეობიდან გამოდის.

რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

ექიმის დახმარება მოძრაობის დაავადების დროს საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სიმპტომები არ ქრება მოგზაურობის შეწყვეტის შემდეგაც. ოჯახის ექიმს შეუძლია გამოავლინოს თქვენი სიმტპომების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა შიგნითა ყურის ვირუსული ინფექცია (labyrinthitis).

რა იწვევს მოძრაობის დაავადებას?

მოძრაობის დაავადების, როგორც წესი, ასოცირებულია ავტომობილით, გემით, თვითმფრინავით ან მატარებლით მგზავრობასთან. თუმცა, შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს სხვადასხვა ატრაქციონზე და ისეთი ფილმების ყურებისას ან კომპიუტერული თამაშებით გართობისას, რომლებშიც გამოსახულებები სწრაფად იცვლება. მოძრაობის დაავადება სავარაუდოდ, ვლინდება, როდესაც შეუთავსებლობაა თვალით აღქმულსა და ყურით გაგონილს შორის.

თავის ტვინში ინახება ინფორმაცია, თუ სად იმყოფებით და როგორ მოძრაობთ. ის მუდმივად ახლდება თვალითა და ვესტიბულარული აპარატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. ვესტიბულარული აპარატი არის ნერვების, არხებისა და სითხეების ის ქსელი შიგნითა ყურში, რომელიც ანიჭებს ტვინს მოძრაობისა და წონასწორობის უნარს.

თუ ამ ორ სისტემაში ინფორმაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, თავის ტვინი ვეღარ აახლებს არსებულ სტატუსს და შედეგად ჩამოყალიბდება მოძრაობის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, გულისრევა და ღებინება.

მაგალითად, მოძრაობის დაავადება შეიძლება განვითარდეს ავტომობილით მგზავრობისას, რადგან თვალები აუწყებენ თავის ტვინს 30 მილი/სთ სიჩქარით მოძრაობას, ხოლო ვესტიბულარული აპარატის თანახმად სხეული არის გაუნძრევლად.

არსებობს ასოციაცია მოძრაობის დაავადებასა და შაკიკს შორისაც (migraine), რომლის დროსაც თავრბუსხვევა დომინირებს თავის ტკივილთან შედარებით. ეს ცნობილია ვესტიბულარული შაკიკის სახელწოდებით. თუ გაქვთ თავბრუსხვევის ეპიზოდები და მოძრაობის დაავადება ანამნეზში, თქვენ შესაძლოა აღმოგაჩნდეთ ვესტიბულარული შაკიკი.

მოძრაობის დაავადების მკურნალობა

მოძრაობის დაავადების მსუბუქ სიმპტომებთან გამკლავება შესაძლოა ისეთი ხერხებით, როგორებიცაა მზერის მიპყრობა ჰორიზონტისაკენ ან ყურადღების გადატანა, მაგალითად, მუსიკის მოსმენა.

სხვა გზები, რომლებსაც დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მიმართოთ:

  • შეინარჩუნეთ უმოძრაობა - ტრანსპორტში, შეძლებისდაგვარად, აირჩიეთ შუაში მდებარე ადგილები, რადგანაც აქ ნაკლებად იგრძნობთ გადაადგილებას. გამოიყენეთ ბალიში ან ფიქსატორი, რათა გააჩეროთ თავი მაქსიმალურად უძრავად.
  • უყურეთ სტაბილურად რაიმე ობიექტს - მაგალითად, ჰორიზონტს. კითხვა ან თამაში შესაძლოა სიმპტომების გაუარესების მიზეზი გახდეს. თვალების დახუჭვამ შეიძლება შვება მოგანიჭოთ.
  • სუფთა ჰაერი - გააღეთ ფანჯრები ან გადადით გემის უმაღლეს წერტილში, რათა მოერიდოთ ზედმეტ სიცხეს და ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი.
  • მოდუნდით - მოუსმინეთ მუსიკას, თან ისუნთქეთ ან რაიმე მენტალურ აქტივობას მიმართეთ, მაგალითად, უკუთვლას 100-დან.
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე - არ იღელვოთ მოგზაურობის შესახებ. ნერვიულობის შემთხვევაში მოძრაობის დაავადების გამოვლენის მეტი შანსია.

