Meds.ge » ყველა წამალი » ჯოინტ ლაიფი პლატინუმი / joint laifi platinumi / Join Life platinum

ჯოინტ ლაიფი პლატინუმი / joint laifi platinumi / Join Life platinum

89

შემადგენლობა
გლუკოზამინის სულფატი            500  მგ
მეთილსულფონილმეთანი (მსმ)            250  მგ
კალციუმი               250  მგ
ვიტამინი D3          250  სე
გლუკოზამინი ნიჟარის ქიტინისგან მიღებული ამინოშაქარია, რომელიც ნატურალურ საკვებ დახმარებას წარმოადგენს სახსრების, ხრტილებისა და შემაერთებელი ქსოვილისთვის. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას, ანელებს დეგენერაციული პროცესების განვითარებას სახსრებში. გლუკოზამინი უზრუნველყოფს სახსრების ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით, ინფექციურ-ალერგიული პროცესებითა და ტრავმებით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას. გლიკოზოამინოგლიკანები ხრტილოვანი ქსოვილის საკვანძო სტრუქტურული ერთეულებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სახსრების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ისინი უზრუნველყოფენ ხრტილის სტრუქტურულ მთლიანობას, აყალიბებენ მიკროსტრუქტურებს, რომლებიც სიმტკიცეს ანიჭებენ ხრტილს. გლიკოზოამინოგლიკანების კომპლექსი სინოვიალური სითხის მთავარი კომპონენტია, რომელიც ახორციელებს სახსრების გაპოხვას და განაპირობებს მათ თავისუფალ მოძრაობას. გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს სახსრების ხრტილების დაცვას, ასტიმულირებს პროტეოგლიკანის სინთეზს, ამცირებენ სახსრების დამაზიანებელი ენზიმების აქტივობას. გარდა ამისა, ასტიმულირებს ჰიალურონული მჟავების წარმოქმნას, რომლებიც მოქმედებენ სახსრების ხრტილების ჰიდრატაციაზე, ხელს უწყობენ ხრტილოვან ქსოვილში წყლის შენარჩუნებას და აუმჯობესებენ სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. იგი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ეფექტურია თირკმელკენ-ჭოვანი დაავადების მკურნალობისას.

მეთილსულფონილმეთანი (მსმ)  გოგირდის შემცველი ორგანული პროდუქტია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქნაში, რაც ხელს უწყობს ხრტილების და ძვლის ქსოვილების სწორ ფორმირებას. მსმ განმსაზღვრელ როლს თამაშობს კუნთების, იოგების, ხრტილების, ფრჩხილების, თმების, კანისა და სხვა შემაერთებელი ქსოვილების ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ხელს უშლის თავისუფალი პრეოქსიდების რადიკალების წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია ხრტილების, ძვლის უჯრედებისა და შემაერთებელი ქსოვილების აღდგენისათვის.

კალციუმის კარბონატი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას (თმებში, კბილებში, ფრჩხილებში, კანსა და კუნთებში). ამცირებს რეზორბციას  (გაწოვას )და აძლიერებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს. ავსებს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს. აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.

ჯოინტ პლატინუმი  ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისათვის. ახანგრძლივებს რემისიას, ამცირებს გამწვავების შესაძლებლობას, აჩქარებს და აძლიერებს ზემოთ აღნიშნული დაავადებების ტრადიციული მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტიანობას.

ჩვენებები:
• ჯოინტ პლატინუმი  –გამოიყენება ოსტეოპოროზის დროს;
•  ჯოინტ პლატინუმი – გამოიყენება ოსტეომიელიტი;
• ჯოინტ პლატინუმი - გამოიყენება მოტეხილობების, იოგების დაჭიმვის დროს;
• ჯოინტ პლატინუმი - გამოიყენება ართრიტის, ართროზის, მიოზიტის, ბურსიტის დროს;
• ჯოინტ პლატინუმი  – გამოიყენება ალერგიების დროს;
• ჯოინტ პლატინუმი - გამოიყენება კანის სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებების (დერმატიტი, ფერიმჭამელები, ეგზემა, ფსორიაზი და სხვ.) დროს.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი: 2  კაფსულა დღეში  უზმოზე ან საკვების მიღების დროს.  
პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: N 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში

კომენტარის დამატება