Meds.ge » ყველა წამალი » დუოვიტი ქალებისთის / duoviti qalebistvis / DUOVIT FOR WOMEN

დუოვიტი ქალებისთის / duoviti qalebistvis / DUOVIT FOR WOMEN

186

შემადგენლობა 1 ტაბლეტი RDA*

ვიტამინი A 800 მკგ                     80
ვიტამინი D 5.0 მკგ   100
ვიტამინი B1 1.4 მგ   93
ვიტამინი B2 2.0 მგ   125
ვიტამინი B6 1.4 მგ   70
ვიტამინი B12 1.0 მგ   33
ვიტამინი C 50 მგ   70
ვიტამინი E 10 მგ   100
ნიაცინი 18 მგ   100
პანტოთენის მჟავა 5.0 მგ   100
ფოლის მჟავა 200 მკგ   100
ბიოტინი 30 მკგ   60
თუთია 15 მგ   125
რკინა 14 მგ   80
კალციუმი 450 მგ   45
იოდი 150 მკგ   100
მაგნიუმი 50 მგ   13

*RDA – რეკომენდებული დღიური დოზა
არ შეიცავს გლუტენს.
არ შეიცავს შაქარს

პრეპარატის დახასიათება
დუოვიტი ქალებისთვის არის ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი, რომელიც შეესაბამება ქალის ორგანიზმის მოთხოვნებს. ტაბლეტები შეიცავს ვიტამინების და მინერალების კომბინაციას იმ რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ორგანოს და მთლიანი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას ქალებში.

გამოყენების ჩვენებები
ვიტამინებისა და მინერალების დამატებითი წყარო,  ქალებისათვის.

გამოყენება
მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში, ყოველდღე, ჭამის დროს საკვებთან ერთად, დაუღეჭავად, 1-2 თვის განმავლობაში, წელიწადში 2-3-ჯერ.

გვერდითი ეფექტი
რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები აღწერილი არ არის. იშვიათად, აღინიშნება დიარეა, განსაკუთრებით თუ ტაბლეტი მიღებულია უზმოზე.

უკუჩვენებები
შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია.

შენახვის პირობები
ინახება თავისივე შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად; ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა
30 შემოგარსული ტაბლეტი, პლასტიკის კონტეინერში.


გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება