Meds.ge » ყველა წამალი » სავიჟენი / savijeni / SAVision

სავიჟენი / savijeni / SAVision

102

მოქმედი აქტიური ნივთიერება:

დასახელება

რაოდენობა ერთ დოზაში

ვიტამინი A (ბეტა კაროტინი)

25,000 IU

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)

500 მგ

ვიტამინი E  (dl -ალფატოკოფერილის აცეტატი)

 

400IU

კალციუმი (კალციუმის ფოსფატი)

160მგ

სელენი (სელენის საფუარი)

50მკგ

წამლის ფორმა
ტაბლეტი

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მხედველობის სამკურნალო საშუალება

 

გამოყენების ჩვენება
ბადურის მაკულარული დისტროფია, ბადურის პიგმეტური დეგენერაცია, კატარაქტა, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა, ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას გამოვლენილი თვალის გადაღლის სიმპტომი.

 

დოზირება და მიღების წესი
2 ტაბლეტი დღეში ორჯერ, სასურველია საკვების მიღებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირა.

 

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

 

გაფრთხილება
სამკურნალო საშუალებების მიღების შემთხვევაში, ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს (რძეს) ლაქტოზას.

 

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

კომენტარის დამატება