Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)

მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)

171

მეხზიერების დაკარგვა, რომელსაც ამნეზიას უწოდებენ, ხდება, როდესაც ადამიანი კარგავს ინფორმაციისა და მოვლენების (რომლებსაც ნორმალურ მდგომარეობაში დაიმახსოვრებდნენ) დამახსოვრების შესაძლებლობას.

ეს ინფორმაცია ან მოვლენა შესაძლებელია იყოს ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც მოხდა რამდენიმე წამის, ან წუთის წინ, ან დასამახსოვრებელი შემთხვევა, რომელიც წარსულში მოხდა. მეხსიერების დაკარგვა შეიძლება დაიწყოს უეცრად, ან შეიძლება თანდათანობით გაუარესდეს გასული წლის განმავლობაში, ან უფრო მეტში.

ნორმალურია, როდესაც ასაკთან ერთად ნელ-ნელა გავიწყდებათ წვრილმანები. თუმცა მეხსიერების დაკარგვა შეიძლება იყოს, რომელიმე უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი და აუცილებლად უნდა ესტუმროთ თქვენ პირად ექიმს.

მეხსიერების დაკარგვა შესაძლებელია დიდი ტკივილის მომყენებელი იყოს, როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვისაც. ახლობლებმა შეიძლება ივარაუდონ, რომ მდგომარეობა გამოწვეულია დემენციით, თუმცა ხშირ შემთხვევებში ეს ასე არ არის.

შემდეგი ინფორმაცია თქვენ გეუბნებათ:

  • რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ნერვიულობთ მეხსიერების დაკარგვაზე
  • როგორ უნდა აღმოაჩინოთ, თუ ეს გამოწვეულია დემენციით
  • მეხსიერების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზები (მაგრამ ამაზე დაყრდნობით არ დაუსვათ საკუთარ თავს დაიგნოზი;)
  • როგორ ვაკონტროლოთ ცუდი დამახსოვრების უნარი.

რა უნდა მოიმოქმედოთ თუ ნერვიულობთ მეხსიერების დაკარგვის შესახებ

თუ თქვენ ნერვიულობთ თქვენი ან თქვენი ახლობლის მეხსიერების დაკარგვის შესახებ, მიაკითხეთ პირად ექიმს.

ის შეგეკითხებათ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან კითხვას სიმპტომების, ოჯახური ისტორიის და ცხოვრების წესის შესახებ. ასევე შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი.

მეხსიერების დაკარგვის ბევრი მიზეზი არსებობს. ეს დამოკიდებულია მის ტიპზე.

ექიმებმა მეხსიერება რამოდენიმე კატეგორიად დაყვეს:

  • სწრაფი მეხსიერება, როგორიცაა ხმები, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე წამი ინახება;
  • ხანმოკლე ან ახლო წარსულის მეხსიერება, როგორიც არის ტელეფონის ნომრები, რომელიც ტვინში 15-20 წამი რჩება. ტვინს შეუძლია შეინახოს 7 სხვადასხვა სახის ხანმოკლე ინფორმაცია, დროის ნებისმიერ მონაკვეთში
  • ხანგრძლივი ან დისტანციური მეხსიერება - უფრო მუდმივი მოგონებები, რომლებიც გაძლიერდა, რადგან გონებაში მათ ხშირად იხსენებდით.

თუ პირადი ექიმი იფიქრებს რომ საჭიროა შემოწმება დემეციაზე, მაშინ ის გაგაგზავთ სპეციალისტთან დამატებით გამოკვლევაზე.

შეიძლება მეხსიერების დაკარგვა იყოს დემენცია?

თუ თქვენ ამას კითხულობთ იმიტომ, რომ გგონიათ გაქვთ დემენციის, ნიშნები შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან იდი ალბათობით ეს ასე არ იქნება. ადამიანი ვისაც აქვს დემენცია, ვერ ხვდება, რომ აქვს მეხსიერების დაკარგვა, ან უარყოფს მას.

თქვენი მეხსიერების დაკარგვის გამომწვევი მიზეზი, დიდი ალბათობით უფრო მეტად ხშირი და განკურნებადი პრობლემა იქნება, როგორიცაა დეპრესია.

თქვენ ასევე შეიძლება ნერვიულობდეთ, რომ თქვენს ახლობელს აქვს დემენცია. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ 65 წელს გადაცილებულთა დაახლოებით 40 % -ს აქვს მეხსიერების გარკვეული პრობლემები და მხოლოდ 15%-ს უვითარდება დემენცია ყოველწლიურად.

თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა, თქვენი ახლობლის მიერ თავისი მეხსიერების პრობლემების უარყოფის, ან არცოდნის გამო, შეიძლება ძალიან ძნელი აღმოჩნდეს დაარწმუნოთ, რომ გამოგყვეთ ექიმთან. შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია „როგორ ვაიძულოთ ახლობელი მოინახულოს ექიმი“ (how to persuade your relative to see a doctor (PDF, 849Kb)).

