Meds.ge » ყველა წამალი » კომფორტი ნაითი / komforti naiti / Comfort night

კომფორტი ნაითი / komforti naiti / Comfort night

143

სამკურნალწამლო ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები

პროდუქტის აღწერლობა:
მოწითალო-მოყავისფრო ფერის მოგრძო, ოვალური ფორმის, გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს ზეთოვან მასას.

შემადგენლობა:
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
კატაბალახას ექსტრაქტი 200 მგ.
სვიის ექსტრაქტი 60 მგ.
ბარამბოს ექსტრაქტი 80 მგ.
მელატონინი 0.1 მგ.

მოქმედების მექნიზმი:
კატაბალახა  ახდენს დამაწყნარებელ ზეგავლენას ნერვულ სისტემაზე. არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, აწონასწორებს აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესებს. ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას.  
სვია- ახდენს დამამშვიდებელ, სპაზმოლიზურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.  გააჩნია მსუბუქი საძილე ეფექტი ნატურალური ნივთიერების- მეთილბუტინოლის მოქმედების გამო. 
ბარამბო- რბილი მოქმედების ტრანკვილიზატორია. ახდენს სედატიურ და ანქსიოლიტურ მოქმედებას, ხსნის შიშის და ფსიქიური დაძაბულობის  შეგრძნებას, ადუნებს გლუვ კუნთებს.  
მელატონინი- ეპიფიზის ძირითადი ჰორმონია, ორგანიზმის დღე-ღამის ბიორითმის მარეგულირებელი ნივთიერება. ძირითადად (70%) გამოიყოფა ღამის საათებში და მისი ფუნქცია- ძილის რეგულაცია. მელატონინი- არეგულირებს ენდოკრინული და იმუნური სისტემის მუშაობას, იცავს ორგანიზმს სტრესისგან, გაციებისა და ონკოლოგიური დაავადებებისაგან, ანელებს დაბერების პროცესს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატი. საძილე და სედაციური საშუალება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ჩვენებები:
გამოიყენება ძილის დარღვევების მკურნალობაში.

უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. 
• მელატონინის მიღება არ შეიძლება აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში.
• 18 წლამდე ასაკი
• ორსულობა და ლაქტაცია

დოზირება და გამოყენების წესი:
მოზრდილებში პრეპარატი მიიღება ძილის წინ 30-40 წუთით ადრე. რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 კაფსულას.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სინდრომი არ აღინიშნება. არ იწვევს მიჩვევას.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს საკმარისი გამოცდილება ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ. მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობას და ლაქტაციის დროს.  მელატონინს შეუძლია ოვულაციის შეფერხება.
ბავშვებში გამოყენება: 
არასაკმარისი ინფორმაციის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობვირ ჯგუფში.  
სიფრთხილის სხვა ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კოაგულოპათიის, შაქრიანი დიაბეტის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ერთდროული გამოყენებისას, ზრდის  ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების და ბეტა-ადრენობლოკატორების მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ჰორმონალურ პრეპარატებთან.
არ მიიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ჰიდროკორტიკოსტეროიდებთან და ციკლოსპორინთან.

გვერდითი მოვლენები:
შეიძლება განვითარდეს შემდეგო გვერდითი რეაქციები: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკვილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები. 

ჭარბი დოზირება:
გვერდითი მოვლენების გაღრმავება. მკურნალობა სიმპტომურია. 

შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად  მოთავსებულია მუყაოს კოლოფში

კომენტარის დამატება