Meds.ge » ყველა წამალი » პროფილაქტინ იმუნიტეტი / profilaqtin imuniteti / Profilaktin Odpornosc

პროფილაქტინ იმუნიტეტი / profilaqtin imuniteti / Profilaktin Odpornosc

90
პროფილაქტინ იმუნიტეტში შემავალი
• ალოე–ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასტიმულირებს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს, ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას. 
• ვიტამინების კომპლექსი, C, B6, B12 და ფოლის მჟავას ჩათვლით – აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფისთვის.  
• ნიაცინი, რიბოფლავინი და ბიოტინი –საჭიროა ლორწოვანი გარსების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 
კომპონენტები
შაქარი, წყალი, ფუტკრის თაფლი (5%), არონიის კონცენტრირებული წვენი (3%), მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ჩ ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა), ნიაცინი (ნიკოტინის მჟავას ამიდი), E ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლის  ოქტან DL), პანთოტენის მჟავა (კალციუმის D-პანთოტენატი), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), თიამინი (თიამინის მონონიტრატი), ფოლის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა), ბიოტინი (D-ბიოტინი), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი), ჟოლოს კონცენტრირებული წვენი (0.25%), ალოეს მშრალი ექსტრაქტი 200:1 (0.1%), არომატიზატორი, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი და ნატრიუმის ბენზოატი. 
გამოყენების წესი
ბავშვები 3 წლიდან – 10მლ, მოზრდილებში -15მლ  სიროფი 1-ჯერ დღეში. მიღების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.  
ნადების წარმოქმნა ფლაკონის თავზე და ნალექი მოწმობენ ბუნებრივი კომპონენტების შემცველობაზე და არ არის პროდუქტის უხარისხობის ნიშანი. 
დღის განმავლობაში არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში. 
შენახვა
ინახება დახურულ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე,  ბნელ და მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა: იხ. შეფუთვაზე. 
ნეტო შემცველობა:  115 მლ

კომენტარის დამატება