დემენციის ნიშნები

როგორც ზოგადი მაჩვენებლები:

  • დემენცია ძირითადად უვითარდება 65 წელს ასაკს გადაცილებულ ადამიანებს
  • ადამიანს, ვისაც აქვს დემენცია გაუჭირდება ახლო წარსულში და აწმყოში განვითარებული მოვლენები, მაგრამ შეუძლია გაიხსენოს მოვლენები, რომლებიც მოხდა დიდი ხნის წინ. რაც ნიშნავს, რომ თუ ხანგძლივი მეხსიერებაც არის გაუარესებული ეს დიდი ალბათობით არ იქნება დემენცია.
  • მეხსიერების დაკარგვა არ ხდება უცებ, მაგრამ დროთა განმავლობაში უარესდება.

წაიკითხეთ მეტი დემენციის სიმპტომების შესახებ.

მეხსიერების დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზები

ექიმების დაკვირვებით, ადამიანები, რომლებიც უჩივიან მეხსიერების გაუარესებას, დიდი ალბათობით ექნებათ:

  • შფოთვა
  • სტრესი
  • დეპრესია

 მათი მეხსიერების დაკარგვა განპირობებულია ცუდი კონცენტრაციით და ინტერესის არ ქონით. ძილის პრობლემები აუარესებენ მდგომარეობას.

ამ შემთხვევაში, ექიმი გირჩევთ მიიღოთ ანტიდეპრესანტული წამლები. თუ გაქვთ დეპრესია, ან შფოთვა, მეხსიერების პრობლემები გაუმჯობესდება, დეპრესიის, ან შფოთვის პრობლემის მოგვარებასთან ერთად.

ასაკოვანი ადამიანს, ვისაც აქვს მეხსიერების დაკარგვა დიდი ალბათობით ექნება დეპრესია, თუ მათ ასევე აქვთ ქცევისა და ხასიათის ცვლილებები, როგორიცაა ზედმეტი უსარგებლო ნივთების დაგროვება სახლში (არეულად) (hoarding), ან ცუდი ხასიათი.

მეხსიერების დაკარგვის გამომწვევი სხვა მიზეზებია:

  • თავის ტრავმა, მაგალითად ავტოავარიის შემთხვევაში
  • ინსულტი, რომელიც ტვინის ნაწილს სისხლის მომარაგებას უწყვეტავს, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის სიკვდილს.

ესენი იწვევენ მეხსიერების უცებ დაკარგვას, რომლის დროსაც ან დაგავიწყდებათ მოვლენები, რომლებიც მოხდა ტრავმის წინ (რეტროგრადული ამნეზია), ან დაგავიწყდებათ მოვლენები ტრავმის შემდეგ ტრამვის მერე (ანტეროგრადული ამნეზია)

მეხსიერების დაკარგვის იშვიათად გამომწვევი მიზეზები

იშვიათად, მეხსიერების დაკარგვა შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარისს რაოდენობის ჰორმონებს
  • კონკრეტული წამლები, როგორიცაა სედატიური და ზოგიერთი პარკისონის დაავადების სამკურნალო საშუალებები
  • ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება დიდი ხნის პერიოდში
  • ტვინის ზედაპირული სისხლდენა (subarachnoid haemorrhage)
  • B1 ვიტამინის (თიამინის - thiamine) ნაკლებობა, მაგალითად მომნელებელი სისტემის პრობლემის გამო;
  • ე.წ. “ტრანზიენტული გლობალური ამნეზია” - ტვინის ნაწილში სისხლის მიწოდების პრობლემები, რომელიც იწვევს გონების დაკარგვას უეცარ ეპიზოდებს, რომელიც შემდეგ უკვე აღარ ახსენდებათ
  • ე.წ. “ფსიქოგენური ამნეზია” - სტრესული ან ტრავმული მოვლენა, რომელიც იწვევს მეხსიერების დაბლოკვას და ადამიანი რჩება მნიშვნლოვანი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის გარეშე
  • ტვინის სიმსივნე.

დააჭირეთ ლინკებს მეტი ინფორმაციის მისაღებად.

სუსტი მეხსიერების ადამიანებისთვის დასახმარებელი რჩევები

  • ყოველდღიური მოხმარების ნივთები, როგორიცაა მაგალითად მანქანის გასაღები, ყოველთვის შეინახეთ ერთი და იგივე ადგილზე და ეცადეთ ყოველთვის გააკეთოთ რუტინული სამუშაო იგივე მიმდევრობით
  • ჩაიწერეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეინახეთ ფურცელი და კალმისტარი ტელეფონთან ახლოს
  • აწარმოეთ დღიური სამსახურში და სახლში, რომ გაიხსენოთ მნიშვნელოვანი საქმეები
  • გამოიყენეთ მაღვიძარა საათი, გასაკეთებელი საქმეების, ან ქმედებების გასახსენებლად, როგორიცაა მაგალიტად ღუმელიდან კერძის გამოღება
  • გაუმეორეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის ჩაწერას ვერ ახერხებთ თქვენს კოლეგას, ან მეგობარს და თხოვეთ დაიმახსოვროს თქვენთვის.

კომენტარის დამატება