Meds.ge » ყველა წამალი » დიფენსი / difensi / Difens

დიფენსი / difensi / Difens

442

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

 დ-ფენსი მცენარეული მუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზირებელი მოქმედებით.ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს,  ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება. დი-ფენსის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ექინაცეა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ,ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.ეხმარება ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს პათოგენურ მიკროორგანიზმებს და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებას ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი ძალების ზრდის ხარჯზე.ექინაცეა ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ისეთი იმუნოაქტიური ნივთიერების გამომუშავებას,როგორიცაა ინტერფერონი.აძლიერებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს.

ვიტამინი C   ძლიერი ანტიოქსიდანტია, იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემოფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთაკედლებისგანვლადობას. 

 დინდგელს აქვს ანტიმიკრობული თვისებები.დინდგელი ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიურ  ისე არასპეციფიურფ აქტორებს, ასტიმულირებს ფაგოციტების ფუნქციას, ზრდის გამაგლობულინების რაოდენობას. დინდგელი ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს. პროპოლისის შემადგენლონაში შემავალ ფლავონოიდებს ახასიათებთ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ძვალ-სახსროვანი,კანისა და ლორწოვანი გარსების ანთებადი დაავადებების დროს.

ჩვენებები:

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
• გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანხმლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
• ორგანიზმის საერთო გადაღლა;
• ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ

დოზირება და მიღების წესი:

- ბავშვებში 3 წლის ასაკიდან 1 კაფსულა დილითკ ვებისგან დამოუკიდებლად.

- 12წლის ასაკიდან და მოზრდილებში 2 კაფსულა დილით კვებისგან დამოუკიდებლად.

- მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 6-8 კვირა.

- რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარებაწელიწადში 2-ჯერ.

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილია ქვსმომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

უკუჩვენებები:

- პროგრესირებადისისტემურიდაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნურიდაავადებები.

- პრეპარატისკომპონენტებისადმიმაღალიმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიპ რეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

დ-ფენსი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: დ-ფენსის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილიარარის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისადაბავშვებისაგანდაცულადგილას

კომენტარის დამატება