Meds.ge » ყველა წამალი » დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი სიროფი / dopelherci® aqtivi cinkodini sirofi / Doppel herz Cincodin

დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი სიროფი / dopelherci® aqtivi cinkodini sirofi / Doppel herz Cincodin

420

თუთიის სათანადო დონის უზრუნველყოფა არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობა. რადგან  თუთია საჭიროა 400-ზე მეტი ფერმენტის მოქმედებისათვის,  ის მონაწილეობს  ყველა არსებითად მნიშვნელოვან მეტაბოლურ პროცესში. ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ნორმალურ მხედველობას და კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობას. გარდა ამისა, თუთია მნიშვნელოვანია ძვლის მეტაბოლიზმისთვის, რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერებისათვის.

დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი  სიროფი აერთიანებს მაღალი კონცენტრაციის თუთიის გლუკონატს სატრანსპორტო ნივთიერება ჰისტიდინთან, ამინომჟავასთან, რომელიც აუმჯობესებს თუთიის შეწოვის სიჩქარეს. ამგვარად დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი  სიროფი საშუალებას იძლევა ორგანიზმში სწრაფად შეივსოს თუთიის მარაგი.

დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი  სიროფი ასევე შეიცავს ვიტამინ C- ს, რომელიც ხელს უწყობს თუთიის მოქმედებას იმუნურ სისტემაზე. ვიტამინი C და თუთია ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები  და  ამგვარად ანელებენ კანის დაბერებას. ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს დაღლილობის  შემცირებას.

თხევადი ფორმის წყალობით ადვილად ხდება დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი  სიროფის ათვისება, ასე რომ პროდუქტი იდეალურია ბავშვების, მოზრდილებისა და მოხუცებისათვის.

5 მლ ცინკოდინის სიროფი შეიცავს:

155 მგ თუთიის გლუკონატს, რაც შეესაბამება 20 მგ თუთიას, 25 მგ L- ჰისტიდინს, 40 მგ C ვიტამინს.

მიღების წესი:

ასაკი

დღიური დოზა

0 - 4    წელი

ექიმთან კონსულტაციის შესაბამისად

4 - 9     წელი

1,25 მლ (5 მგ თუთია)

10 - 12 წელი

2,5 მლ (10 მგ თუთია)

12 წლის ზემოთ

5 მლ (20 მგ თუთია)


რეკომენდაციები:

  • მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
  • მიიღეთ მხოლოდ პერორალურად.
  • არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას! გადაჭარბებულ მოხმარებას შეიძლება ჰქონდეს ლაქსატიური ეფექტი.
  • საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად.
  • პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ენერგეტიკული ღირებულება:

5 მლ შეესაბამება 6 კკალ / 25 კჯ.

 

არ შეინახოთ 25 ° C მაღალი ტემპერატურის პირობებში. გახსნის შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას და მოიხმარეთ 1 თვის განმავლობაში.

კომენტარის დამატება