Meds.ge » ყველა წამალი » ვიტავიჟენი ფორტე / vitavijeni forte / Vitavision Forte

ვიტავიჟენი ფორტე / vitavijeni forte / Vitavision Forte

94
შემადგენლობა
1 კაფსულის 
ლუთეინი  20 მგ.
ზეაქსანტინი 0.5 მგ.
ვიტამინი A  400 მგ.
ვიტამინი E  36 მგ.
თუთი(Zn)  15 მგ.
მოქმედების მექანიზმი:
ყვითელი ლაქის პიგმენტის ფორმირება, ბადურას ყვითელი ლაქის ფერი, რომელის პასუხისმგებელია დეტალურ მხედველობაზე, ლუთეინის და ზეაქსანტინის მაღალ შემცველობის შედეგია. ლუთეინის,ზეაქსანტინის და ანტიოქსიდანტების ( A და E ) კომბინაცია ყვითელი ლაქის სიმკვრივეს ზრდის 43%-ით. მნიშვნელოვნად აუმჯობესება მხედველობას და მხედველობის ობიექტური პარამეტრებს. 
ლუთეინის და ზეაქსანტინის მაღალი პლაზმური კონცენტრაციის პირობებში ბირთვული კატარაქტას განვითარების ალბათობა 32%-ით უფრო დაბალია, ვიდრე პირებში, რომელსაც აქვთ ამავე ნივთიერებების დაბალი პლაზმური კონცენტრაცია.
ვიტამინი A – რეტინალჰიდის ფორმაში,რომელიც როდოფსინის აუცილებელი კომპონენტია,მონაწილეობს მხედველობის შენარჩუნებაში. მისი ნაკლებობა იწვევს ღამის სიბრმავეს ფოტორეცეპტორის შემდგომი დეგენერაციით. რეტინის მჟავის ნაკლებობა იწვევს „მშრალი თვალის “ სინდრომს და რქოვანას წყლულის განვითარებას. ვიტამინი A წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
ვიტამინი E-ს კომბინაცია   თუთიასთან და სხვა ანტიოქსიდაციურ საშუალებებთან, ანელებს ამ დაავადებების პროგრეს.
თუთიია როგორც დამოუკიდებელი ანტიოქსიდანტი ამცირებს დაავადების განვითარების რისკს და მის პროგრესს.
ლუთეინის და ზეაქსანტინის კომბინაცია წარმოადგენს ამ დაავადების მკურნალობის და პროგრესიის შეჩერების ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას.
ჩვენებები
დიაბეტური რეტინოპათია, კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მიოპია,შეძენილი ჰემერლოპია ( ქათმის სიბრმავე) ,თვალის გადაღლა, ბადურისა და ყვითელი ხალის დისტროფია, მშრალი თვალის სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
1 კაფსულა ერთხელ დღეში საპროფილაქტიკო დოზა. 
1 კაფსულა ორჯერ დღეში სამკურნალო დოზა.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა 1 თვე. 
გამოშვების ფორმა
კაფსულა პერორალური გამოყენების, #30

კომენტარის დამატება