Meds.ge » ყველა წამალი » ჟოსტერინი / josterini / Josterin

ჟოსტერინი / josterini / Josterin

205

შემადგენლობა

ხეშავის დაწვრილმანებული ნაყოფები 0,297 გ.
(Fructus Rhamni catharticae)
კალციუმის სტეარატი 0,003 გ.
კაფსულის შიგთავსი – 0,3გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჟოსტერინის კაფსულების შემადგენლობაში შედის ხეშავის ნაყოფების ფხვნილი, რომელიც შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (4%), მათ შორის ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანოლს (იგივე გლუკოფრანგულინი), რამნოქსანტინს (ფრანგულინი) და ფრანგულა-ემოდინის ბიოზიდს _ ჟოსტერინს. ნაყოფების ფხვნილი ასევე შეი¬ცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანებს, ფისებსა და ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რამნეტინი, კემპფეროლი, რამნო¬ცი¬ტრინი). ჟოსტერინის კაფსულებს გააჩნიათ საფაღარათო მოქმედება, რაც განპირო-ბებულია მასში ანტრაგლიკოზიდების შემცველობით. აღნიშნული ნივთიერებები აღიზი¬ანე¬ბენ ნაწლავების ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ პერისტალტიკას, მოქმედებენ მსხვილ ნაწლავზე და განაპირობებენ მის სწრაფად დაცლას.

ჩვენებები
გამოიყენება ატონიური და სპასტიური ყაბზობისას. ძირითადი მოქმედების გარდა, ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ, შემომ¬გარსველ, ბაქტერიციდულ თვისებებს. რეკომენდებულია კოლიტის, ბუასილის, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების დროს.

მიღების წესები და დოზები
1 კაფსულა დღეში ერთხელ ძილის წინ, ყოველ მეორე დღეს. 
მიღების ხანგრძლივობა და ინტერვალი დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ჰემორაგიული სისხლდენა; 
• ქრონიკული ქოლეცისტიტი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები:ინახება ოთახის ტეპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება