Meds.ge » ყველა წამალი » ოლიგოფერი / oligoferi / Oligofer

ოლიგოფერი / oligoferi / Oligofer

217

შემადგენლობა:
1. ელემენტარული რკინა(რკინის ბისგლიცინატი)-30მგ

  1. ვიტამინი C-60მგ


მოქმედების მექანიზმი:
ოლიგოფერი წარმოადგენს რკინადეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალო/დამხმარე საშუალებას, რომლის ეფექტურობა განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების სინერგიული მოქმედებით.

 

პრეპარატში წარმოდგენილია რკინის ბისგლიცინატი, რომელიც არის ხელატური ფორმა და რკინის სხვა ნაერთებისგან განსხვავებით შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, ხანგრძლივად დეპონირდება და არა აქვს რკინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. რკინის ბისგლიცინატში რკინა წარმოდგენილია ორვალენტიანი ფორმით.

ოლიგოფერის ეს დამახასითებელი თვისებები განაპირბებს მის მაღალ ეფექტურობას.

ვიტამინი C არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უწყობს რკინის შეწოვის კიდევ უფრო გაზრდას.


ჩვენებები:
1. რკინადეფიციტური ანემია
2. ანემია გამოწვეული ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენით
3. მენო-მეტრორაგიები
4. ანემია ორსულებსა და მეძუძურ ქალებში
5. პოსტოპერაციული ანემია

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტების მიმართ, ღვიძლის უკმარისობა, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი მიიღება ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან და ლაქტაციის დროს.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა:
საპროფილაქტიკოდ მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. სამკურნალოდ მისი დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.

შენახვის პირობები:
ოლიგოფერი ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 

გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთში #30 ფერმენტრეზისტენტული კაფსულა

კომენტარის დამატება