პირველადი დახმარება
ყოველწლიურად ათასობით და ათიათასობით ადამიანი იღებს დაზიანებას ან კვდება უბედური შემთხვევების შედეგად. ასეთი ინციდენტების დროს, სიკვდილიანობის შემცირება შესაძლებელა, თუკი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზიანებულ ადამიანებს ჩაუტარდებათ პირველადი დახმარება.
რა უნდა მოვიმოქმედოთ
თუ ვინმემ მიიღო დაზიანება:
- პირველ რიგში დარწმუნდით თქვენს პირად და დაზარალებულის უსაფრთხოებაში. თუ ხართ საშიშროების ქვეშ, უზრუნველყავით უსაფრთხოება
- ამის შემდეგ, დარეკეთ 112-ზე სასწრაფო დახმარებისგამოსაძახებლად (თუ ეს აუცილებელია)
- დაზარალებულს ჩაუტარეთ პირველადი დახმარება.
თუ დაზარალებულს გონება დაკარგული აქვს, მაგრამ სუნთქავს
ამ შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სანამ სასწრაფო დახმარება მოვა, დაზარალებული უნდა მოთავსდეს ე.წ. “გამომჯობინების პოზიციაში” (იხილეთ მომდევნო ტაბებში).
იყავით მასთან ახლოს და ყურადღებით დააკვირდით, რომ ნორმალურად აგრძელებდეს სუნთქვას და არ დაეხშოთ საჰაერო გზები.
თუ პაციენტი უგონოდ არის და არ სუნთქავს
თუ პაციენტი არ სუნთქავს ნორმალურად, დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას და სანამ მოვა, თუ შეგიძლიათ მაშინვე დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR - გულის არაპირდაპირი მასაჟი/ხელოვნური სუნთქვა). თუ არ გაქვთ ხელოვნური სუნთქვის შესაბამისი ტრეინინგი გავლილი და არ ხართ დახელოვნებული ამ მეთოდში, რეანიმაცია გააკეთეთ მხოლოდ ხელებით.
გაეცანით CPR-ის შესახებ დამატებით ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ინსტრუქციებსა და სახალისო ვიდეოს ვინი ჯონსის შესრულებით.
პირველადი დახმარების კურსი
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდები იძლევიან ზოგად ინფორმაციას პირველადი დახმარების სიტუაციების შესახებ. თუმცა, ეს არ წარმოადგენს პირველადი დახმარების კურსს, ეს მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა. პირველადი დახმარების ბაზისური კურსი რეგულარულად ტარდება თითქმის მთელ ბრიტანეთში. St John Ambulance, British Red Cross და NHS Ambulance Service- ყველა მათგანი ატარებს პირველადი დახმარების კურსების კომპლექტს.
ყველაზე გავრცელებული ინციდენტები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები.
ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირი დაზიანებები, რომლის დროსაც გადაუდებელი დახმარებაა საჭირო:
ანაფილაქსია (ანაფილაქსიური შოკი)
ანაფილაქსიური შოკი არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მწერის ნაკბენის ან გარკვეული საკვების მიღების შედეგად. რეაქცია შეიძლება ძალიან სწრაფი იყოს და წუთებში ან წამებში განვითარდეს, ადამიანის იმ საგანთან ან საკვებთან კონტაქტის შემდეგ, რომლის მიმართაც ალეგიულია.
ანაფილაქსიური შოკის დროს პაციენტს უჭირს სუნთქვა. ენა და ყელი შესიებულია, რაც იწვევს საჰაერო გზების გადაკეტვას.
