Meds.ge » ყველა წამალი » ველკიდი საღეჭი პასტილები / velkidi sagechi pastilebi / Welllkid

ველკიდი საღეჭი პასტილები / velkidi sagechi pastilebi / Welllkid

121

ბავშვის ჯანსაღ განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმისთვის. ძვლის, კუნთების, სისხლის უჯრედების და თავის ტვინის სწრაფი განვითარება საჭიროებს ნუტრიენტების საჭირო მარაგს ორგანიზმში. ველკიდის საღეჭი პასტილები შექმნილი 4-12 წლის ასაკის ბავშვისთვის სრულად აკმაყოფილებს ამ ასაკში გაჩენილ ორგანიზმის მოთხოვნებს. ყოველი კაფსულა შეიცავს 10 პოლივიტამინურ კომპლექსს, რომელსაც დამატებული აქვს შვეიცარული ალპების ალაო და სელის თესლის ზეთი.

 ამ უნიკალური კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური სისტემის და ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.  


პრეპარატში  შემავალი სელის თესლის ზეთი წარმოადგენს ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავაების წყაროს. ომეგა–3  ცხიმოვანი მჟავა მიეკუთვნება უჯერი ცხიმოვანი მჟავების რიგს, რომელიც საჭიროა პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესში. მას დიდი როლი ენიჭება სახსრების ნორმალური განვითარებისთვის. ომეგა–3  ორგანიზმში გარდაიქმნება DHA (დეკოზაჰექსონის მჟავა) და EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა). ეს უკანასკნელნი მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცეში, არეგულირებენ სისხლში ცხიმების ბალანსს და დადებით გავლენას ახდენენ გონებრივ განვითარებაზე.

 

შემადგენლობა: 2 კაფსულა

სელის თესლის ზეთი                                                                                           

(წარმოქმნის 21 მგ ომეგა-3-ს)               108 მგ

ვიტამინი E    ალფა TE                         5მგ

ვიტამინი C                                         30მგ

თიამინი (ვიტამინი B1)                        0,7 მგ

რიბოფლავინი (ვიტამინი B2)                0,8 მგ

ნიაცინი (ვიტამინი B3)                         9 მგ

ვიტამინი B6                                       1 მგ

ფოლის მჟავა                                       100 მკგ

ვიტამინი B12                                      0,5 მკგ

პანთოტენის მჟავა                                 3 მგ

ბიოტინი                                             75 მგ

ალაო                                                 1,5 გ

 

ჩვენება: 

-  ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე  მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 4 წლიდან.

- უმადობა

- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.

- რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი.

მიღების წესი: ერთი ან ორი კაფსულა დღეში ჩასაღეჭად, სასურველია სადილის დროს. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

არ შეიცავს:  ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს, ლაქტოზას, გლუტეინს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა:  30 რბილი კაფსულა ბლისტერებზე

გაცემა: ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება