Meds.ge » ყველა წამალი » მენოკომფორტი / menokomforti / Menocomfort

მენოკომფორტი / menokomforti / Menocomfort

380

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

3.1 მგ ბეტაკაროტინი;

12 მგ ვიტამინი E;

100 მკგ ვიტამინი B9;

5.7 მგ რკინა;

5 მგ თუთია;

170 მგ ციტრუსის ექსტრაქტი;

85 მგ ფლავანოიდები;

135 მგ ბორაგოს ზეთი;

54 მგ გამა ლინოლენის მჟავა;

125 მგ თევზის ქონი;

87 მგ ომეგა 3;

41.5 მგ EPA;

30.6 მგ DHA;

14 მგ ფოსფოლიპიდები.

 

ჩვენებები:
ვეგეტო-სიხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზურ პერიოდში: სიმხურვალის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, ხასიათის ლაბილობა, ძილის დარღვევები, გულისცემის გაძლიერება.

 

დოზირება და მიღების წესი:
1 კაფსულა ერთხელ დღეში, ჭამის დროს.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე. 

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

გარეგნული სახე და შეფუთვა:
შეფუთვაშია #30 კაფსულა 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება