Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » პრე-მენსტრუალური სინდრომი

პრე-მენსტრუალური სინდრომი

149

პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) გულისხმობს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ქცევით სიმპტომებს, რომლებიც ქალის თვიურ მენსტრუალურ პერიოდამდე ორი კვირით ადრე ვლინდება. ის ცნობილია ასევე პრემენსტრუაციული დაჭიმულობით (PMT).

არსებობს პრემენსტრუალური სინდრომის ბევრი სხვადასხვაგვარი სიმპტომი, მაგრამ ტიპიური მაგალითებია შებერილობა, მკერდის ტკივილი, ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანება და სქესობრივი კავშირის მიმართ ინტერესის დაკარგვა.

ეს სიმპტომები პერიოდის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაივლის.

თითქმის ყველა ქალი, რომელიც სქესობრივად მომწიფების ასაკშია, განიცდის პრემენსტრუალურ სიმპტომებს, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობით განიცდიან ქალები 20-დან 40 წლამდე ასაკში.

ყოველი 20 ქალიდან 1 განიცდის მძიმე სიმპტომებს, რომლებიც ხელს უშლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ მდგომარეობას პრემენსტრუაციულ დისფორულ დაავადებას (PMDD) უწოდებენ.

როდისაა საჭირო ექიმის ნახვა

თქვენ უნდა მიხვიდეთ ექიმთან თუ გირთულდებათ პრემენსტრუაციული სინდრომის სიმპტომებთან გამკლავება. ისინი დაგეხმარებიან იმის განსაზღვრაში ხომ არ გჭირთ პრემენსტრუაციული დისფორული დაავადება და გირჩევენ სამკურნალო გზებს სიმპტომების სამართავად.

რატომ ხდება ეს

PMS-ის გამომწვევი ზუსტი მიზეზი კარგად არაა შესწავლილი. თუმცა ფიქრობენ, რომ ის დაკავშირებულია ჰორმონების შეცვლილ რაოდენობებთან მენსტრუაციის ციკლის დროს.

ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ PMS ორსულობის პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ, როდესაც ჰორმონების დონე სტაბილურდება, უმჯობესდება. კონკრეტული ცხოვრებისეული ფაქტორები, ვარჯიშის ნაკლებობა, სტრესი და ცუდი საკვები ასევე მოიაზრება, რომ კავშირშია PMS-ის სიმპტომების წარმოქმნასთან.

PMS-ის სიმპტომების მართვა

PMS-ის განკურნება არ ხდება, მაგრამ თუ მისი სიმპტომები მსუბუქია, ცხოვრების სტილის შეცვლას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა. ესენი მოიცავს:

  • ჯანსაღი კვება
  • რეგულარული ვარჯიში ჯანმრთელობისა და ფორმის გასაუმჯობესებლად
  • სტრესის დაძლევის ტექნიკების სწავლა
  • რეგულარული ძილი.

უფრო რთულ შემთხვევებში შეიძლება რეკომენდირებული იყოს ფსიქოლოგიური თერაპია ან ჰორმონული მედიკამენტების გამოყენება.

კომენტარის დამატება