Meds.ge » ყველა წამალი » მიელოიკ 600 / mieloik 600 / Mieloik 600

მიელოიკ 600 / mieloik 600 / Mieloik 600

97
ანტიოქსიდანტი, მეტაბოლური დარღვევების კორექტორი
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
α-ლიპოის მჟავა 600 მგ; L-კარნიტინ ტარტრატი 65 მგ; რიბოფლავინი 0,7 მგ. 
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტიოქსიდაციური და ანტიაციდოზური მოქმედება, უზრუნველყოფს ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის ოპტიმალურ მიმდინარეობას, განსაკუთრებით იშემიის პირობებში; ახდენს ჰიპოლიპიდემიურ და ჰიპოქოლესტერინემიულ მოქმედებას _ თრგუნავს ლიპოლიზის პროცესებს, სისხლში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს. ავლენს ანგიო-, ნეირო- და ჰეპატოპროტექციულ ეფექტებს; აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, ახდენს ინსულინრეზისტენტობის აღმოფხვრას. ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, აუმჯობესებს თვალის ბროლში მეტაბოლურ პროცესებს, ამცირებს თვალში დაღლილობის შეგრძნებას და დიდ როლს ასრულებს რეტინოპათიების მკურნალობასა და კატარაქტის პროფილაქტიკაში;
ჩვენებები:
_ მწვავე და ქრონიკული პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, ინფექციური, ტრავმული, კომპრესიული)
_ ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა, დიაბეტური რეტინოპათია, ნეფროპათია
_ მეტაბოლური სინდრომი (სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა)
_ სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქოლესტერინული ცვლის დარღვევა, ათეროგენული დისლიპიდემია 
_ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლილობა
_ ტრავმის, ინსულტის და ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაცია
_ ქრონიკული ჰეპატიტი
_ ღვიძლის ციროზი
მიღების წესი:
რეკომენდებულია დღეში 1 - 3 ტაბლეტის მიღება; სასურველია ძირითადი საკვების მიღებამდე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ოპტიმალური შედეგისთვის გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.
შეფუთვა:
ტაბლეტი #30
გაფრთხილება:
მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების მოქმედებას, შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 25ºჩ ტემპერატურამდე. გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვადამდე, შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს

კომენტარის დამატება