თუ გაქვთ ეჭვი, რომ ვინმეს ანაფილაქსიური შოკი ეწყება, მაშინვე დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
შეამოწმეთ, აქვს თუ არა პაციენტს წამალი. ზოგმა პაციენტმა იცის, რომ ალერგიულია და შპრიცით თან დააქვს ადრენალინის საინექციო ხსნარი. თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ პაციენტს წამლის შეყვანაში ან თვითონ შეუყვანოთ. დარწმუნდით, რომ პაციენტი კარგად გრძნობს თავს და სუნთქავს, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა. თუ ადამიანი გონზეა, გამართული ჯდომა მათთვის საუკეთესო პოზაა. წაიკითხეთ მეტი ანაფილაქსის მკურნალობის შესახებ.
დამწვრობა და დამდუღვრა
დამწვობისა და დამდუღვრის შემთხვევაში:
- რაც შიძლება სწრაფად გააგრილეთ დამწვრობა ცივი გამავალი წყლით (არა ყინულით) მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, სანამ ტკივილი არ მორჩება
- დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ ეს აუცილებელია
- დამწვრობის გაგრილების დროს, ფრთხილად მოაცილეთ დაზიანებულ ადგილს სამკაულები და ტანსაცმელი, თუკი ისინი არ არიან კანზე მიკრული
- შეინარჩუნეთ სითბო საბნით ან ტანსაცმლით (ისე, რომ არ შეეხოთ დაზიანებულ მიდამოს) ჰიპოთერმიის პრევენციისთვის. ჰიპოთერმიის რისკი არსებობს ადამიანებში, რომელთაც ვუგრილებთ დამწვარ არეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში
- თუ ჭრილობა ხელზე ან ფეხზეა, დაიფარეთ ის მთელ სიგრძეზე დასაკრავი საფენებით. თუ მათზე ხელი არ მიგიწვდებათ, ნუ ჩაიცმევთ ბუსუსებიან, არასტერილურ ტანსაცმელს. ნუ შეიხვევთ ჭრილობას, რადგან ეს იწვევს შეუპებასა და მდგომარეობის გართულებას
- ნუ წაისმევთ კრემებსა და ლოსიონებს დაზიანებულ მიდამოზე.
ქიმიური დაზიანების შემთხვევაში, ატარეთ დამცავი ხელთათმანები, გაიხადეთ ტანსაცმელი, რომელიც დაზიანებულ ადგილს ეხება. მოიშორეთ ქიმიკატი გახეხვით თუკი ის ფხვიერი ნივთიერებაა და გაივლეთ ჭრილობა, ცივი გამავალი წყლით მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში. თუ შესაძლებელია, განსაზღვრეთ, რამ გამოიწვია დაზიანება. ფრთხილად იყავით, არ დაიზიანოთ საკუთარ თავი. დარეკეთ 112-ზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. გაიგეთ მეტი დამწვრობის და დამდუღვრის მკურნალობის შესახებ how to treat burns and scalds.
სისხლდენა
სისხლდენის დროს მთავარი მიზანია სისხლის კარგვის შეჩერება და შოკის ეფექტების მინიმალიზაცია.
პირველ რიგში, დარეკეთ 112-ზე რაც შეიძლება მალე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თუ გაქვთ ხელთათმანები, გამოიყენეთ ისინი ინფექციის რისკის შესამცირებლად. შეამოწმეთ, არაფერი არ იყოს ჩაყოლილი ჭრილობაში. თუკი ჭრილობაში უცხო სხეულია, არ დააჭიროთ მას. დააჭირეთ მის გვერდით რომელიმე მხარეზე, სანამ ჭრილობას შეიხვევთ, რომ თავიდან აიცილოთ უცხო სხეულზე ზეწოლა.
თუ ჭრილობაში არაფერი არ არის:
- მოახდინეთ და შეინარჩუნეთ ზეწოლა ჭრილობაზე, გამოიყენეთ სუფთა და რბილი საფენი
- გამოიყენეთ სუფთა ტანსაცმელი ჭრილობის მჭიდროდ შესახვევად
- თუკი სისხლდენას ვერ აჩერებენ ტამპონი, დააფიქსირეთ (დააბით) ჭრილობის ადგილზე მეორე ტამპონით. პირველ ტამპონს ნუ მოხსნით.
