პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი არის ხშირი მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ქალის საკვერცხეების მუშაობაზე.
დაავადების სამი მთავარი გამოხატულებაა:
- არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი - რაც ნიშნავს, რომ საკვერცხეები რეგულარულად არ გამოყოფენ კვერცხუჯრედებს (ოვულაცია)
- ჭარბი რაოდენობით ანდროგენი - ორგანიზმში არსებობს ჭარბი რაოდენობით “მამაკაცური ჰორმონი” ანდროგენი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ნიშნები, როგორიცაა ჭარბთმიანობა სახეზე ან ტანზე (ნიშნები და სიმპტომები იხილეთ ქვემოთ)
- პოლიკისტური საკვერცხეები - საკვერცხეები იზრდება ზომაში და შეიცავს მრავალ სითხით სავსე პარკუჭებს (ფოლიკულებს), რომლებიც გარს ერტყმიან კვერცხუჯრედებს (ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობის სახელისა, პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის ქონა არ ნიშნავს კისტების ქონას).
ამ სამი გამოხატულებიდან მინიმუმ ორის არსებობის შემთხვევაში შეიძლება პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოზის დასმა.
რა არის პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი
პოლიკისტური საკვერცხეები შეიცავს დიდი რაოდენობით უსაფრთხო ფოლიკულებს, ზომით 8მმ-მდე. ფოლიკულები ჩამოუყალიბებელი პარკუჭებია, რომლებშიც ვითარდება კვერცხუჯრედები. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს, ამ პარკუჭებიდან ხშირად ვერ ხდება კვერცხუჯრედის გამოყოფა, რაც ნიშნავს, რომ არ ხდება ოვულაცია.
ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენ ქალს აქვს ეს სინდრომი, მაგრამ მიიჩნევა, რომ ეს ხშირი მდგომარეობაა და ქალების დაახლოებით 20%-ს აქვს დიდ ბრიტანეთში. ამ სინდრომის მქონე ქალების ნახევარზე მეტს საერთო არ აქვს რაიმე სიმპტომი.
ნიშნები და სიმპტომები
ამ მდგომარეობის სიმპტომები როგორც წესი იწყება გვიანი თინეიჯერობის ასაკიდან ან ადრეული ოციანებიდან. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- არარეგულარულ მენსტრუაციულ ციკლს ან ციკლის არარსებობას (no periods at all)
- რთულად დაორსულებას, რადგან ოვულაცია ან არარეგულარულად ხდება, ან საერთოდ არ ხდება
- არბთმიანობას (ჰირსუტიზმი - hirsutism) - ძირითადად სახეზე, გულმკერდზე, ზურგზე ან საჯდომზე
- წონის მომატებას
- თმის გათხელებას და თმის ცვენას თავიდან
- ცხიმიან კანს ან აკნეს (acne).
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი დაკავშირებულია პრობლემების განვითარებასთან ასაკში შესვლასთან ერთად, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტი და ქოლესტერინის მაღალი დონე.
რა იწვევს პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს?
ზუსტი მიზეზი თუ რატომ ვითარდება პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი უცნობია, მაგრამ იგი ხშირად გვხვდება ოჯახებში მემკვიდრეულად.
დაავადება დაკავშირებულია ჰორმონების ანომალიურ დონესთან, მათ შორის ინსულინის მაღალ დონესთან.
ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში შაქრის რაოდენობას. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის მქონე მრავალ ქალს აქვს ინსულინის ქმედებაზე წინააღმდეგობრივი რეაქცია ორგანიზმში და შესაბამისად ამის დასაკომპენსირებლად ორგანიზმი გამოყოფს ჭარბი რაოდენობით ინსულინს.
ეს თავის მხრივ იწვევს ისეთი ჰორმონების დიდი რაოდენობით წარმოქმნას და აქტივობის გაზრდას როგორიცაა ტესტოსტერონი.
ჭარბი წონა ასევე ზრდის ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოყოფას.
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის მკურნალობა
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია მისი სიმპტომების მკურნალობა.
თუ გაქვთ ეს მდგომარეობა და ხართ ჭარბწონიანი, წონის დაკლება და ჯანსაღი, ბალანსირებული კვება შეამცირებს სიმპტომებს.
წამლები გამოიყენება სიმპტომებისთვის, როგორიცაა თმის ზედმეტად ზრდა, არარეგულარული მენსტრუაციული ციკლები და განაყოფიერების პრობლემები.
თუ განაყოფიერების წამლები არ არის ეფექტური, შეიძლება რეკომენდირებული იყოს მარტივი ქირურგიული პროცედურა,რომელსაც ეწოდება საკვერცხის ლაპარასკოპიული გახვრეტა. ეს პროცედურა მოიცავს სითბოს ან ლაზერის გამოყენებით საკვერცხეებში იმ ქსოვილის მოწვას, რომელიც გამოყოფს ანდროგენებს, როგორიცაა ტესტოსტერონი.
მკურნალობის შემდეგ დაავადებული ქალების უმეტესობას შეუძლია დაორსულება.
კომენტარის დამატება