Meds.ge » ყველა წამალი » კალციმერინი / kalcimerini / Calcimerin

კალციმერინი / kalcimerini / Calcimerin

126

შემადგენლობა


1 აბი შეიცავს

კალციუმი(Calcium carbonate -1046,33mg. , Calcium Gluconate,lactate- 10,50 mg)

400,00mg

მაგნიუმი (Magnesium Gluconate - 12,35mg,Magnesium Oxide - 268,81mg)

155mg

თუთია (Zinc Citrate 23.71 mg, Zinc Gluconate – 12.60 mg)

8,50mg

ვიტ. D3(Cholecalciferol)

80 IU

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება
Ca: უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის. Mg: ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს. Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციობაში, მათ შორის  ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის,  კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის. Ca, Mg  და Zn: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად, ხელს უწყობენ ერთმანეთის შეწოვას და ორგანიზმის მიერ მათ მოხმარებას. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

 

ჩვენება
კალციუმის, მაგნიუმის და მიკროელემენტების დეფიციტის შევსება ბავშვთა ასაკში (ინტენსიური ზრდის პერიოდში),  ოსტეოპენიის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, ძვლის მასის ფორმირებისათვის, კარიესის პროფილაქტიკა, ოსტეოპოროზის პრევენცია და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში) პოსტმენოპაუზურ პერიოდში, ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება, მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

უკუჩვენება
დღიური, რეკომენდებული დოზით მიღებისას უსაფრთხოა. 

მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში 3 წლიდან 12 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, 12 წლიდან ზევით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

 

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე. 

 

გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი გარსით დაფარული, პეროლარული გამოყენებისთვის.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება