Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ნარკოზი (ზოგადი ანესთეზია)

ნარკოზი (ზოგადი ანესთეზია)

187

ზოგადი ანესთეზია არის კონტროლირებული უგონო მდგომარეობა. ზოგადი ანესთეზიის დროს, პაციენტს აძიენებენ სპეციალური წამლების საშუალებით, რომ ქირურგიული ოპერაციის დროს იყოს გაუნძრევლად და ვერ ვერ იგრძნოს ტკივილი.

ზოგადი ანესთეზია ზოგიერთი ქირურგიული ოეპრაციისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ძირითადად ის გამოიყენება ხანგძლივი ან ისეთი ოპერაციებისთვის, როდესაც ტკივილი აუტანელი იქნებოდა.

არ არიც ზუსტად ცნობილი, თუ როგორ მოქმედებენ ზოგადი ანესთეტიკები, თუმცა, ცნობილია, რომ ყველა ანესთეტიკი ზღუდავს ნერვებში სიგნალის გადაცემას. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერს ქმედებას, რომელსაც ჩვენ ვანხორციელებთ სხეულზე, ტვინი ვერ აღიქვამს.

როგორ  უკეთებენ პაციენტებს ზოგად ანესთეტიკებს

ანესთეზიის გაკეთებამდე ანესთეზიოლოგი პაციენტთან ერთად განიხილავს, თუ რომელი ანესთეტიკია ყველაზე მიზანშეწონილი ამ პაციენტისთვის. ამისთვის ანესთეზიოლოგი გაეცნობა პაციენტის სამედიცინო ისტორიას და გამოკითხავს ჰქონდა თუ არა მისი ოჯახის რომელიმე წევრს ანესთეზიაზე პრობლემა. ასევე ჰკითხავს პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას და ცხოვრების სტილის შესახებ, მათ შორის:

  • არის თუ არა ალერგიული
  • თუ ეწევა სიგარეტს ან სვამს ალკოჰოლურ სასმელებს
  • თუ იღებს რამე სხვა წამლებს.

ამის შემდე ანესთეზიოლოგი მისცემს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ოპერაციამდე, მათ შორის რამდენი ხნით ადრე უნდა შეწყვიტოს სასმელის ან საჭმელის მიღება.

ოპერაციამდე და ოპერაციის დროს

ზოგად ანესთეტიკებს აკეთებენ ანესთეზიოლოგები (ამ სფეროში სპეციალიზირებული ექიმები) ოპერაციის დაწყებამდე. ანესთეტიკების მიღების 2 საშუალება არსებობს:

  • სითხის სახით -ანესთეზიკები შეყავთ ინტრავენულად კათეტერით (თხელი,პლასტიური მილი, რომელიც შედის ვენაში, უმეტესად შეყავთ ხელის დორსალური ნაწილის ვენებში)
  • აირის სახით-რომელსაც პაციენტი ისუნთქავს სახეზე დაფარებული ნიღბიდან.

ანესთეზიამ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს. ძირითადად, გონების დაკარგვამდე დაახლოებით ერთი წუთით ადრე პაციენტი იგრძნობს მსუბუქ თავბრუსხვევას.

ანესთეზიოლოგი პაციენტთან რჩება მთელი ოპერაციის განმავლობაში, რადგან ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ პაციენტს მუდმივად მიეწოდება ანესთეტიკები და განაგრძობს ძილს. საანესთეზიო საშუალებებთან ერთად პაციენტს ასევე უკეთებენ ტკივილგამაყუჩებლებს, რომ ანესთეზიის გასვლის შემდეგ თავი კომფორტულად იგრძნონ.

გამოჯანმრთელება

პროცედურის შემდგომ, ანესთეზიოლოგი შეწყვეტს ანესთეტიკის მიწოდებას და პაციენტი ნელ-ნელა  დაიწყებს გაღვიძებას. ოპერაციის შემდეგ, ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე პაციენტი, როგორც წესი, საავადმყოფოში რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

ზოგადმა საანესთეზიო საშუალებებმა შეიძლება იმოქმედოს მეხსიერებაზე, კონცენრაციის უნარზე და რეფლექსებზე ერთი ან ორი დღის განმავლობაში, ამიტომ თუ პაციენტს იმ დღესვე გაწერენ საავადმყოფოდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტის მეთვალყურეობა მოხდეს პასუხისმგებლიანი ადამიანის მიერ, ოპერაციიდან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში მაინც. ასევე ოპერაციიდან 24-48 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული მანქანის მართვა, ალკოჰოლის მიღება და რაიმე სახის საბუთებზე ხელის მოწერა.