ასევე, მოერიდეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებას მოგზაურობამდე. შეინარჩუნეთ სითხის შემცველობა ორგანიზმში წყლის დალევით.  

მედიკამენტური მკურნალობა

უფრო მძიმე მოძრაობის დაავადების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური მკურნალობა. როგორც წესი, წამლები უმჯობესია მიიღოთ გამგზავრებამდე, სიმპტომების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ჰიოსცინი

ჰიოსცინი (Hyoscine),რომელიც ცნობილია როგორც სკოპოლამინი (scopolamine), ფართოდ გამოიყენება მოძრაობის დაავადების სამკურნალოდ. მისი მოქმედების მექანიზმი, სავარაუდოდ, მდგომარეობს ვესტიბულარული აპარატიდან წამოსული გარკვეული ნერვული სიგნალების დაბლოკვაში.

ჰიოსცინი ხელმისაწვდომია აფთიაქებში. ეფექტურობისთვის უნდა მიიღოთ მგზავრობამდე. თუ მოგზაურობა ხანგრძლივია, მაგალითად ზღვით ტრანსპორტირებისას, ჰიოსცინის პლასტირების მოხმარებაა რეკომენდირებული, რომლებიც მოქმედებს სამი დღის განმავლობაში.

ჰიოსცინის გავრცელებული გვერდითი მოვლენებია ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა და თავბრუსხვევა. ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება ავტომობილის მართვისას.

ჰიოსცინი სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, მოხუცებში და გარკვეული ისეთი პათოლოგიის მქონე პირებში, როგორიცაა ეპილეფსია (epilepsy) ან გულის, თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.

ანტიჰისტამინები

ანტიჰისტამინები (Antihistamines) გამოიყენება ალერგიის სიმპტომების დროს (symptoms of allergies), მაგრამ ასევე სასარგებლოა გულისრევისა და ღებინებისას. ჰიოსცინთან შედარებით ისინი ნაკლებად ეფექტურია მოძრაობის დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ იწვევენ უფრო ცოტა გევრდით მოვლენას.  

ჩვეულებრივ, ისინი მიიღება აბების სახით, გამგზავრებამდე ერთი ან ორი საათით ადრე. ხანგრძლივი მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის დამატება ყოველ რვა საათში. ჰიოსცინის მსგავსად ზოგიერთ ანტიჰისტამინს შეუძლია ძილიანობის გამოწვევა.

თქვენ ფარმაცევტს შეუძლია გაგიწიოთ კონსულტაცია.

დამატებითი თერაპიები

რამოდენიმე დამატებითი თერაპიაა ნაჩვენები მოძრაობის დაავადების სამკურნალოდ, თუმცა მტკიცებულებები მათ ეფექტურობასთან დაკავშირებით გაურკვეველია.  

ჯინჯერი  

მოძრაობის დაავადების სიმპტომების განვითარების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა დაგვეხმაროს ჯინჯერის საკვები დანამატები ან მისი სხვა პროდუქტები, ჯინჯერის ბისკვიტი ან ჩაი. ზოგჯერ ჯინჯერს იყენებენ სხვა ტიპის ღებინების გასამკლავებლადაც, როგორიცაა დილის დაავადება (morning sickness) ორსულობისას.

მიუხედავად იმისა რომ მეცნიერული მტკიცებულება ჯინჯერის სარგებელზე მოძრაობის დაავადების მკურნალობაში ძალიან მცირეა, მას აქვს ღებინებისა და გულისრევის დროს გამოყენების დიდი ისტორია.  

ჯინჯერის დანამატების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან მის ურთიერთქმედებაზე სხვა მედიკამენტებთან.

აკუპრესურის სახვევები

აკუპრესურის სახვევები თავსდება მაჯებზე. ისინი წნევით მოქმედებენ მაჯის გარკვეულ წერტილებზე წინამხრის ორ მყესს შორის.

ზოგიერთი თერაპევტი ამტკიცებს, რომ მათი გამოყენება გვეხმარება მოძრაობის დაავადების მკურნალობაში. თუმცაღა აკუპრესურის სახვევები არ განაპირობებენ გვერდით მოვლენებს, მათი ეფექტურობის დამდასტურებელი მეცნიერული მტკიცებულება ძალზე მცირეა.

კომენტარის დამატება