Meds.ge » ყველა წამალი » მარსიანჩიკი ომეგა 3 / marrsianchiki omega 3 / Martians Omega 3

მარსიანჩიკი ომეგა 3 / marrsianchiki omega 3 / Martians Omega 3

169

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
თევზის ქონი: 50% DHA, 70% Omega 3-მჟავები 250 მგ.
ვიტამინი C (L-ascorbic acid) 37.5 მგ.
ვიტამინი A (Retinyl palmitate) 0.5 მგ.
ვიტამინი D 3 (Cholecalciferol) 0.003 მგ.

მოქმედების მექანიზმი: 
თევზის ქონი:  DHA და Omega 3 - თავის ტვინის და მხედველობის სწორი განვითარება და ფუნქციონირება: Omega–3-ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას ჰიპოკამპში, ჰიპოთალამუსსა და ქერქში. თავის ტვინის ეს სტრუქტურები ჩართულია სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში. Omega–3-ის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ამცირებს თვის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტს და უტილიზაციას, კატექოლამინების, ხოლო ჰიპოკამპში, ციკლური ამფ-ის კონცენტრაციას, ფოსფოლიპიდების სინთეზის შემცირებას როგორც თავის ტვინში, ისე ჰიპოთალამუსში. ყველა ეს ცვლილება უარყოფითად აისახება დასწავლის პროცესზე. სწავლა და მეხსიერება - ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულწილად დამოკიდებულია DHA-ს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. იგი მონაწილეობს როგორც სწავლის, ისე დამახსოვრების პროცესში. განვითარებად ჰიპოკამპში ხელს უწყობს ნეირონების და სინაფსების ჩამოყალიბებას. DHA-ს მიღებისას სპონტანური სინაფსური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც შედეგია მომატებული გლუტამატერგული აქტივობის. DHA მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. მხედველობა - DHA  მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში. აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას და ზრდის კონცენტრაციის უნარს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები,  რომელთა სინთეზიც ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია,  აუცილებელი კომპონენტებია თავის ტვინის განვითარებისთის და ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი C:  აუცილებელი ვიტამინია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. ჩართულია ნერვული უჯრედების განვითარებაში და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიურ პროცესებში. ვიტამინი A : შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის. გააჩნია: ანტიოქსიდაციური მოქმედება - თავისუფალი რადიკალების განეიტრალების თვისება. ზრდა და განვითარება - აუცილებელია ბავშვებში ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იმუნური სისტემა და ეპითელური საფარის შენარჩუნება - მონაწილეობს მუცინის და კერატინის ექსპრესიაში; ლიმფოპოეზში; ანტისხეულების წარმოქმნაში; ნეიტროფილების, ბუნებრივი ქილერი უჯრედების, მაკროფაგების და T-ლიმფოციტების  ფუნქციონირებაში. აქტიურ როლს თამაშობს ლორწოვანი გარსების მთლიანობის და ფუნქციონირების შენარჩუნებაში. მხედველობა - რეტინალდეჰიდის ფორმაში როდოფსინის აუცილებელი კომპონენტია და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მხედველობის ფუნქციაში, წარმოქმნის რა ბადურას სინათლის მიმართ მგრძნობიარე კომპონენტს. მის ნაკლებობას თავდაპირველად მოჰყვება გარდამავალი სიბრმავე ფოტორეცეპტორის შემდგომი შეუქცევადი დეგენერაციით. როგორც რეტინოლის მჟავა უზრუნველჰყოფს კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის სხვა სტრუქტურების უჯრედების დიფერენციაციას. მისი ნაკლებობა იწვევს ქსეროპთალმიას („მშრალი თვალი“) და რქოვანას დაწყლულებას. ინფექციები - ამცირებს ინფექციური პროცესების სიმწვავეს, განსაკუთრებით წითელას და დიარეის. წითელას დროს ვიტამინი A-ს კონცენტრაცია ეცემა >30%-ით ამ ვიტამინის დეფიციტის არმქონე პაციენტებშიც. მიმდინარე პროცესს საფუძვლად უდევს ტრანსტირეტინის და რეტინოლის დამაკავშირებელი პროტეინის სინთეზის დარღვევა და რეტინოლის მჟავას რეცეპტორების ექსპრესიის შემცირება. მცირდება წითელასთან ასოცირებული მეორადი ინფექციის განვითარება.

ვიტამინი D ბავშვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს, ასევე ძვლის მინერალიზაციის დარღვევას გამოწვეულს კალციუმის და ფოსფორის არასაკმარისი კონცენტრაციით სისხლში.

ჩვენება
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვებში დასწავლის, მეხსიერების, კონცენტრაციის და ინფორმაციის აღქმის უნარს; ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარება - აქტივობას; ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობითი აპარატის სწორ განვითარებას; აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას; არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფატების შეწოვას; ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას; ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას; ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედებას; რეკომენდებულია ინტენსიური ზრდის პერიოდში. 

გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს. 

ტოქსიკურობა
არაა ტოქსიკური.

უკუჩვენება
არ გააჩნია.

ურთიერთქმედება სხვ საშუალებებთან
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება
3წლიდან ბავშვებში და მოზარდებში 1 კაფსულა დღეში ერთჯერ ჭამის შემდეგ. მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით ან ექიმთან შეთანხმებით.

შეფუთვა
ჟელატინის კაფსულა №30, ფორთოხლის არომატით თევზის სუნის გარეშე. არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. საკვები დანამატი.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე. 

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება