Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პრობიოტიკები

პრობიოტიკები

208

პრობიოტიკები არის ცოცხალი ბაქტერიები და სოკოები, რომელზეც ამბობენ რომ კურნავს გარკვეული ტიპის დაავადებებს. ის ძირითადად არის  იოგურტების ან საკვების დანამატების შემადგენლობაშიდა ხშირად არწერენ, როგორც კარგ და მეგობრულ ბაქტერიებს.

პრობიოტიკები ეხმარებიან  ნორმალური ნაწლავის ბაქტერიული ფორმის აღდგენას, როცა ის დარღვეულია ან შენარჩუნებას. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა ცოტა კვლევა თუ არსებობს, რომელიც ამ მოსაზრებას დაადასტურებს. მაგალითად არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პრობიოტიკებმა შეიძლება უმკურნალონ ეგზემას.

თუმცა, მიჩნეულია, რომ ადამიანთა უმეტესობაში ისინი თითქოს უსაფრთხო უნდა იყოს. ჯანმრთელი იმუნური სისტემის შემთხვევაში შესაძლებელია მათი გამოყენება და არ უნდა გამოიწვიოს რაიმე უსიამოვნო გვერდითი ეფექტი.

პრობიოტიკული იოგურტების და საკვების დანამატების პოტენციური გასათვალისწინებელი საკითხები

პრობიოტიკების გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული საკითხები.

პირველ რიგში, ზოგადად პრობიოტიკები კლასიფიცირდება, როგორც საკვები და არა როგორც წამალი, რაც ნიშნავს, რომ არ გადის ისეთ შემოწმებებს, როგორც წამლები.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს პრობიოტიკული იოგურტები, საკვების დანამატები თუ ტაბლეტები რა რაოდენობის "სასარგებლო' ბაქტერიებს შეიცავს და ეს რაოდენობა საკმარისია თუ არა სასარგებლო ეფექტის მისაღებად. ასევე აქვთ თუ არა ამ ბაქტერიებს უნარი, რომ გადარჩნენ და მიაღწიონ კუჭს-ნაწლავის სისტემას.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მათი მრავალი სახეობა არსებობს და სხვადასხვა პრობიოტიკებს სხეულზე სხვადასხვა ეფექტი აქვთ. ასევე არ არის ცნობილი, რომელი სახეობა არის საუკეთესო არჩევანი. არ ჩათვალოთ, რომ ერთი სახეობის პრობიოტიკი თუ გარკვეული დაავადების დროს სასარგებლოა, მეორე სახეობის პრობიოტიკსაც იგივე ეფექტი ექნება, ან რომ იგივე პრობიოტიკი იმუშავებს სხვა მდგომარეობის გამოსასწორებლადაც.

საბოლოოდ, სხვადასხვა მწარმოებლის პრობიოტიკებს შორის ძალიან დიდი განსხვავებებია.

პრობიოტიკების ეფექტურობის მტკიცებულებები

პრობიოტიკების ძირითადი გამოყენების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ.

პრობიოტიკების მოხმარება ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეის სამკურნალოდ

დადასტურებულია, რომ ზოგიერთი პრობიოტკების მაღალი დოზებით (Lactobacillus rhamnosus და Saccharomyces boulardii) მიღებამ ანტიბიოტიკების მიღებასთან ერთად შესაძლოა თავიდან აარიდოს ბავშვებს ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეა (help prevent children getting AAD).

პრობიოტიკების გარეშე ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გაწმინდოს დამცავი ნაწლავური ბაქტერიული ფლორა და გამოიწვიოს დიარეა.

ამასთანავე პრობიოტიკებს, რომელსაც ანტიბიოტიკებთან ერთად აძლევენ შესაძლოა შეამციროს კლოსტრიდიუმით გამოწვეული ინფექციები (greatly reduce the risk of developing a Clostridium difficile (CD) infection). კლოსტრიდიუმი არის ბაქტერია, რომელიც შესაძლოა გამრავლდეს და გამოიწვიოს  სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია თუ ნაწლავური ბაქტერიული ფლორა დარღვეულია ანტიბიოტიკებით.

მოიაზრება, რომ პრობიოტიკები პირდაპირ კლავენ ან აფერხებენ საზიანო ბაქტერიების გამრავლებას და აჩერებენ მათ მიერ იმ ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფას, რომკებიც იწვევენ გულისრევის შეგრძნებას.

პრობიოტიკებმა შეიძლება განკურნონ ინფექციური დიარეა

არსებობს ზოგიერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შესაძლოა პრობიოტიკები ამცირებდნენ ნოროვირუსით გამოწვეულიდიარეის ხანგრძლივობას დაახლოებით ერთი დღით (probiotics can shorten a period of persistent diarrhoea).

თუმცა, ამისი მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ მყარი, რომ შევიდეს მკურნალობის რეკომენდაციებში.

პრობიოტიკებმა შეიძლება დაიცვან ნაადრევად დაბადებული ბავშვები

ზოგიერთი ნაადრევად დაბადებული ჩვილი, სერიოზული მდგომარეობის, ნეკროზული ენტეროკოლიტის განვითარების რისკის ქვეშაა. ამ დაავადების დროს იწყება ჩვილის ნაწლავის უჯრედების ანთება და შემდეგ უჯრედების კვდომა.

არსებობს ზოგიერთი კარგი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც პრობიოტიკებს შეუძლიათ ნეკროზული ენტეროკოლიტის განვითარების რისკის შემცირება ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში (probiotics can reduce the likelihood of premature babies contracting NEC). თუმცა, ჯერ კიდევ არის ზოგიერთი გაურკვევლობები და ამჟამად ამ მდგომარეობის პრევენციისთვის პრობიოტიკების რუტინულად დანიშვნა არ არის რეკომენდირებული.

პრობიოტიკები შეიძლება დაეხმაროს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს

პრობიოტიკებმა შესაძლოა შეამცირონ  მუცლის შებერილობის სიმპტომები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ზოგიერთ პაციენტში.

ეს მოსაზრება მხარდაჭერილია  2010 Cochrane review-ში, თუმცა ზუსტი სარგებელი  უცნობია, ასევე უცნობია  რომელი სახეობის პრობიოტიკია ამ დროს ყველაზე სასარგებლო. 

პრობიოტიკები ვერ იმოქმედებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ყველა პაციენტში, თუმცა თუ სურვილი გაქვთ სცადოთ მისი გამოყენება, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტიმის მიღებას გირჩევთ, სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში და იმ დოზით რომელიც მითითებულია მწარმოებლის მიერ.წაიკითეთ მეტი  NICE guidelines for managing IBS in adults.

პრობიოტიკებმა შეიძლება დაეხმარონ ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებს

ლაქტოზის აუტანლობა არის ხშირი პრობლემა, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია ლაქტოზის მონელება (ლაქტოზა არის შაქარი, რომელიც გვხდება რძეში და სხვა პროდუქტებში), რაც გამოწვეულია ლაქტაზის დეფიციტით.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით კონკრეტული პრობიოტიკები, როგორიცაა Lactobacillus acidophilus შეიძლება დაეხმაროს ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომების შემცირებაში, როგორებიცაა მუცლის სპაზმები, შებერილობა და დიარეა. თუმცა კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს

მიუხედავად ამისა, ადამიანები ვისაც ლაქტოზის მოუნელებლობა აქვთ მაინც ცდილობენ პრობიოტიკების გამოყენებას იმის იმედით რომ მოეხსნებათ სიმპტომები.

წაიკითხეთ მეტი  how to manage lactose intolerance.

პრობიოტიკები ვერ ეხმარება ბავშვებს კოლიის დროს

ადრე მიიჩნეოდა, რომ ბავშვებში კოლიკის დროს პრობიოტიკების გამოყენება შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო, მაგრამ ამისი ეფექტურობის დასადასტურებლად ძალიან მცირე მტკიცებულებები არსებობს.

2013 წელს კვლევამ დაამტკიცა, რომ კონკრეტულმა პრობიოტიკებმა შეიძლება უშველოს ჩვილებს, რომლებიც ტირიან კოლიკის გამო, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ იმ ჩვილებს, რომლებიც ექსკლუზიურად ძუძუთი იკვებებიან. თუმცა არ იყო საკმარისი დადასტურება იმისა, რომ ეს პრობიოტიკი ახალშობილების კოლიკს ეფექტურად უმკურნალებდა.

მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ამ პრობიოტიკებს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა კოლიკის მქონე ახალშობილებში (no effect on infant colic).

წაიკითხეთ მეტი Read some tips to help manage colic.

რატომ უნდა დავაიგნოროთ ის მოსაზრება, რომ პრობიოტიკები "ეხმარება იმუნურ სისტემას'?

პრობიოტიკული საჭმლის ინდუსტრია ირწმუნებოდა, რომ ისინი ეხმარებოდა და აძლიერებდა იმუნურ სისტემას. თუმცა ეს მოსაზრება არ დადასტურდა დაამ რეკლამების გაშვება აღარაა დაშვებული (claims were ruled unproven by The European Food Safety Authority). 

არამხოლოდ დასტური არაა მისი სარგებლისა, არამედ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯანმრთელი ბავშვები ვინც იღებდა პრობიოტიკებს არ ჰქონდათ რაიმე გავლენა  ანტისხეულების დონეზე, ავადობაზე და ინფექციებზე (probiotic supplements had no effect on antibody levels, days of fever and number of infections).

არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს დასჭირდეს "ნაწლავური ბაქტერიების ბალანსის აღდგენა.

რატომ არ შეიძლება პრობიოტიკებით მკურნალობა ვაგინალური დაავადებების დროს?

ზოგი ვარაუდობდა, რომ პრობიოტიკების გამოყენება შეიძლებოდა ბაქტერიული ვაგინოზის დროს (bacterial vaginosis (BV). თუმცა მაშინაც კი, როდესაც პრობიოტიკებს ანტიბიოტიკებთან ერთად იღებდნენ დამატებითი სარგებელი არ დადასტურდა.

კვლევები არასაკმარისი რაოდენობით ჩატარდა და არ არის შესაძლებელი, რომ მათი საშუალებით რეკომენდაცია გაეწიოს პრობიოტიკებს ვაგინალური რძიანას სამკურნალოდ.

რატომ არ შეიძლება პრობიოტიკების გამოყენება ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს?

არ არსებობს კვლევები და დასკვნები, რომლის მიხედვითაც პრობიოტიკები ეფექტური იქნებოდა კრონის და წყლულოვანი კოლიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად (Crohn's disease or ulcerative colitis).

რატომ არ შეიძლება მათი გამოყენება ეგზემის დროს?

ზოგიერთი კვლევა ამტკიცებდა, რომ ბავშვებისთვის პრობიოტიკების მიცემით, შესაძლებელია ეგზემის განვითარების რისკების შემცირება, მაგრამ მტკიცებულებები არ არის საკმარისად მყარი.

ასევე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ პრობიოტიკებს შედეგი აქვს ბავშვებში ეგზემის სიმპტომების მკურნალობაში.

2008 წლის Cochrane review-მ დაასკვნა, რომ პრობიოტიკები არ ამცირებს ეგზემის სიმპომებს, როგორიცაა ქავილი. ასევე არ ამცირებს ამ დაავადების სიმძიმეს.

კომენტარის დამატება