თუ რომელიმე ორგანო, მაგალითად თითი, სხეულს მოსწყდა, პირდაპირ ნუ ჩადებთ მას ყინულში. გაახვიეთ ის ცელოფნის პარკში, შემდეგ რაიმე რბილ ქსოვილში და გააგრილეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი ყინულში ჩადება. სისლდენის დროს ყოველთვის მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ეს სისხლდენა მინიმალური არ არის. თუ ცხვირიდან სისხლდენა 20 წუთის განმავლობაში არ შეჩერდა, მიდით უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტში.
დამატებით წაიკითხეთ:
- როგორ მოვარჩინოთ მცირე სისხლდენები ჭრილობებიდან და ნაკაწრებიდან (cuts and grazes)
- როგორ მოვარჩინოთ ცხვირიდან სისხლდენა (how to treat nosebleeds).
გაგუდვა
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეხება 1 წელს გადაცილებულ ბავშვებს. ერთ წლამდე ბავშვებისთვის წაიკითხეთშემდეგი - what to do if a baby under one year old is choking.
თუ სასუნთქი გზა მხოლოდ ნაწლობრივ დაიბლოკა, ადამიანი ჩვეულებრივ შეძლებს ლაპარაკს, ტირილს, ხველას და სუნთქვას. ამ შემთხვევაში პაციენტს თავისით შეეძლება სასუნთქი გზების გათავისუფლება. ასეთ დროს:
- უთხარით პაციენტს, გააგრძელოს ხველა სასუნთქი გზების გასაწმენდად
- პირველი ორი თითით ფრთილად ამოიღეთ პირიდან ნებისმიერი ნივთი, რომელიც ხელს უშლის სუნთქვას
- ნუ შეუყოფთ თითებს ყელში, რადგან ამან შეიძლება კიდევ უფრო ღრმად გაჭედოს დახშობის გამომწვევი ნივთი ან გამოიწვიოს ღებინება.
თუ ობსტრუქცია (დაბლოკვა) მძიმეა და ადამიანს უჭირს სუნთქვა, 5-ჯერ დაარტყით ზურგში, მხრის ძვლებს შორის. ფრთხილად შეამოწმეთ მისი პირი და ამოიღეთ ობსტრუქციის გამომწვევი საგანი, თუ ის იქ არის. თუკი ამით ვერ გაიწმინდა პაციენტის სასუნთქი გზები, მაშინ მოახდინეთ ზეწოლა მის მუცელზე, ქვემოთ მოცემული ნაბიჯების გათვლისწინებით (ეს მეთოდი არ გამოყენება ერთ წლამდე ბავშვებში, ორსულ ქალებსა და ჭარბწონიანებში):
- დადექით პაციენტის უკან
- შემოხვიეთ ხელები წელის გარშემო და გადახარეთ წინ
- ერთი მუშტი მათავსეთ მუცელზე, ჭიპსა და მკერდის ძვალს შორის
- შედეგ დაიწყეთ ზეწოლები მუცელზე შიგნითკენდა ზედა მიმართულებით
- გაიმეორეთ ეს 5ჯერ, სანამ გაჭედილი სხეული პირის ღრუში არ ამოვა.
