Meds.ge » ყველა წამალი » პროპოლისის სიროფი / propolisis sirofi / Propolis Syrop

პროპოლისის სიროფი / propolisis sirofi / Propolis Syrop

101

დინდგელის სიროფი

ძლიერი იმუნიტეტი, ეს არის მთავარი ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცივი კლიმატი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას ასუსტებს, ამიტომ მშობლების ძირითად საზრუნავს იმუნიტეტის გაძლიერება წარმოადგენს. იმუნიტეტის დაქვეითება განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა ასაკში. იმუნიტეტის ამაღლებისათვის საჭიროა სრულფასოვანი კვება, გაკაჟება, სუფთა ჰაერზე ყოფნა. ასევე ძალიან სასარგებლოა და ფართოდაა გავრცელებული იმუნიტეტის ასამაღლებლად დინდგელი (პროპოლისი) 

დინდგელს (ფუტკრის წებო) - ფუტკრები მოიპოვებენ მცენარეებიდან , ეს არის წებოვანი ნივთიერება ,რომელსაც ფუტკრები მცენარეებიდან გადაიტანენ ფეხგუნდის სახით და სკაში ხდება სპეციალური გადამუშავება ბიოლოგიურად აქტიურ კომპლექსად. დინდგელი (პროპოლისი) ინტენსიურად აძლიერებს იმუნიტეტს, მასში შემავალი ამინომჟავები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, სხვადსასხვა მინერალური მარილები, ვიტამინები, მიკროელემენტები ასევე უზრუნველყოფენ მრავალმხრივ ეფექტს

დინდგელის სიროფი 

ჩვენება:
1. იმუნიტეტის გაძლიერება
2. ორგანიზმის გაჯანსაღება 
3. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება 
4. დაღლილობის შემცირება 
5. ორგანიზმის გაძლიერება განსაკუთრებით ზამთარში

გამოყენების წესი:
ბავშვები 6 წლიდან 12 წლამდე 1 ჩაის კოვზი (5 მლ.) დღეში 2 ჯერ.
12 წლიდან 1 სუფრის კოვზი 2 ჯერ დღეში 
სიროფი მიიღება 30 წუთით ადრე კვებამდე 
სიროფი შესაძლებელია გახსნათ თბილ ჩაიში

კომენტარის დამატება