Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მოუნელებლობა (დისპეპსია)

მოუნელებლობა (დისპეპსია)

329

საკვების მოუნელებლობა, შეიძლება ვლინდებოდეს მუცლის ზედა ნაწილში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნებით (დისპეპსია) ან გულ-მკერდის მიდამოში მწველი ტკივილის სახით (გულძმარვა).

დისპეპსია და გულძმარვა შეიძლება გამოვლინდეს ერთდროულად ან ცალ-ცალკე. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება საჭმლის ან სასმელის მიღების შემდეგ.

მისი ძირიტადი სიმპტომებია:

  • სავსეობის (დანაყრებულობის), ან შებერილობის შეგრძნება
  • გულისრევის შეგრძნება
  • ბოყინი
  • საყლაპავ მილში სითხის ან საკვების ამოსვლა.

მოუნელებლობა არის ხშირი პრობლემა, რაც აწუხებთ ადამიანებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი მდგომარეობაა და მხოლოდ შემთხვევით ვლინდება.

რატომ ხდება ასე

მოუნელებლობა გამოწვეულია კუჭის მჟავების მიერ საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენი მგრძნობიარე, დამცავი გარსის დაზიანებით. კუჭის მჟავა შლის ამომფენ გარს, და იწვევს ანთებით პროცესს (ტკივილი, შესიება).ეს იწვევს მოუნელებლობის სიმპტომების წარმოქმნას.

უმეტეს შემთხვევაში, მოუნელებლობა დაკავშირებულია კვებასთან, თუმცა იგი შეიძლება იყოს გამოწვეული სხვა ფაქტორებითაც, როგორიც არის მოწევა, ალკოჰოლი, ორსულობა, სტრესი და კონკრეტული მედიკამენტები.

მოუნელებლობის მკურნალობა სახლის პირობებში

მოუნელებლობის მკურნალობას ადამიანთა უმრავლესობა ახერხებს სახლის პირობებშიც, მათი ცხოვრების სტილისა და კვების რაციონის მცირედი ცვლილებებით, ან სხვადასხვა წამლებით, როგორიცაა მაგალითად ანტაციდები. 

იხილეთ ასევე თუ როგორ უნდა შევამციროთ მოუნელებლობის პრობლემა ორსულობისას.

ძალიან იშვიათ შემთხევვებში მოუნელებლობას იწვევს არსებული დაავადება. თუ არსებობს ეჭვი ამის შესახებ, მიზეზის დასადგენად, საჭირო იქნება დამატებითი გამოკვლევა, როგორიცაა ენდოსკოპია (იხილეთ ქვემოთ).

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

ადამიანების უმეტესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუმცა აუცილებელია მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ:

  • ხართ 55 წლის, ან მეტის
  • უმიზეზოდ დაიკელით წონაში
  • გაქვთ გაძნელებული ყლაპვა (დისფაგია)
  • მუდმივად გაწუხებთ ღებინება
  • გაქვთ რკინა-დეფიციტური ანემია 
  • გაქვთ სიმძიმის შეგრძნება კუჭში
  • ნაღებინებ მასაში, ან განავალში აღინიშნება სისხლი.

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს გამოწვეული თანხმლები დაავადებით, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, როგორიცაა გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი.

თუ ეს არის გამომწვევი მიზეზი, მაშინ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ენდოსკოპიის ჩატარება. ენდოსკოპია არის პროცედურა, როდესაც ენდოსკოპის მეშვეობით ორგანოებს შიგნიდან ათვალიერებენ (ენდოსკოპი - თხელი, დრეკანი მილი, რომელსაც ბოლო ნაწილში აქვს სინათლე და კამერა).

მძიმე მოუნელებლობამ, შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ხანგრძლივი პრობლემები, როგორიც არის საყლაპავი მილის დანაწიბურება, ან კუჭის

კომენტარის დამატება