Meds.ge » ყველა წამალი » ნეობლოკი / neobloki / Neoblock

ნეობლოკი / neobloki / Neoblock

206

შემადგენლობა

Indole-3 - Carbinol .................200mg

Epigallocatechin 3 gallalt .......125 mg 

Epicatechin gallate ................65 mg 

Epigallocatechin ....................60mg

Epicatechin ...........................100mg 

Gallocatechin gallalte ...........50mg 

Phosphatidylcholine .............100mg

Vitamin E ............................. 50mg  

Selenium ............................. 0,05mg 

   

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ნეობლოკი წარმოადგენს ონკოგენურ პროტექტორს.

ნეობლოკში შემავალი აქტიური კომპონენტები -ინდოლ -3-კარბინოლი და კატეხინები წარმოადგენენ ფიტოქიმიურ  ნივთიერებებს.

ინდოლ - 3 -კარბინოლი და კატეხინები ბლოკავენ:

  • ჰიპერ და ნეოპლასტიური პროცესების განვითარებას
  • პათოლოგიურ პროლიფერაციას და სიმსივნურ ნეოანგიოგენეზს

ნეობლოკი ეფექტურია ეპითელური წარმოშობის ყველა სახის (მათ შორის HPV ვირუსის) სიმსივნის სამკურნალოდ, როგორც ესტროგენდამოკიდებული, ასევე  ესტროგენდამოუკიდებელი სიმსივნეების დროს.

მოქმედების მექანიზმი:

  • მონაწილეობს სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმსა და რეგულაციაში
  • აძლიერებს 2- ჰიდროქსიესტრონის სინთეზს და აინჰიბირებს 16-ალფა- ჰიდროქსიესტრონის წარმოქმნას, რომელსაც ახასიათებს გამოხატული კანცეროგენული  თვისებები
  • აინჰიბირებს ესტროგენული რეცეპტორების ექსპრესიას, ამცირებს მათ რაოდენობას სამიზნე ქსოვილებში
  • ეპითელიურ უჯრედებში ბლოკავს ონკოცილებს, მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებული უჯრედების ონკოცილებს
  • ახდენს მალიგნიზაციის პროცესების ბლოკირებას, სიმსივნური უჯრედების სელექციური აპოპტოზის ინდუცირების ხარჯზე
  • ახდენს სიმსივნური სუპრესორების  და პროაპოპტოზური ცილების ტრანსკრიპციას
  • აინჰიბირებს ზრდის ფაქტორების და მათი რეცეპტორების  ტრანსკრიფციას
  • აჩერებს უჯრედულ ციკლს G1 ფაზაზე. 

 

ჩვენებები

  • მასტოპათია
  • ძუძუს კიბო 
  • საშვილოსნოს მიომა
  • ენდომეტრიოზი 
  • ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზია 
  • ადამიანის  პაპილომავირუსთან  დაკავშირებული სიმსივნეები (HPV)
  • წინამდებარე  ჯირკვლის  ადენომა

 

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა ჭამის შემდეგ 2-ჯერ დღეში, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს  3-6 თვეს

 

გვერდითი მოვლენები

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა

 

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა ნეობლოკში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია

 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

კომენტარის დამატება