გვერდითი ეფექტები

ზოგად ანესთეტიკებს აქვთ გვერდითი მოვლენებიც, ამიტომ ოპერაციამდე ეს ეფექტები ანესთეზიოლოგმა უნდა განიხილოს პაციენტთან ერთად და გააფრთხილოს ის ამის შესახებ.

გვერდითი მოვლენების უმეტესობა ოპერაციის შემდეგ მალევე ქრება და არ გრძელდება დიდ ხანს. შესაძლო გვერდითი ეფექტები მოიცავს:

  • გულისრევას და ღებინებას - ეს შეგრძნება, როგორც წესი მყისიერად ხდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა გაუგრძელდეს მთელი დღე.
  • კანკალს და შეციებას - ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი ან საათი
  • დაბნეულობას და მეხსიერების დაკარგვას - ეს ძირითად ხდება  ხანდაზმულებში, ან იმ ადამიანებში ვისაც აქვთ მეხსიერების პრობლემები და უმეტესად  დროებითია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდი ხნით
  • შარდის ბუშტის პრობლემებს -  შესაძლებელია პაციენტს გაუჭირდეს მოშარდვა
  • თავბრუსხვევას - ამის სამკურნალოდ პაციენტს მისცემენ სითხეებს
  • ჩალურჯება და ტკივილი - შესაძლოა წარმოიქმნას იმ ადგილას, სადაც გაკეთდა ინექცია და როგორც წესი, მკურნალობის გარეშე გადადის
  • ყელის ტკივილი - ოპერაციის დროს, სუნთქვის გასაადვილებლად, სასუნთქი მილი შესაძლოა ჩადგან პაციენტის პირში ან ყელში, ოპერაციის შემდეგ კი ამან შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი
  • ტუჩის ან კბილების დაზიანება - პაციენტების მცირე ნაწილს, სასუნთქი მილის ჩადგმის შედეგად, შესაძლოა გაუჩნდეს პატარა ჭრილობები ენასა და ტუჩზე და ზოგიერთს კი შეიძლება დაუზიანდეთ კბილები. ამიტომ ოპერაციამდე აუცილებელია ანესთეზიოლოგის გაფრთხილება კბილებზე ჩატარებული ყველანაირი სამუშაოს შესახებ.

გართულებები და რისკები

ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან დაკავშირებული ჩივილები ხშირია, თუმცა მათი სერიოზული გართულებები იშვიათია და ხდება 1000-დან დაახლოებით ერთ შემთხვევაში.

შესაძლო გართულებები და რისკებია:

  • საანესთეზიო საშუალების მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია)
  • საანესთეზიო საშუალების მიმართ მემკვიდრეობითი რეაქცია, რაც  იწვევს სუნთქვის პრობლემებს
  • ოპერაციის დროს გამოღვიძება - აგრამ ეს იშვიათია და ამის თავიდან ასაცილებლად ანესთეზიოლოგი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს საანესთეზიო საშუალების რაოდენობას
  • სიკვდილი - ეს არის ძალიან იშვიათიადა ხდება დაახლოებით 1 შემთხვევაში, ყოველი 100,000-დან 200,000-მდე შემთხვევაში. 

სერიოზული პრობლემების განვითარება დიდი ალბათობით ხდება მაშინ, თუ ოპერაცია სასწრაფოდ ტარდება, ან პაციენტს აქვს რაიმე სხვა დაავადება, არის მწეველი, ან არის ჭარბწონიანი.

ანესთეზიოლოგი ამ რისკებს განიხილავს პაციენტთან ერთად ოპერაციის წინ. მან შესაძლოა მოგცეთ რჩევა, რომ თავი დაანებოთ მოწევას ან დაიკლოთ წონაში, რომ შემცირდეს გართულებების რისკები.

უმეტეს შემთხვევაში, ოპერაციის დროს გაუტკივარების სარგებელი გადაწონის რისკებს.

რისკების შემცირება ასევე შესაძლებელია წონის დაკლებით და ოპერაციის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე აქტიურობის გაზრდით.

ანესთეზიის სხვა ტიპები

ზოგად საანესთეზიო საშუალებებთან ერთად არსებობს სხვა სახის ანესთეტიკებიც, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული პროცედურებისას.

ეს საშუალებებია:

  • ადგილობრივი ანესთეზია
  • ეპიდურალური ანესთეზია
  • სპინალური ანესთეზია
  • ნერვის ბლოკირება.

კომენტარის დამატება