Meds.ge » ყველა წამალი » ბიოლაქტინი / biolaqtini / Biolaqtine

ბიოლაქტინი / biolaqtini / Biolaqtine

107

5 მლრდ.ცოცხალი ლაქტობაქტერიები (პრობიოტიკი) B. coagulans, L. helveticus, L. rhamnosus + B ჯგუფის ვიტამინები + ინულინი (პრებიოტიკი)+ მოცვი

ლაქტობაქტერიები (პრობიოტიკი), ინულინი და ფრუქტოოლიგოსაქარიდები (პრებიოტიკები) ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ბალანსს. ვიტამინები B2 და PP ხელს უწყობენ ჯანმრთელი კანის შენარჩუნებას და B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად ეხმარება ნორმალურ ენერგიულ მეტაბოლიზმს, მოცვის ექსტრაქტს ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

Probiocap-დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც გულისხმობს ფერმენტების ინკაპსულაციას, რაც უზრუნველყოფს "ტრანზიტს" კუჭის მჟავე გარემოს გავლით "პრობლემურ" ნაწლავში.

B-ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის აღდგენას.

მოცვი მდიდარია პოლიფენოლებით და ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. პრობიოტიკებთან კომბინაციაში მოცვი ამცირებს ანთებით პროცესებს (განსაკუთრებით წყლულოვან კოლიტს და კრონის დაავადება), და ხელს უწყობს სასარგებლო ბატერიების ზდრაში.

რეკომენდირებულია დღეში 1 ფლაკონის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დღეში 2 ფლაკონი. შესაძლებელია სასმელის შიგთავსი განზავდეს ოთახის ტემპერატურაზე. იდეალურია, როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ჭამის დროს მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით:

• 0-2 წლამდე: 0,5 -1 ფლ. 1-2-ჯერ დღეში

• 2-12 წლამდე: 1-2 ფლაკონი 1-ჯერ დღეში

• 12 წლის ზევით და მოზრდილებში: 1-2 ფლაკონი 1-2 -ჯერ დღეში .

საჭიროების შემთხვევაში საკვებში გარევა.

გახსნის წესი:

1. მოხრახნეთ სახურავი მანამ, ვიდრე ბეჭედი (ლუქი) არ გატყდება;

2. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი;

3. მოხსენით სახურავი და დაუყოვნებლივ დალიეთ გახსნილი პროდუქტი.

შემადგენლობა:

1 განზავებული ფლაკონისთვის:

პრებიოტიკული ბოჭკოები: 1 გრ.

• (ინულინი, FOS -პოლიოლიგოსაქარიდები)

• მოცვი 1,0 გრ.

სულ ლაქტობაქტერიები (პრობიოტიკი): 5x109

• L. rhamnosus 2.4x108

• L. helveticus 2.0x108

• B. coagulans (კოაგულანსი) 4.55x109

ვიტამინები:

• ვიტამინი B1 0,6 მგ.

• ვიტამინი B2 0,8 მგ.

• ვიტამინი B6 0,6 მგ.

• ვიტამინი B12 0,6 მკგ.

• ვიტამინი PP 5 მგ.

• კალციუმის პანტოტენატიB5 2 მგ.

ჩვენებები:

• დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში

• ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით , ჰორმონალური თერაპიით მკურნალობის დროს განვითარებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

• მწვავე ბაქტერიული ან ვირუსული ნაწლავური ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში

• საჭმლის მონელების დარღვევები : ყაბზობა,დიარეა,გულის რევა, მეტეორიზმი.

• კვებითი ინტოქციაკაცია

• მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტი (მათ შორის წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება)

• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპიაში (გაღიზიანებული ნაწლვის სინდრომი, ვირუსუ.ლი ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, დუოდენიტი, პანკრეატიტი)

• კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი

• კვების ცვლილებებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის პრობლემები ბავშვებში

• იმუნიტეტის დაქვეითება და შეწოვის დარღვევები

შეფუთვა: 5 მლრდ-ანი 9 მლ-იანი N10 ფლაკონი.

კომენტარის დამატება