მთავარი მიზანია ობსტრუქციის გახსნა და არა მაინცდამაინც 5 ზეწოლის გახორციელება. თუ გაჭედილი ნივთი არ ამოვა ასეთი ზეწოლის 3 ციკლის შემდეგაც, დარეკეთ 112 -ზე და გააგრძელეთ დახმარება სანამ სასწრაფო მოვა. პაციენტი, რომელიც იგუდება, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლებელია, ზეწოლის ციკლებმა გამოიწვიოს მუცლის ღრუს დაზიანება, ასევე უცხო სხეულის ნაწილების დარჩენა სასუნთქ გზებში. დამატებითი ინფორმაცია what to do if someone is choking
დახრჩობა
ნუ შეხვალთ წყალში დასამარებლად, თუ ეს აუცილებელი არ არის. თუ დაზარალებული ხმელეთზეა და არ სუნთქავს, გაათავისუფლეთ მისი სასუნთი გზები და ჩაატარეთ 5 საწყისი გადასარჩენი ხელოვნური სუნთქვა, სანამ დაიწყებთგულ-ფილტვის რეანიმაციულ მასაჟს (CPR). თუ მარტო ხართ, ჩაატარეთ CPR 1 წუთის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დარეკეთ სასწრაფო დახმარებაში.შემდეგ ტაბებში ნახეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გააკეთოთ გადასარჩენი ხელოვნური სუნთქვა და გულ-ფილტვის რეანიმაციული მასაჟი.
თუ ადამიანი უგუნოდ არის მაგრამ სუნთქავს, მოათავსეთ ის “მომჯობინების პოზიციაში”, ოღონდ დახრილად, ისე, რომ თავი სხეულზე დაბლა ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს წყლის ორგანიზმიდან გამოდევნას, ამის შემდეგ კი დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
ელექტრული დაზიანება
თუ ვინმეს დენმა დაარტყა, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. გამორთეთ დენი, რათა პაციენტს არ ჰქონდეს კონტაქტი ელექტროობასთან.
თუ დენის მთავარი წყარო ხელმიუწვდომელია:
- ნუ შეეხებით დაზარალებულს, სანამ დარწმუნდებით, რომ მას თვითონ არ აქვს დენთან შეხება
- დაიცავით თქვენი თავი მაიზოლირებელ საგანზე დგომით (მაგალითად რაიმე სქელი წიგნი, ან ფიცარი)
- რაიმე მშრალი, არამეტალის საგნის გამოყენებით როგორიცაა ხის ჯოხი ან ცოცხი, გააცალკევეთ დენის წყარო და ადამიანი ერთმანეთისგან
- ამის შემდეგ, თუ პაციენტი არ სუნთქავს, ჩაატარეთCPR და გამოუძახეთ სასწრაფო დახმარებას.
ყოველთვის გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ დაზიანება არ არის ძალიან უმნიშვნელო.
მოტეხილობები
ძნელია მოტეხილობების გარჩევა სახსრებისა და კუნთების დაზიანებისგან. თუკი ეჭვი გაქვთ, მაგრამ ზუსტად ვერ ადგენთ რომელ მათგანთან გაქვთ საქმე, დაზიანებას უნდა ემკურნალოს, როგორც ძვლის მოტეხილობას. თუ ადამიანი უგონოდ არის და უჭირს სუნთქვა, პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ დაზარალებული ცნობიერია, მოარიდეთ მას ყოველგვარი შემდგომი ტრავმა და ნუ შეხებით დაზიანებულ მიდამოს საავადმყოფოში მიყვანამდე. შეაფასეთ დაზიანება და გადაწყვიტეთ, როგორ მიიყვანოთ პაციენტი საავადმყოფომდე. თუ მას თითი ან ხელი აქვს მოტეხილი, შეგიძლიათ თქვენითაც წაიყვანოთ საავადმყოფოში დამატებითი ზიანის მიყენების გარეშე.
- ფეხის მოტეხილობის დროს, ნუ გაამოძრავებთ პაციენტს, დატოვეთ ის იმ მდგომარეობაში, რომელშიც იპოვეთ. მოახდინეთ დაზიანებული მიდამოს უძრავად დაფიქსირება, მაგალითად დახვეული პლედით ან ტანსაცმლით. შემდეგ კი დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება
- თუ ეჭვი გაქვთ ხერხემლის დაზიანებასა და მოტეხილობაზე, ნუ გაამოძრავებთ პაციენტს სასწრაფოს მოსვლამდე
- შეამოწმეთ შოკის ნიშნები. ფერმკრთალი, ცივი და წებოვანი კანი, სუსტი პულსი და ზედაპირული სუთქვა შოკის ნიშნებია.
თუ ფიქრობთ რომ ადამიანს აქვს შოკი, დააწვინეთ და შეუხსენით ტანსაცმელი. ნუ ააწევინებთ დაზიანებულ ფეხს. მაგრამ თუკი მდგომარეობა ამის საშუალებას გვაძლევს, შევუდოთ ფეხქვეშ საბანი ან სხვა ნივთი. ნუ აჭმევთ და ნუ დაალევინებთ პაციენტს, რადგან, შესაძლებელია, საავადმყოფოში ზოგადი ანესთეზია დასჭირდეს.
დამატებითი ინფორმაცია მოტეხილობებზე:
- კოჭის მოტეხილობა (broken ankle)
- ხელისა და მაჯის მოტეხილობა (broken arm or wrist)
- ლავიწის მოტეხილობა (broken collarbone)
- ცხვირის მოტეხილობა (broken nose)
- ფეხის ცერის მოტეხილობა (broken toe)
- ნეკნების მოტეხილობა (fractured ribs)
- მენჯის მოტეხილობა (hip fracture)
- ფეხის მოტეხილობა.
გულის შეტევა
გულის შეტევა სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა. თუ ეჭვი გიჩნდებათ, რომ ვინმეს გულის შეტევა ემართება, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. გულის შეტევის სიმპტომებია:
- ტკივილი გუმკერდის არეში - ტკივილი გულმკერდის ცენტრშია ლოკალიზებული ახასიათებს მოჭერისა და ზეწოლის შეგრძნება
- ტკივილი სხეულის სხვა ნაწილებში - ტკივილი შეიძლება გადაეცეს ხელებში, ყბაში, კისერში, ზურგსა და მუცელში.
ასეთ დროს დასვით პაციენტი. თუ ის გონებაზეა, დაამშვიდეთ და მიეცით 300 მგ ასპირინის ტაბლეტი ნელა დასაღეჭად (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არ შეიძლება მისთვის ასპირინის მიცემა, მაგალითად თუ პაციენტი ალერგიულია, ან თუ არის 16 წლამდე ასაკის). თუ პაციენტს თან აქვს სტენოკარდიის წამლები, აბები ან სპრეები, დაეხმარეთ მათ მიღებაში. დააკვირდით სასიცოცხლო ნიშნებს, როგორიცაა სუნთქვა, სანამ დამარება მოვა. თუ პაციენტი გონებას დაკარგავს, გაუთავისუფლეთ სასუნთი გზები და თუ საჭირო გახდება, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაციული მასაჟი.
მოწამვლა (poisoning)
მოწამვლა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მათ უმეტესობას იწვევს ტოქსიური ნივთიერებების გადაყლაპვა, წამლების გადაჭარბებული დეზებით მიღება, ან გარეული ხილისა და სოკოების ჭამა. ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასაც იგივე სიმპტომები აქვს. თუ ვინმე გადაყლაპავს მომწამლავ ნივთიერებას, დარეკეთ 112-ზე სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. მოწამვლის სიმპტომები დამოკიდებულია გადაყლაპულ ნივთიერებაზე. უმეტესად ახასიათებს გულისრევა, გონების კარგვა, ტკივილი და წვის შეგრძნება. მოწამვლის დროს:
- გაარკვიეთ, რა არის გადაყლაპული და შეატყობინეთ ექიმს
- ნუ მისცემთ პაციენტს სასმელსა და საკვებს ექიმის ნებართვის გარეშე
- არასოდეს შეეცადოთ ღებინების გამოწვევა
- დარჩით დაზარალებულთან, რადგან შესაძლებელია, მისი მდგომარეობა გაუარესდეს და გონება დაკარგოს.
