Meds.ge » ყველა წამალი » სიროფი „იმუნ აკუთი“ / sirofi „imun akuti“ / Immune Akut

სიროფი „იმუნ აკუთი“ / sirofi „imun akuti“ / Immune Akut

111

სიროფი იმუნ აკუთი შესაფერისია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. იგი არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, საღებავებს.

სიროფი იმუნ აკუთი შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უნიკალურ კომბინაციას: აცეროლის ხილის ექსტრაქტს, შავი ანწლის ექსტრაქტს, ნუკლეოტიდებს და თუთიას. ეს სიროფი რეკომენდებულია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გამოჯანმრთელების პერიოდებში. სიროფის  გამოყენება შეიძლება მოზრდილებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ვიტამინი C, შავი ანწლი და თუთია უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სიჯანსაღეს. გარდა ამისა, ვიტამინი C ასევე ხელს უწყობს სწორ მეტაბოლიზმს, რაც მნიშვნელოვანია ენერგიის გამომუშავებისა და დაღლილობის შემცირებისთვის.

შავი ანწლი ხელს უწყობს ფილტვების სწორ მუშაობას. იგი შეიცავს C და A ვიტამინებს, B ჯგუფის ვიტამინებს, პოლიფენოლებს, ანტოციანინს.

აცეროლი ასევე ცნობილი, როგორც ბარბადოსის ალუბალი, არის C ვიტამინის ძალიან მდიდარი ბუნებრივი წყარო; იგი შეიცავს 30-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს, ვიდრე ციტრუსი.

იმუნ აკუთი ხსნადი სიროფი  შეიცავს თუთიას, წყალში ხსნადი თუთიის ნაერთის - თუთიის გლუკონატის სახით.

ნუკლეოტიდები არის მოლეკულები, რომლებიც გვხვდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბირთვში და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. სწრაფად მზარდი ქსოვილების უჯრედები, სისხლწარმომქმნელი და იმუნური უჯრედები საჭიროებენ ნუკლეოტიდების ყველაზე მეტ რაოდენობას. ორგანიზმს ნუკლეოტიდების მომატებული მოთხოვნილება აქვს ბავშვობს ზრდის პერიოდში, აგრეთვე ქსოვილების რეგენერაციის დროს და გამოჯანმრთელების პერიოდებში, სტრესისადა ორგანიზმის გამოფიტვის დროს, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში.

რეკომენდებული დოზა: 

მიიღეთ 7 დღის განმავლობაში მწვავე შემთხვევებში:

1–3 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 5 მლ დღეში ერთხელ

3–12 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 10 მლ დღეში ერთხელ

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 15 მლ სიროფის დღეში ერთხელ

 

გრძელვადიანი გამოყენებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზა:

1–3 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 2,5 მლ დღეში ერთხელ

3–12 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 5 მლ დღეში ერთხელ

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები სიროფის 10 მლ დღეში ერთხელ

შეფუთვა: 105 მლ

აქტიური ინგრედიენტი

5 მლ-ში

15 მლ-ში

აცეროლას ხილის ექსტრაქტი 12-15:1 (Malpighiapunicifolia)
რომელთაგან ვიტამინი C

236,0 მგ
40,0 მგ

 708,0 მგ
120,0 მგ

ნუკლეოტიდები

30,0 მგ

90,0 მგ

შავი ანწლის ექსტრაქტი 64:1 (Sambucusnigra)

25,0 მგ

75,0 მგ

თუთია

4,0 მგ

12,0 მგ

შემცველობა: გაწმენდილი წყალი, საქაროზა, აცეროლას ხილის ექსტრაქტი, ნუკლეოტიდები, შავი ანწლის ექსტრაქტი, თუთიის გლუკონატი, მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, კალიუმის აცეტატი

კომენტარის დამატება