Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ნაწლავის ანთებითი დაავადება

ნაწლავის ანთებითი დაავადება

150

ნაწლავის ანთებითი დაავადება (Inflamatory Bowel Disease - IBD) ტერმინია, რომელიც ძირითადად ორ დაავადებას, წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას აღწერს. 

წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება ხანგრძლივ (ქრონიკული) პათოლოგიებს წარმოადგენს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას მოიცავენ.

წყლულოვანი კოლიტი მხოლოდ კოლინჯს (მსხვილი ნაწლავი) აზიანებს, კრონის დაავადება კი მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, პირის ღრუდან ანუსამდე მოქმედებს.

ზოგჯერ ნაწლავის ანთებითი დაავადების ამ ფორმების განსხვავება რთულია.

ამ დროს ტერმინი - დაუზუსტებელი კოლიტი გამოიყენება.

IBD-ს უფრო იშვიათი ფორმებიც არსებობს, რომელთაც კოლაგენური და ლიმფოციტური კოლიტი ეწოდება. ამ შემთხვევაში ანთების დანახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი, რის გამოც ამ ორ პათოლოგიებს ერთად მიკროსკოპულ კოლიტსაც უწოდებენ.

სიმპტომები

წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების ძირითადი სიმპტომები მსგავსია და მოიცავს:

  • ტკივილი, შესიება, ან სპაზმი მუცელში
  • განმეორებითი ან სისხლიანი ფაღარათი
  • წონის კარგვა
  • ძლიერი დაღლილობა.

ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ აღენიშნება. ზოგს დამატებით სიმპტომებიც, მაგალითად ღებინება, ანემია და მაღალი ტემპერატურაც (ცხელება) აწუხებს.

ნაწლავის ანთებითი დაავადებისსიმპტომები ხანგამოშვებითია. პაციენტები მძიმე სიმპტომების პერიოდებს (გამწვავება) განიცდიან, რასაც ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვება, რომლის დროსაც სიმპტომები მინიმალურია ან საერთოდ არ აწუხებთ (რემისია).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.

  • წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები  
  • კრონის დაავადების სიმპტომები.

ნაწლავის ანთებითი დაავადების გამომწვევი მიზეზები

წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. ვარაუდობენ, რომ პათოგენეზში რამდენიმე ფაქტორს მონაწილეობს, ესენია:

  • გენეტიკა - არის მტკიცებულება, რომ ნაწლავის ანთებითი დაავადებითდაავადებული პაციენტების ახლობლებს ამ პათოლოგიის განვითარების უფრო დიდი შანსი აქვთ
  • იმუნური სისტემის დარღვევა (ორგანიზმის ინფექციებისგან დამცავი ბუნებრივი სისტემა) - ანთება ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლისას, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ჯანრმრთელ ქსოვილზე იმუნური სისტემის შეტევის შედეგად განვითარდეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.

  • წყლულოვანი კოლიტის გამომწვევი მიზეზები
  • კრონის დაავადების გამომწვევი მიზეზები.

მკურნალობა

დღესდღეობით, წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების განკურნება ვერ ხერხდება. მკურნალობა მიზანი სიმპტომების მოხსნა და მათი რეციდივის თავიდან არიდებაა.

მსუბუქი წყლულოვანი კოლიტი მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან სიმპტომები რამდენიმე დღეში ლაგდება.

წლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების მედიკამენტები მოიცავს:

  •  ანთების შესამცირებლად ამინოსალიცილატები, ან მძიმე შემთხვევებში კორტიკოსტეროიდები
  • იმუნოსუპრესანტები - იმუნური სისტემის აქტივობის შესამცირებლად.

წყლულოვანი კოლიტით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 20%-ს მძიმე სიმპტომები აწუხებს, რომლებიც მკურნალობას არ ემორჩილება. ასეთ შემთხვევებში, ნაწლავის ანთებითი ნაწილის ქირურგიული გზით ამოკვეთა ხდება საჭირო.

კრონის დაავადების მქონე პაციენტების 60-75%-ს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და დაავადების გართულებების მკურნალობისთვის ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.

  • წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა
  • კრონის დაავადების მკურნალობა.

ვინ ავადდება?

დიდ ბრიტანეთში ნაწლავის ანთებითი დაავადება 250 ადამიანიდან დაახლოებით ერთს აქვს. წყლულოვანი კოლიტი დაახლოებით 120,000 და კრონის დაავადების 90,000 შემთხვევა ფიქსიდება.

ნაწლავის ანთებითი დაავადებისდიაგნოზის დასმა თინეიჯერობის გვიან ეტაპზე და 25 წლამდე ხდება, მიუხედავად ამისა, ეს პათოლოგია შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

შავკანიანებთან ან აზიელებთან შედარებით, ხშირად ნაწლავის ანთებითი დაავადება თეთრკანიანებს უვითარდებათ, რაც ყველაზე ხშირი ევროპული წარმოშობის ებრაელებშია. ქალებსა და მამაკაცებში ამ დაავადების სიხშირე თანაბარია.

გინდათ გაიგოთ მეტი?

  • კრონის დაავადება და კოლიტი UK-ში: ნაწლავის ანთებითი დაავადება
  • რა არის კრონის დაავადება (PDF, 145kb)
  • რა არის წყლულოვანი კოლიტი? (PDF, 107kb)

გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება

გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება გაღიზიანეული ნაწლავის სინდრომი არაა, რომელიც შედეგ სიმპტომებს იწვევს:

  • ყაბზობა
  • ფაღარათი
  • მუცლის ტკივილი/abdominal pain

კომენტარის დამატება