თუ პაცენტმა გონება დაკარგა, სანამ დახმარება მოვა:
- დარწმუნდით, რომ მისი სასუნთქი გზები ღიაა და პაციენტი სუნთქავს. სასუნთქი გზები იხსნება თავის უკან გადაწევით და პირის გაღებით ენის სასიდან მოსაცილებლად
- თუ პაციენტი სუნთქავს, მოათავსეთ მისი თავი სხეულზე დაბლა, რათა ღებინების შეთხვევაში ნაღებინები მასა კვლავ არ გადაყლაპოს ან არ გადასცდეს
- თუ ვერ სუნთქავს, ჩაატარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, სანამ სუნთქვა აღდგება ან სამდიცინო დახმარება მოვა
- თუ პირში რაიმე ქიმიკატია, გამოიყენეთ სახის ნიღაბი საკუთარი თავის დასაცავად ხელოვნური სუთქვის დროს.
ნუ დატოვებთ უყურადღებოდ უგონო ადამიანს, რადგან შესაძლებელია ზურგზე გადმობრუნდეს, აღებინოს და ნაღებინები მასა ფილტვში გადასცდეს.
გაიგეთ მეტი ალკოჰოლით მოწამვლის და ზოგადად მოწამვლის მკურნალობის შესახებ (treating someone who has been poisoned).
შოკი
თუ საქმე გვაქვს სერიოზულ დაავადებასთან ან დაზიანებასთან, უნდა დავაკვირდეთ შოკის ნიშნებს. შოკი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემა იშლება და შედეგად, სასიცოცხლო ორგანოები რჩებიან ჟანგბადის გარეშე. შოკი, უმეტესწილად არის ძლიერი სისლდენის შედეგი, მაგრამ ხანდახან მოსდევს მძიმე დამწვრობას, გულის შეტევას, ღებინებას, ბაქტერიულ ინფექციებსა და ალერგიას (ანაფილაქსია). ამ სტატიაში აღწერილი შოკი არ არის ემოციური რეაქცია ან „თავის შოკირებულად გრძნობა“, რომელიც ასევე ხშირად მოსდევს ინციდენტს.
შოკის ნიშნებია:
- ფერმკრთალი, ცივი, წებოვანი კანი
- ოფლიანობა
- ჩქარი და ზედაპირული სუნთქვა
- სისუტე და თავბრუსხვევა
- გულისრევა და გულისრევის შეგრძნება
- წყურვილი
- მთქნარება
- ხვნეშა (ხმაურიანი სუნთქვა).
თუ ვინმეს შეამჩნიეთ შოკის ნიშნები:
- მაშინვე დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება
- უმკურნალეთ აშკარა, თვალსაჩინო დაზიანებებს
- დააწვინეთ პაციენტი და თუ მისი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ააწევინეთ და დაუფიქსირეთ ფეხები აწეულ მდგომარეობაში
- გამოიყენეთ საბანი ან ქურთუკი სითბოს შესანარჩუნებლად
- ნუ მისცემთ საკვებსა და სასმელს
- დაამშვიდეთ და თავი კომფორტულად აგრძნობინეთ
- დააკვირდით პაციენტს. თუ სუნთქვა შეჩერდა, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაციული მასაჟი.
ინსულტი
FAST-ის პრინციპის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუ ურთიერთობა გვაქვს ინსულტ-გადატანილ ადამიანებთან. რაც უფრო მალე აღმოუჩნდებათ პაციენტებს დახმარება, მით უკეთესია მათთვის. რაც შეძლება სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ გაქვთ ეჭვი, რომ პაციენტს აქვს ინსულტი, გამოიყენეთ FAST-ის კრიტერიუმები:
- Facial weakness- სახის სისუსტე: ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად გაღიმება და თვალები და პირი ჩამოვარდნილია
- Arm weakness - სისუსტე ხელში: პაციენტს შეუძლია მხოლოდ ცალი ხელის აწევა
- Speech problems - საუბრის პრობლემები: პაციენტს არ შეუძლია გამართულად საუბარი
- Time to call - დროა დავრეკოთ 112-ზე და გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.
კომენტარის დამატება